ბაირონ ქეითის “სამუშაო” – ეს არის მარტივი და ძლიერი პროცესი, რომელიც გასწავლით იმ ფიქრების იდენტიფიცირებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ტკივილს იწვევს.

ეს არის გზა გაიგოთ, თუ რა არის სინამდვილეში თქვენი ტკივილის მიზეზი, შემდეგ კი მისგან გათავისუფლდეთ. 

“აღმოვაჩინე, რომ როდესაც ჩემი ფიქრების მჯეროდა – ვიტანჯებოდი, ხოლო როდესაც აღარ მჯეროდა – აღარ ვიტანჯებოდი. ეს თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც ასეა. თავისუფლებაც ასეთივე მარტივია. გავაცნობიერე, რომ ტანჯვა არჩევითია. ჩემს თავში ვიპოვე სიხარულის შეგრძნება, რომელიც არასდროს ქრება – ერთი წამითაც კი. ეს სიხარული თითოეულ ჩვენგანშია, ყოველთვის.” – ბაირონ ქეითი

ადამიანები, რომლებიც "სამუშაოს" რეგულარულად ასრულებენ იუწყებიან, რომ:

  • დეპრესია დაძლიეს: მათთვის მძიმე სიტუაციებში არამხოლოდ გამოსავალს, არამედ ბედნიერებასაც კი პოულობენ.
  • სტრესის შეგრძნება შემცირდა: ნაკლები შფოთვის და შიშის შეგრძნებით ცხოვრობენ.
  • მათი ურთიერთობების ხარისხი გაუმჯობესდა: ღრმა კავშირს და სიახლოვეს გრძნობენ თავიანთ პარტნიორებთან, მშობლებთან, შვილებთან, მეგობრებთან და საკუთარ თავთან.
  • ბრაზის შეგრძნება შემცირდა: გაიგეს მათში რა იწვევდა ბრაზს და წყენას, შედეგად კი ნაკლებად ღიზიანდებიან.
  • გონება უფრო ცხადი გახდა: უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად ცხოვრობენ, ერთიანობის შეგრძნებით.
  • ენერგია მოემატათ: ახალი ენერგიის ნაკადს და კეთილდღეობას შეიგრძნობენ.
  • უფრო მშვიდები გახდნენ: აღმოაჩინეს როგორ "უყვარდეთ ის, რაც არის"
თინათინის შესახებ
ბაირონ ქეითმა თინათინ ბასილაია აირჩია და ის დღეს საქართველოში ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ოფიციალური წარმომადგენელია. მან "სამუშაოს" მასალები ქართულად თარგმნა და საქართველოში ჩამოიტანა მას შემდეგ, რაც ის პირადად ქეითისგან შეისწავლა. ​ თინათინმა ბაირონ ქეითის "სამუშაოს" დახმარებით სულიერი სიმშვიდის და შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად საკუთარ თავში ძალიან დიდი ძალა იპოვა და ის მზად არის გაგიზიაროთ თქვენც "სამუშაო" ქართულ ენაზე და გაგიძღვეთ იმ პროცესში, სადაც თქვენც გათავისუფლდებით იმ ფიქრებისგან და წარმოდგენებისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სტრესს და ტკივილს ქმნის, შედეგად კი უფრო ბედნიერად, მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებთ. ​ თინათინმა აგრეთვე ქართულად თარგმნა ბაირონ ქეითის ბესტსელერი წიგნი “გიყვარდეს ის, რაც არის” (Loving What Is) , რომელსაც ქართველი მკითხველიც მალე გაიცნობს და შეიყვარებს. ​ უახლოეს მომავალში თინათინი ბაირონ ქეითის მეორე წიგნზე (“შენი სიყვარული მჭირდება - მართალია ეს?” (I Need Your Love – Is That True?) იწყებს მუშაობას და მის ქართულად თარგმნას.

ბაირონ ქეითის "სამუშაო"-ს
რეკომენდაციას მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტები უწევენ

ბაირონ ქეითის სამუშაო

ეკჰარტ ტოლე.
მწერალი, ფილოსოფოსი.
ავტორი წიგნისა
"The Power of Now"

"ბაირონ ქეითის "სამუშაო" ჩვენი პლანეტისთვის უდიდესი წყალობაა. ის მჭრელი სამართებელივით მოქმედებს, არღვევს არსებულ ილუზიას და საშუალებას გაძლევს შეიცნო შენი მარადიული არსი."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ტონი რობინსი.
ამერიკელი ბიზნესმენი, ავტორი, ფილონტროფოსი. ავტორი წიგნისა "Awaken the Giant Within"

ბაირონ ქეითის "სამუშაო" აღმოჩენის უძლიერესი პროცესია, ის გასაღებია, რომელიც გულს ხსნის. ბაირონ ქეითი სიკვდილამდე მიყვარს. ის ძალიან სუფთაა და მისი ერთადერთი მიზანი მსახურებაა და ის ადამიანებს ძალიან სწრაფად რეალობაში აბრუნებს. მათ ასწავლის თავიანთი შემზღუდველი ფიქრების არ დაიჯერონ, გამოიკვლიონ და თავიანთი სიმართლე იპოვონ."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ერიკა ჯონგი.
ამერიკელი ნოველისტი
და მწერალი. ავტორი ნოველისა
"Fear of Flying."

"წარმოგიდგენიათ, იპოვოთ მარტივი გზა, რომ ცხოვრებას სიხარულით შეეგებოთ და სრულ ქაოსში უშფოთველობას მიაღწიოთ? ქეითი სწორედ ამას გთავაზობთ. ის თქვენი ცხოვრების წარსამართი რევოლუციური გზაა. მაგრამ, საკითხავია: საკმარისად მამაცები ვართ, რომ ის მივიღოთ?"

ბაირონ ქეითის სამუშაო

დიპაკ ჩოპრა.
ამერიკელი მწერალი, სპიკერი, ალტერნატიული მედიცინის ქომაგი, 65 წიგნის ავტორი.

ბაირონ ქეითის "სამუშაო" ადამიანებს აჩვენებს, თუ როგორ დაასრულონ თავიანთი ტანჯვა."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ჟურნალი "TIME"



"ბაირონ ქეითი - ახალი ათასწლეულის სულიერი ნოვატორი."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ოპრა უინფრი.
ამერიკელი ტელეწამყვანი,
მსახიობი.

ბაირონ ქეითი - მილიონობით ადამიანის სულიერი მენტორი."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ჯეინ ლინჩი.
ამერიკელი მსახიობი,
სცენარისტი, კომიკოსი,
მომღერალი.

"შეასრულეთ "სამუშაო"."

ბაირონ ქეითის სამუშაო

უეინ დაიერი.
ამერიკელი ფილოსოფოსი, მწერალი, სამოტივაციო სპიკერი, ავტორი წიგნისა "Inspiration."

"ბაირონ ქეითი ჩვენი დროის დიდებული და შთამაგონებელი მასწავლებელია. ის პირადად მე, ძალიან დამეხმარა. ძალიან მიყვარს ეს ბრძენი ქალი."

ბაირონ ქეითის სამუშაო

ჟურნალი "The Times"
(ლონდონი)


"მისი ლაზერის მსგავსი სიყვარული ყველა ილუზიას წვავს."

ბაირონ ქეითის სამუშაო
ბაირონ ქეითის სამუშაო

Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

თინათინ
ბასილაია

  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge