1 ივნისიდან!

ონლაინ-პროგრამა

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

მათთვის, ვისაც ცხოვრების ახალ და ჰარმონიულ ეტაპზე გადასვლა სურს!

მსოფლიოში აღიარებული ექსპერტისა და  უნიკალური მეთოდის – „სამუშაო“-ს ავტორის, ბაირონ ქეითის პირადი მოსწავლე, სერთიფიცირებული ქოუჩი და შინაგანი ძალის ექსპერტი, თინათინ ბასილაია, თავისი საავტორო ონლაინ-პროგრამის – „საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ – მეშვეობით დაგეხმარებათ:
სულ რაღაც 3 თვეში მინიმუმ 10-ჯერ გაზარდოთ თავდაჯერება, მოტივაცია და ენერგია და გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

მიიღეთ 90 დღიანი პროგრამის 2 სთ-იანი დემო-სესია უფასოდ.

თუ თქვენ

მაშინ, სწორ ადგილას მოხვდით!

პროგრამის გავლის შედეგად, თქვენ:

გზა არსებობს!
და გამოსავალი არის!

და მე მინდა ეს გზა თქვენც გაგიზიაროთ!

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ:

თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ახლავე
შექმნათ თქვენი ოცნების ცხოვრება და გათავისუფლდეთ
ზედმეტისგან, რაც გაბრკოლებთ და ხელს გიშლით
გაშალოთ ფრთები და თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ!

მე კი, მსურს დაგეხმაროთ ეს ძალა და რესურსები საკუთარ
თავში იპოვოთ, ჩაგკიდოთ ხელი და წაგიყვანოთ თქვენი
სასურველი ცხოვრებისკენ!

ის, რაც ზემოთ ჩამონათვალში წაიკითხეთ, ერთ დროს ჩემი რეალობაც იყო...

წლების წინ მე ვიყავი უკმაყოფილო საკუთარი თავით და ცხოვრებით, მქონდა ბევრი კომპლექსი, არ მჯეროდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მქონდა უამრავი შინაგანი ბლოკი, ჩახშობილი ოცნებები და სურვილები. ენთუზიაზმით დაწყობილ გეგმებს, მალევე შუა გზაზე ვტოვებდი. არ მყოფნიოდა ძალა და ენერგია. ამის გამო მუდმივი შინაგანი კონფლიქტი მქონდა და ვიყავი მთელს სამყაროზე გაბრაზებული! ძალიან ვიღლებოდი ურთიერთობებში მუდმივად იმედგაცრუებით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში და მეგონა, რომ ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი...

მაგრამ!

ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრება სრულიად შემეცვალა! და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე!

დღეს კი,

მე ვცხოვრობ ჩემი ოცნების ცხოვრებით, ვმოგზაურობ, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომლითაც ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო ვარ და რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მყავს გვერდით ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მყავს ირგვლივ არაჩვეულებრივი ადამიანები და ვგრძნობ სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, მადლიერებას და ჩემი ცხოვრება ფერადია. მომავალს ვუყურებ იმედით და დიდი სიხარულით! ვისახავ გაბედულ მიზნებს, ვოცნებობ და დიდი სიამოვნებით ვქმნი ამ რეალობას სამყაროსთან მეგობრულად შეხმატკბიულებული!

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

იცით, რომ ვუყურებ სად ვიყავი ადრე და სად ვარ ახლა, მე მჯერა რომ ამ გზის გავლა აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია! მე ცხადად ვხედავ ამ გზას და მე მინდა ხელი ჩაგკიდოთ და თქვენც აქ მოგიყვანოთ! მე მინდა თქვენც გააღვიძოთ თქვენში ის ძლიერი მე, რომელიც თავის ცხოვრებაზე 100%-იან პასუხისმგებლობას იღებს, თავად ქმნის ოცნების ცხოვრებას და ამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს!

პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების
ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადახვალთ არის

90 დღიანი!

პროგრამა შედგება 9 მოდულისგან

  • მოდული 1. თქვენი ცხოვრების ანალიზი;
  • მოდული 2. დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 3. მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 4. ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • მოდული 5. სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 6. ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 7. საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა;
  • მოდული 8. საკუთარ თავთან დაბრუნება;
  • მოდული 9. შეჯამება;

ყოველ მოდულს მოყვება თავისი თემატური ლექცია და მინიმუმ 2 ტელეკლასი

  • ლექცია;
  • შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი - მხარს გიჭერთ მუშაობის პროცესში და გპასუხობთ იმ შეკითხვებზე, რომლებიც მუშაობის დროს გიჩნდებათ;
  • ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი - ვმუშაობ თქვენთან და ჯგუფის წევრებთან თქვენს სტრესულ სიტუაციებზე;
მოდული 1
მოდული 2
მოდული 3
მოდული 4
მოდული 5
მოდული 6
მოდული 7
მოდული 8
მოდული 9

მოდული 1

თქვენი ცხოვრების ანალიზი
  • შესავალი;
  • გაიგებთ, რატომ არის თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და როგორ გარდაქმნათ ის;
  • დაისახავთ ახალ მიზნებს;
  • მეტ სიცხადეს შეიტანთ თქვენს მიზნებში;
  • გაიგებთ მეტ ინფორმაციას ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესახებ, როგორ გამოიყენოთ სწორად თქვენს ცხოვრებაში და როგორ გათავისუფლდეთ მისი დახმარებით სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან;
  • მიიღებთ სამუშაო რვეულს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში და თქვენი პროგრესის გაზომვაში;
  • დაიწყებთ ამ ღრმა და ჯადოსნურ მოგზაურობას საკუთარ თავში;
  • გაიცნობთ ახალ, საოცარ ადამიანებს და გეყოლებათ ახალი, მხარდამჭერი გარემოცვა!

მოდული 2

დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც დედის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ დედასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • დედასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 3

მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც მამის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ მამასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე, თვითრეალიზებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • მამასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 4

ჰარმონიული პირადი ცხოვრება
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ შექმნათ ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონიათ, თქვენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში;
  • გააანალიზებთ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, მეგობრებთან და პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • პირად ცხოვრებაში უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ

მოდული 5

სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც თქვენს სხეულთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;
  • სხვა თვალით შეხედავთ საკუთარ სხეულს.
  • მიიღებთ საკუთარ სხეულს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეიყვარებთ თქვენს სხეულს;

მოდული 6

ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააანალიზებთ როგორ გიშლიდათ ხელს ფულთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენები და უარყოფითი გამოცდილება მეტი კეთილდღეობის მიღებაში;
  • ისწავლით როგორ აღმოფხვრათ მცდარი წარმოდგენები;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც ფულთან და კარიერასთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;

მოდული 7

საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - როგორ ვაღიაროთ საკუთარი თავი? როგორ გავხდეთ თავდაჯერებული?
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააცნობიერებთ აქამდე ვისგან ითხოვდით აღიარებას, მოწონებას, სიყვარულს, პატივისცემას და ა.შ., იმუშავებთ და გათავისუფლდებით ამ მოთხოვნილებისგან და იმის მაგივრად რომ გარეთ ეძებოთ, მას საკუთარ თავში იპოვით;
  • თავად აღიარებთ საკუთარ თავს;
  • გახდებით უფრო თავდაჯერებული;
  • აღარ დაკარგავთ დროს და ენერგიას სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და მათთვის თავის მოწონებაში;
  • დაამყარებთ გულწრფელ და გახსნილ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან;
  • შეასრულებთ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ აღიარების მოთხოვნიულებისგან და საკუთარი თავი თავად აღიაროთ;

მოდული 8

საკუთარი თავთან დაბრუნება
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - საკუთარ თავთან დაბრუნება; თვით-კრიტიკული აზრებისგან გათავისუფლება; საკუთარი თავის პატიება და მიღება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გათავისუფლდებით დანაშაულის შეგრძნებისგან;
  • აპატიებთ საკუთარ თავს;
  • იმუშავებთ იმ თვით-კრიტიკულ აზრებზე, იმ მცდარ წარმოდგენებზე, შეხედულებებზე, რაც საკუთარი თავის შესახებ გაქვთ;
  • უფრო მეტად მიიღებთ საკუთარ თავს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეურიგდებით საკუთარ თავს;
  • დაუბრუნდებით საკუთარ თავს;

მოდული 9

შეჯამება
  • ჩაგიტარდებათ შემაჯამებელი ლექცია;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • შეაჯამებთ 90-დღიანი მუშაობის შეგედებს;
  • გაზომავთ პროცესს, გააცნობიერებთ რა მიიღეთ, როგორ გაიზარდეთ, როგორ ტრანსფორმირდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ;
  • ბედნიერი, ლაღი და მადლიერი გააგრძელებთ ცხოვრებას;
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

და ეს ყველაფერი არ არის!

  • თქვენ გეყოლებათ ახალი გარემოცვა, თანამოაზრეთა გუნდი! მოხვდებით გარემოში, სადაც მიიღებთ უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულს, სითბოს, რწმენას და სადაც თითოეული ადამიანი მზად იქნება დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ! მოხვდებით გარემოში, სადაც შეგიძლიათ გული გადაგვიშალოთ, გაგვიზიაროთ ის, რასაც ვერავის ეუბნებით და აქ კონფიდენციალურობა 100%-ით იქნება დაცული, შესაბამისი მექანიზმებით. თქვენ მოხვდებით ყველაზე სანდო და უსაფრთხო გარემოში. აქ მიიღებთ სიყვარულს, რომელიც კურნავს!
  • მიიღებთ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მეშვეობითაც თქვენი პროგრამაში მონაწილეობა გახდება უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი;
  • გეყოლებათ კურატორი, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. ის იმუშავებს თქვენთან და დაგეხმარებათ უფრო ტრანსფორმაციული იყოს თქვენი პროგრამაში მონაწილეობა;
  • გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც თქვენი პირადი სახელით და პაროლით ისარგებლებთ და მიიღებთ ლექციებს, დავალებებს და სხვა საინტერესო სამუშაო მასალებს;
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

წარმოიდგინეთ...

რომ საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ, გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს, ხასიათს და განწყობას ვერაფერი გიფუჭებთ, გრძნობთ საოცარ სიახლოვეს საკუთარ თავთან, მადლიერების შეგრძნებით და სიხარულით გევსებათ გული და გიყვართ ყველა და ყველაფერი!

თქვენი ცხოვრება ფერადია და სავსეა დღესასწაულით! გიხარიათ ყოველი დღის გათენება და ენერგიულად იწყებთ დილას!

რაც ადრე გწყინდათ, გაბზარებდათ გულს გტკენდათ, დღეს ის მხოლოდ ღიმილს გგვრით და აგრძელებთ ჰარმონიულ და სიხარულით სავსე ცხოვრებას, რასაც ვერაფერი გირღვევთ!

ახალი იდეები მოგდით და მათ პირდაპირ ახორციელებთ, ყოველგვარი ყოყმანის, ეჭვების თუ დაურწმუნებლობის გარეშე...

მოგწონთ საკუთარი თავი, საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ხართ და მასზე ზრუნავთ, გრძნობთ ენერგიას და სიცოცხლის ხალისს!

თქვენი დანახვა ყველგან უხარიათ, სადაც მიდიხართ ყველგან სითბო, სინათლე, სიმშვიდე, სიხალისე შეგაქვთ და ადამიანები დიდ პატის გცემენ, თქვენგან იღებენ მაგალითს როგორ იცხოვრონ და დაძლიონ სირთულეები!

თქვენი შემხედვარე ადამიანები ხედავენ და სწავლობენ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა შესაძლებელია და მათ თქვენ ძალიან შთააგონებთ...

ჩაეწერეთ ახლავე ონლაინ- პროგრამაში და დაიწყეთ ახალი, ჰარმონიული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში!

პროგრამის მონაწილეების გამოხმაურება:

თელავი, კახეთი

"პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში" ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საკუთარ თავზე მუშაობის ყველაზე ტრანსფორმაციული სამი თვე. რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე კითხვები დამიგროვდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი და აქედან გამომდინარე, კითხვებიც ძალიან მწვავე იყო და მათზე პასუხების არქონა კი ზედმეტად სტრესული.

როგორი იყო ჩემი ცხოვრება და როგორ შეიცვალა პროგრამის გავლის შემდეგ?

ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. მოკლედ გეტყვით, რომ მრავალი წელი დაკარგული ვიყავი. მიჭირდა იმ გოგოს პოვნა, რომელიც დავკარგე და რომელიც ასე მენატრებოდა. ამის მიზეზები უამრავი შემიძლია მოვიყვნო.. ერთ ერთი ფაქტირი კი იყო ჩემი მეუღლის ავადმყოფობა.

ჩემი მეუღლე არის ფსიქიკური ავადმყოფი, "პარანოიდული შიზოფრენიის" დიაგნოზით. ადრე ამ საკითხზე საუბარიც კი მიჭირდა. როცა მისი ავადმყოფობა გამჟღანდა, ჩემთვის ძალიან რთული და სტრესული იყო ამის მიღება. უიმედობა, დაუცველობის შეგრძნება, ტკივილი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში... და ზოგადად შიში ცხოვრების, მომავლის... ხანგრძივი დეპრესიის წლები და თავის მოკვლის სურვილი ამ პროცესს თან ახლდა... 25 წლის გოგოსთვის მერწმუნეთ ეს მაშინ სიკვდილის ტოლფასი იყო. ამ ტკივილმა სხივი გამიქრო თვალებში, დაიმსხვრა ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და რაც მახარებდა.

ჩემი მეუღლის მდგომარეობა იყო არასტაბილური, ჩემს მიმართ ქონდა გამოხატული აგრესია, შეეძლო უბრალო ერთი გამოხედვით, სიტყვის უთქმელად მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ჩემი სიმშვიდე დაერღვია. არ შეეძლო საქმეზე კონცენტრირება. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა ჩემს ბედნიერებაზე, ჩემს კეთილდღეობაზე მთელ წილ პასუხისმგებლიბას მაინც მას ვაკისრებდი.

რა მომცა ამ პროგრამამ?

პროგრამამ მაპოვნინა საკუთარი თავი, საკუთარ თავის სიყვარული, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავიღე საკუთარ ცხოვრებაზე 100% ით პასუხისმგელობა. პროგრამამ მომცა ბედნიერების, სიხარულის, სისავსის შეგრძნება, მომცა შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულობა. პირველ რიგში კი მომცა საკუთარი თავის აღიარების შეგრძნება, განცდა განსაკუთრებულობის, უნიკალურობის... მაპოვნინა საყრდენი საკუთარ თავში...

ბაირონ ქეითის ,,სამუშაო" დამეხმარა გავთავისუფლებულიყავი ყველა იმ სტრესული ფიქრისგან, რაც ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით მქონდა. ,,სამუშაო" ესაა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც მოკლე გზის გავლით გათავისუფლებს სტრეული ფიქრებისგან და გაბრუნებს ნადვილ ,,მე"-სთან. ,, სამუშაოს" შესრულება ეს არის ღრმა და ტრანსფორმაციული მოგზაურობა ჩვენს ქვეცნობიერში. ოთხი შეკითხვა და სამი შებრუნება გიჩვენებს ჭეშმარიტებას, რომელიც სტრესული ისტორიის მიღმა არსებობს. ,,სამუშაოს" შესრულების დროს ,,ჩვენ შევდივართ იმ გამზომილებაში, სადაც კონტროლი გვაქვს - ჩვენს შინაგან სამყაროში."

,,გქონდეს გზა, რომ ტანჯვის ილუზიის მიღმა გაიხედო - ეს უდიდესი საჩუქარია"

როგორ შეიცვალა ჩემი მეუღლის მდგომარეობა?

ის გახდა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული. გაუქრა აგრესია, შემიძლია საუბარში ავიყოლიო. გახდა შრომისუნარიანი.... და ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ.

პროგრამამ სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება და სრულიად მიმღები გამხადა ამ პროცესების მიმართ. როდესაც იღებ არსებულ რეალობას ისეთს, როგორიც არის, მაშინ იცვლება ის იმ სასურვლი შედეგისკენ, როგორიც გინდა რომ დადგეს....

,,ყველაფერი ჩემთვის ხდება და არა ჩემს წინააღმდეგ"

ახლა უკვე ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო ორ ეტაპად: პროგრამამდე და პროგრამის შემდეგ. ამ პროგრამაში ახლიდან დავიბადე, ეს იყო ,,ფერისცვალება", ,,აღდგომა".... მე დავარქმევდი - ორი დაბადება ერთ სიცოცხლეში.

,,შენს გარეთ ვერაფერი მოგცემს იმას, რასაც ეძებ"

ახლა ვარ ძალიან ამაყი საკუთარი თავით, საკუთარი გადაწყვეტილებით და საკუთარი ოჯახით! მე მიყვარს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. მიყვარს თითოეული დღე, წუთი და წამი, რომელიც გავიარე.

მიყვარს სამყარო, რომელმაც მომცა უნიკალური შანსი, საკუთარ თავში მეპოვა უდიდესი ძალა... მიყვარს სამყარო, რომელიც ასე უხვი და კეთილია ჩემს მიმართ...

მინდა ყველას გირჩიოთ პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში". გაუკეთეთ ეს განსაკუთრებული საჩუქარი საკუთარ თავს და გახდით ,,თავისუფალი" ....

ჩემი ისტორია კი მინდა იყოს თქვენთვის შთამაგონებელი. მინდა თქვენც გამოსცადოთ ამ პროგრამის უნიკალურიბა საკუთარ თავზე."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამამ “საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ ნამდვილად ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში კარგად ორგანიზებული და დაგეგმილია, რაც მარტივს ხდის მისადევნებლად, პირადი კაბინეტი რომელიც თინიმ მონაწილეებისთვის შექმნა ძალიან კომფორტული და ადვილად გამოსაყენებელია.

ვიდეოები, დავალებები, რჩევები, ტექნიკები - ძალიან ბევრ და სასარგებლო ინფორმაციას და მუშაობის საშუალებას იძლევა.

დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამ პროგრამას ზედმიწევნით გაივლის საუკეთესო შედეგს მიიღებს.

პირადად მე ძალიან დამეხმარა საკუთარ თავთან დარჩენაში და ძალიან ბევრ საკითხზე დაფიქრებაში, მივხვდი და დავინახე რამდენი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და პროგრამის საშუალებით ამ საკითხებზე მუშაობა დავიწყე, რაც სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

ძალიან მომწონს თინის მიერ შექმნილი მონაწილეების ჯგუფი, სადაც ხდება ერთმანეთის გამოცდილების, პრობლემების, სხვადასხვა საკითხების (რაც გვაწუხებს), გაზიარება და ერთმანეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რჩევების მიცემა. ამან ძალიან დამაახლოვა ადამიანებთან და მიმახვედრა, რომ მარტო არასდროს არ არის არც ერთი ადამიანი, საკუთარ ფიქრებშიც კი.

თინი, როგორც პროგრამის შემქმნელი თავისი დადებითი ენერგიით დიდ გავლენას ახდენს პროგრამის მსვლელობაზე, რაც მონაწილეებზეც აისახება და უკეთესი შედეგების მიღებაშიც ეხმარება თითოეულს. <3

სრულად

გურია, საქართველო

"ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სამი თვის განმავლობაში, გავხდი უფრო მშვიდი თავდაჯერებული. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება მხოლოდ ჩემი ილუზიების ანარეკლია, რომ თუ გავთავისუფლდებით შემზღუდველი რწმუნებულებებისგან, რომლებიც ცხოვრებას გვიწამლავენ ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალებას არ გვალევენ, გავაღვიძებთ შინაგან ძალას, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლია!!!

პროგრამის დაწყებამდე ადამიანებისგან ყველაფერი მწყინდა, ყოველთვის ვეძებდი სამართლიანობას და ყოველთვის მე ვრჩებოდი დაზარალებული, გულნატკენი და დათრგუნული. პროგრამის შემდეგ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ადამიანების ცუდ თვისებებს და ვცდილობ მათ საქმეში არ გადავიდე და ვეძებო მათში მხოლოდ დადებითი 🤩

ასევე მქონდა გარკვეული შიშები, რომელიც ტრავმამ დამიტოვა და როგორც კი შფოთვა შემიპყრობს, მეღიმება და ვაცნობიერებ, რომ ის, რისიც მეშინია მხოლოდ ჩემი ფიქრებია და ის, რასაც ვფიქრობთ შეიძლება არც არასოდეს არ მოხდეს 🤩🤩🤩

აქვე მინდა ავღნიშნო რომ არაერთ ტრენინგს დავსწებივარ და ბევრი ტექნიკაც გამივლია, მაგრამ შედეგი, რომელიც ბაირონ ქეითის სამუშაოს ააქვს, არცერთი ტრენინგისგან არ მიმიღია.

თუ ღრმად, გემრიელად იმუშავებთ 100% თავისუფლდებით ყველა ტკივილისგან, შიშისგან შფოთვებისგან, რასაც მხრებით ვათრევთ და გვამძიმებს წლების განმავლობაში და რაც მხოლოდ არც მეტი არც ნაკლები ჩვენი ფიქრებია 🤩

ვფიქრობ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს პროგრამა რომ ირგვლივ ნეგატივმა, შიშებმა იკლოს და ჰარმონიამ დაისადგუროს ❤️❤️💖💖🌈🌈🦋🦋

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პროგრამამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, რომ დილით ვიღვიძებ ენერგიული, თავისუფალი და მზად ვარ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას კარგს თუ ცუდს ერთნაირი სიმშვიდით შევხვდე ❤️❤️❤️

აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ იძენ მეგობრებს გაქვს ჯგუფი, სადაც შეგიძლია ნებისმიერი შენი ტკივილი გააზიარო და მხოლოდ სიყვარულს, თანადგომას მიიღებ არანაირი კრიტიკა, არანაირი ნეგატიური განხილვა, მხოლოდ სიყვარული, სითბო სიტკბო 🤗 და ეს ადამიანები იმდენად გაძლიერებენ რომ ამას ერთ წინადადებაში ვერ დაატევ.

ამ პატარა გოგომ (თინიმ) შეძლო ამ ჰარმონიული გარემოს შექმნა, სადაც ადგილი არა აქვს არანაირ უარყოფით ემოციას თუ დამოკიდებულებას ეს მართლა " ჩუდოა" და კურატორები რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად არიან დაგეხმარონ არიან საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანები 🤗🤗🤗

მადლობა თინის კურატორებს, თითოეული ჯგუფის წევრს, რომ ერთად ეს ტკბილი მხიარული, სიყვარულით სავსე სამი თვე გავიარეთ 💖🌈❤️

მინდა ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროგამაში - "საკუთარ თავთან ჰარმონიაში" და ეზიაროს ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ძალას, თინის და მისი კურატორების თანადგომას და უპირობო სიყვარულს. ❤️❤️❤️

სრულად

თბილისი, საქართველო

"როცა ეს პროგრამა ვნახე და დავინტერესდი ცოტატი ვორჭოფობდი, დამეხმარებოდა თუ არა. საბოლოოდ გავბედე და შევუერთდი.

ფაქტიურად სრული გადატრიალება მოხდა, ყოველდღე უფრო და უფრო მიხარია გაღვიძება, ვგრძნობ როგორ ვაგვარებ ყველა პრობლემას და მამაცად ვხვდები ყველა გამოწვევას.

დამეხმარა საკუთარი თავის მერწმუნა და დამეჯერებინა შეუძლებელი არაფერია, რომ ყველაფრის მოგვარება და მიღწევა შეიძლება. შეიცვალა ყოველი დღე, შეიცვალა რიტმი ცხოვრების, შევიცვალე მე და ეს ყველაზე მთავარია💕

თინი არის ადამიანი რომელიც არასოდეს გაკრიტიკებს, გისმენს, გეხმარება მაქსიმალურად, ნათლად გაჩვენებს შედეგებს და გასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თინი არის ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის რა გჭირდრბა რა მომენტში და ზუსტად გაძლევს მითითებებს, ზუსტად იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერს გასწავლის იმისთვის, რომ შენც შეძლო და მიაღწიო.

ბაირონ ქეითის სამუშაო თავიდან ძალიან რთულად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი არ გამომივიდოდა, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდი რომ ეს პროგრამა არის გასაღები ლაღი და მშვიდი ცხოვრების, მივხვდი, რომ ის ფერად ფერებს მოიტანს ცხოვრებაში და მეც აქტიურად შევუდექი.

მასწავლა პატიება, მასწავლა სტრესიდან განოსვლის გზა, მასწავლა სწორი გზის პოვნა და პასუხისმგებლობის აღება.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ჩვეულებრივი რუტინა, ერთფეროვანი დეპრესიით სავსე და უამრავი სასტიკი ფიქრით, რაც მტანჯავდა. მეგონა ვერასდროს ვიპოვიდი ამ ჩიხიდან გამოსავალს, ამ პროგრამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა 360 გრადუსით, აღარ ვიტანჯები უაზრო ფიქრებით, აღარ მგონია რომ ვერ შევძლებ, მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება, რაც გულით მინდა, ვარ ლაღი, ფერადი, მომღიმარი და მშვიდი, ზუსტად ვიცი ყველაფერი შესაძლებელია.

ვინც იტანჯებით და გგონიათ რომ გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ სცადეთ, უბრალოდ უსმინეთ, იმუშავეთ და თქვენ მიხვდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში ხართ."

სრულად

თბილისი, საქართველო

პროგრამა ყველაზე მეტად ორი რაღაცის გამო მომწონს:
1. ანონიმურობა
2. კურატორები
ეს ორი რაღაც არის ის ძალიან მნიშვნლოვანი, რაც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა...

 

ამ პროგრამამ პროგრამა მომცა ის, რასაც აქამდე სულ ვეძებდი და ვერ გამეგო საიდან დამეწყო, როგორ მეპოვა და ეს საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ბოლოს ამაშიც კი ეჭვი შემეპარა... ეს არის პირველ რიგში საკუთარი, ჩვენი ნამდვილი "მეს " პოვნა და ამის შემდეგ დაიწყო ის საოცრებები, რაც დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების სახით...

რადგან, როცა შენში იცვლება ყველაფერი, ეს გარემოზეც ავტომატურად ისახება და მოგყვება ისიც, "რა ცვლილების დანახვაც მინდოდა გარემოში, ის ცვლილება შევეცადე, რომ ჯერ თავად გავმხდარიყავი..." და ეს ასეც მოხდა...

ეს პროგრამა არის ის უპირობო სიყვარული, რაც ჯგუფში ტრიალებს, უპირობო მიმღებლობა, გვერდში დგომა... ერთმანეთის გამოკვლეული ფიქრები და ისტორიები თითოეულ ჯგუფის წევრზე ისახება ავტომატურად და გაცნობიერებაც მოდის ამ ყველაფრის... ეს ის ჯადოსნური წრეა, საიდან გამოსვლაც არასდროს მომინდება და მინდა რომ იყოს სულ მუდმივი ❤

ამ პროგრამამ მომცა და მაპოვნინა ის შინაგანი ძალა და სულიერი საყრდენი საკუთარ თავში, რასაც სულ სხვებისგან მოვითხოვდი და ვისტრესებოდი.. რადგან ეს ყველაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული და სხვების შეცვლაზე ფიქრს და ლოდინს მივყავართ სრულ დეპრესიამდე ... როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავში აღმოვჩინე, შევწყვიტე გარეთ ძებნა, მაშინ მოხდა სწორედ ის გადატრიალება ჩემს შინაგან სამყაროში და ეს აისახა გარესამყაროზეც... ვიპოვე თანამოაზრეები, უსაყვარლესი ადამიანები, მეგობრები და მათთან ყოფნა და საუბარი შემიძლია თავისუფლად შევადარო ათასი საინტერესო და ღრმა წიგნის წაკითხვას, რომლის დასრულება აღარ გინდა და გინდა, რომ ეს შენი ყოველდრიურობა გახდეს... ეს არის ის სიკეთე, რაც მართლაც უსაზღვროა...

კურატორები ხომ თავისი საოცარი მუშაობის სტილით, ყველანი გამორჩეულები არიან უსაყვარლესები და თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რაც გეხმარება აქ ყოფნა იმაზე მეტად ეფექტური გახადო, ვიდრე ამას მარტო ახრეხებდი.

თინი შენ ხარ ის სასწული, რომლის ლამაზმა და ღრმა გონებამ ეს ყველაფერი მოიფიქრა, შექმნა და თავი ერთად მოუყარა... მინდა ციტირება მოვახდინო ერთ-ერთი მონაწილის სიტყვების: "თინის უფროსი შვილები არიან კურატორებიო და ჩვენ მონაწილეები კი პატარ შვილებიო" მართლაც, რომ სწორი შედარება იყო თინი, შენ დედასავით კი არა დედაზე ახლოსაც მყავხარ... შენ იცი ის, რაც დედაჩემმა ჩემზე საერთოდ არ იცის...

შენ დამაყენე ფეხზე და მართლა სიარული მასწავლე, ცხოვრება მასწავლე, როგორ გავხდე ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო, როგორ ავიხდინო ოცნებები და როგორ ვიყო ისეთი თამამი და თამამად დავაფიქსირო და უშიშრად საკუთარი აზრი დავიცვა და ბოლომდე გავიტანო...

ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის შენი დამსახურება, ჩემი გამოღვიძება არის შენი და ამ პროგრამის დამსახურება, რადგან ეს ყველაფერი შენ ხარ... პროგრამაც, კურატორებიც და ყველაფერი... ქეითის წიგნიც შენ რომ არ გეთარგმნა მე ალბათ კაი ხანი ვერ ვეზიარებოდი ამ ცოდნას ...

ძალიან მადლიერი ვარ ამ პროგრამის, თითოეული მონაწილის, კურატორების და პირველ რიგში შენი თინი..

ჩემი ყოველი წარმატება იქნები შენ და ეს მინდა რომ სულ ასე იყოს და იქნება კიდეც... კიდევ და კიდევ ბევრ პროგრამაში ვიქნები შენთან ძალიან დიდი სიამოვნებით, მონდომებით, და სიყვარულით.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე არც კი ვიცი თუ იყო ან რაც იყო იმას ასე ვიტყოდი" ცხოვრება არ ერქვა"... ეს იყო მუდმივი უკმაყოფილება, კრიტიკა და გაუთავებელი წუწუნი როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების, სამყაროს მიმართ... მუდამ სხვა იყო დამნაშავე მე თუ რამე ვერ მქონდა კარგად ან არ გამომდიოდა... მუდამ სხვები უნდა შეცვლილიყვნენ მე რომ კარგად ვყოფილიყავი... მუდამ სხვების ცხოვრებასთან შედარებაში ვიყავი და განვიცდიდი ამას.. მუდამ წარსულით ვცხოვრობდი და იქ ვიქექებოდი.. მუდამ "მომავალში ვიქნები ბედნიერი" ამ სიტყვებით და გეგმებით ვცხოვრობდი და სულ ვიყავი ორიენტირებული იმაზე, რომ რა არ მქონდა და რამდენი რამე არ მქონდა...

თინი შენ მასწავლე როგორ უნდა ამეღო სრული პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და მეკეთებინა ის, რაც მინდოდა, მეთქვა ის, რაც მინდოდა და გამეკეთებინა მიზნების დაფა და მემოქმედა მიზანმიმართულად და გაბედულად... ეს პროგრამა იყო სწორედ ის გადატრიალება, რამაც დამანახა, რომ საკუთარ თავზე როცა იღებ პასუხიმგებლობას და ისე მოქმედებ მეტად საინტერესო, აზარტული და კეთილია სამყაროც და ყველა შენს მიმართ...

არავინ არაა დამნაშავე, როცა რაიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით და ეს მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით არ უნდა ვიყოთ ფრუსტრირებულები და გულგატეხილები... პირიქით უნდა გამოვიკვლიოთ ეს გამოწვევა რისთვის გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ვიმუშაოთ ჩვენს ფიქრებზე და აღმოვაჩინოთ მას რისი თქმა სურდა, ეს გამოწვევა, რომელსაც ხშირად "პრობლემას ვარქმევთ" რისი სწავლა უნდოდა ჩვენთვის ან დანახება... ასეთი სწორი მიდგომით და აზროვნებით როცა ვიწყებთ გააზრებულ ცხოვრებას ძალიან მაგარი ხდება შემდეგ ყველაფერი... ძალიან ადვილი და საინტერესო ...

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ პროგრამაზეც და შენზეც თინი და არასდროს დავიღლები თითოეული თქვენგანის მიმართ მადლიერების გამოხატვით... ძალიან
მიყვარხართ და მაბედნიერებთ.

სიყვარულით და მადლიერებით,
თამთა

 

სრულად

თბილისი, საქართველო

"რატომ მომწონს ეს პროგრამა?

ამ პროგრამამ მოცა პირველივე დღიდან დავიწყო ისეთი პიროვნების შენება, როგორიც ყოველთვის მსურდა.

აქ დავიჯერე და სარკეში დავინახე, რომ ნამდვილად ვიზრდები, ვითარდები, ვძლიერდები, სიყვარულით ვივსები. ეს პროგრამა გახდა ჩემი სულის ნაწილი, ყოველი დღე ამ პროგრამის გავლენით ვმოქმედებდი.

მარტივი პროგრამაა, დავიწყე მუშაობა და ისეთი აზარტით ჩავები მის დავალებებში არ მახსენდება მობეზრების მომენტი. ესაა მუდმივი ზრდა, სულ სიახლეები, მაგრამ ისე გვაწვდის ეს პროგრამა სიახლეებს, რომ ამით არ ვითრგუნებოდი, პირიქით.
მაძლევს სწორ, საჭირო ცოდნას როგორ ვიყო ბედნიერი მხოლოდ ჩემთავთან და ის გარეთ არ ვეძებო .

რა მომცა ამ პროგრამამ?

მასწავლა როგორ ვიყო მადლიერი. მასწავლა ჩემს თავთან ურთიერთობა. მასწავლა რას ნიშნავს 100% პასუხისმგებლობა ავიღო და ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით.
მასწავლა გზაა თუ სად იმალბოდა ჩემი სიმშვიდე სულ რომ ვეძებდი.
მასწავლა ბედნიერების მუდმივი შეგრძნება.
მასწავლა სხეულთან ურთიერთობა.
მასწავლა საქმის მიმართ დამოკიდებულება.
მასწავლა მიზანსწრაფული ცხოვრება.
მასწავლა ყოველი დღის დღესასწაულად დანახვა.
მასწავლა ნეგატივთან ურთიერთობა.

ესაა ნამდვილი, ჭეშმარიტი გზა ვიქცეთ ადამიანებად. ეს პროგრამა გვაპოვნინებს ბედნიერ, ლაღ ცხოვრებას.
თუ გინდა შენი ცხოვრება იყოს მოულოდნელი სიურპრიზებით დატვირთული, აი ესაა გზა დაუმეგობრდე სამყაროს.
ამ პროგრამით ისწავლი შეიმეცნო სამყაროს ენა.
ამ პროგრამის დახმარებით მიაღწევ ზრაპრულ ოცნებბეს, დიდ მიზნებს.
ისწავლი რა ვალდებეულებები, რა მისია გაქვს ამ ქვეყნად მოსვლის შემდეგ.
რაც მთავარია გაიცნობ შენს თავს. სინამდვილესი ვინ ხარ.

ესაა უდიდესი გზა რაც გავიარე. ყველაზე ყველაზე მეტად მადლიერი ვარ სამყაროსი სწორედ იმ მომენტში, როცა ეს პროგრამა და თინი გავიცანი.

ვცხოვრობდი გაუცნობიერებლად. ვშრომობდი ბევრს და მუდამ დაღლილი ვიყავი. ვითხოვდი აღიარებას და სულ უკუკავშირები მჭირდებოდა თავი სრულფასოვნად მეგრძნო. არ ვიყავი თამამი ჩემს მიზნებთან, არ ვიცოდი რამხელა ენერგიის პატრონი ვყოფილვარ.

დღეს? დღეს ვარ მშვიდი, თავდაჯერებული, უკვე წარმატებული, მადლიერი ჩემი ყოველდღიურობის. ვუსმენ ჩემს გულს, ვესაუბრები ჩემს ფიქრებს, ვხარობ წარმატებულობით და გამომწვევებით ერთნაირად. ვარ მამაცი და უშიშარი და შევიყვარე დისკომფორტი, ვგიჟდები ჩემს თავს გამოცდებს რომ ვუწყობ.
კარიერულად მართლა ისარივით გავიჭერი წინ.
ყოველდღე ვუახლოვდენი ჩემს დიდ,ზრაპრულ მიზანს.
მაქვს საოცარი ურთიერთობა ოჯახთან და ვტკბები ჩემი სწავლის პროცესით, რაც ადრე მთრგუნავდა და სტრესებს მიქმნიდა.
ვუფრთხილდები ყველა სიტყვას და ქვეცნობიერს ვამარაგებ დადებითი აზრებით."

სრულად

1 2 3 4

მონაწილეობის პაკეტები

  • 1. სტანდარტული პაკეტი
  • 2. VIP პაკეტი

1. სტანდარტული პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • კურატორი შენს დავალებებს შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

499
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 279-279 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 199-199-199 ლარის;

2. VIP პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • დიდი ფასდაკლებით მიიღებ 450$-ის ღირებულების 3 ინდივიდუალურ ორსაათიან სესიას ჩემთან - თვეში ერთხელ თითო სესია;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • შენს დავალებებს პირადად თინათინი შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

1,399
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 729-729 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 499-499-499 ლარის
თანხის დაბრუნების 100%-იანი გარანტია.

ჩვენ ვიცით, რომ ახალ პროგრამაში ჩართვამ შეიძლება თავიდან ცოტა აგაღელვოთ – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ აქამდე სხვა კურსებშიც მიგიღიათ მონაწილეობა და სასურველი შედეგი არ დამდგარა. ჩვენ გვჯერა პროგრამის – “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” და რომ მას რეალური ტრანსფორმაციის მოტანა შეუძლია თქვენთვის… სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 1 კვირიან, ყოველგვარი რისკ-გარეშე თანხის უკან დაბრუნების პირობას.

თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით პირველ კვირაში, შეასრულებთ ყველა დავალებას, დასეწრებით ტელე-კლასებს და მაინც მიხვდებით, რომ ეს პროგრამა თქვენთვის არ არის, ჩვენ თქვენს მიერ გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ.

ჩვენ ღრმად გვჯერა ამ პროგრამის. პირადად ვნახეთ ამ პროგრამამ როგორ შეცვალა სხვა ადამიანების ცხოვრება და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენს შემთხვეაშიც ასე მოხდება.

სცადეთ ეს პროგრამა 1 კვირით.

თინათინის შესახებ

ჩაეწერეთ ახლავე და მიიღეთ დამატებითი ბონუსები:

  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - როგორ დავისახოთ მასშტაბური მიზანი და მივაღწიოთ მას?
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

პროგრამის ყველაზე საინტერესო და უნიკალური მხარე!

პროგრამაში მონაწილეობა მოხდება სრულიად ანონიმურად და რას ნიშნავს ეს:

პროგრამისთვის შექმნით ახალ Facebook account-ს და ეს მოხდება არა ყალბი სახელით და გვარით, არამედ ფსევდონიმით. აირჩევთ იმ სახელს, რასთანაც შინაგანად, გულის სიღრმეში საკუთარ თავს, თქვენს ნამდვილ “მე”-ს აიგივებთ.

ეს შეიძლება იყოს რაღაც ობიექტი, მაგ: ყვავილის სახეობა, ვარსკვლავი, ცისარტყელა და ა.შ.

ან ფილმის, ზღაპრის, წიგნის გმირი.

ნებისმიერი მეტაფორული ფსევდონიმი და მას აქვს სიმბოლური დატვირთვა.

გარდა იმ ყველა სიკეთისა, რასაც პროგრამაში მონაწილეობის დროს მიიღებთ და საკუთარ თავზე გამოცდით, თქვენ ამ მეტაფორის საშუალებით საკუთარ თავში ამ რესურსებს კიდევ უფრო მეტად გახსნით და გააძლიერებთ, მიუახლოვდებით თქვენს ნამდვილ “მე”-ს და რა თქმა უნდა ინკოგნიტოდ დარჩებით.

შეძლებთ დაწეროთ, გამოაქვეყნოთ ყველაფერი რაც გაწუხებთ, რაც შიგნიდან მოსვენებას არ გაძლევთ, რასაც ვერავის უმხელთ, საკუთარ თავსაც კი და აქ გექნებათ სრული თავისუფლება, შეგიძლიათ გაუფილტრავად გაგვიზიაროთ ყველაფერი, რადგან სრულიად ანონიმურად მოხდება ეს და ინკოგნიტოდ დარჩებით.

მერწმუნეთ, ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი კათარზისი, რაც კი აქამდე განგიცდიათ!

თინათინ
ბასილაია

  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge