1 ივნისიდან!

ონლაინ-პროგრამა

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

მათთვის, ვისაც ცხოვრების ახალ და ჰარმონიულ ეტაპზე გადასვლა სურს!

მსოფლიოში აღიარებული ექსპერტისა და  უნიკალური მეთოდის – „სამუშაო“-ს ავტორის, ბაირონ ქეითის პირადი მოსწავლე, სერთიფიცირებული ქოუჩი და შინაგანი ძალის ექსპერტი, თინათინ ბასილაია, თავისი საავტორო ონლაინ-პროგრამის – „საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ – მეშვეობით დაგეხმარებათ:
სულ რაღაც 3 თვეში მინიმუმ 10-ჯერ გაზარდოთ თავდაჯერება, მოტივაცია და ენერგია და გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

მიიღეთ 90 დღიანი პროგრამის 2 სთ-იანი დემო-სესია უფასოდ.

თუ თქვენ

მაშინ, სწორ ადგილას მოხვდით!

პროგრამის გავლის შედეგად, თქვენ:

გზა არსებობს!
და გამოსავალი არის!

და მე მინდა ეს გზა თქვენც გაგიზიაროთ!

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ:

თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ახლავე
შექმნათ თქვენი ოცნების ცხოვრება და გათავისუფლდეთ
ზედმეტისგან, რაც გაბრკოლებთ და ხელს გიშლით
გაშალოთ ფრთები და თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ!

მე კი, მსურს დაგეხმაროთ ეს ძალა და რესურსები საკუთარ
თავში იპოვოთ, ჩაგკიდოთ ხელი და წაგიყვანოთ თქვენი
სასურველი ცხოვრებისკენ!

ის, რაც ზემოთ ჩამონათვალში წაიკითხეთ, ერთ დროს ჩემი რეალობაც იყო...

წლების წინ მე ვიყავი უკმაყოფილო საკუთარი თავით და ცხოვრებით, მქონდა ბევრი კომპლექსი, არ მჯეროდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მქონდა უამრავი შინაგანი ბლოკი, ჩახშობილი ოცნებები და სურვილები. ენთუზიაზმით დაწყობილ გეგმებს, მალევე შუა გზაზე ვტოვებდი. არ მყოფნიოდა ძალა და ენერგია. ამის გამო მუდმივი შინაგანი კონფლიქტი მქონდა და ვიყავი მთელს სამყაროზე გაბრაზებული! ძალიან ვიღლებოდი ურთიერთობებში მუდმივად იმედგაცრუებით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში და მეგონა, რომ ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი...

მაგრამ!

ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრება სრულიად შემეცვალა! და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე!

დღეს კი,

მე ვცხოვრობ ჩემი ოცნების ცხოვრებით, ვმოგზაურობ, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომლითაც ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო ვარ და რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მყავს გვერდით ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მყავს ირგვლივ არაჩვეულებრივი ადამიანები და ვგრძნობ სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, მადლიერებას და ჩემი ცხოვრება ფერადია. მომავალს ვუყურებ იმედით და დიდი სიხარულით! ვისახავ გაბედულ მიზნებს, ვოცნებობ და დიდი სიამოვნებით ვქმნი ამ რეალობას სამყაროსთან მეგობრულად შეხმატკბიულებული!

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

იცით, რომ ვუყურებ სად ვიყავი ადრე და სად ვარ ახლა, მე მჯერა რომ ამ გზის გავლა აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია! მე ცხადად ვხედავ ამ გზას და მე მინდა ხელი ჩაგკიდოთ და თქვენც აქ მოგიყვანოთ! მე მინდა თქვენც გააღვიძოთ თქვენში ის ძლიერი მე, რომელიც თავის ცხოვრებაზე 100%-იან პასუხისმგებლობას იღებს, თავად ქმნის ოცნების ცხოვრებას და ამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს!

პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების
ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადახვალთ არის

90 დღიანი!

პროგრამა შედგება 9 მოდულისგან

  • მოდული 1. თქვენი ცხოვრების ანალიზი;
  • მოდული 2. დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 3. მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 4. ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • მოდული 5. სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 6. ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 7. საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა;
  • მოდული 8. საკუთარ თავთან დაბრუნება;
  • მოდული 9. შეჯამება;

ყოველ მოდულს მოყვება თავისი თემატური ლექცია და მინიმუმ 2 ტელეკლასი

  • ლექცია;
  • შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი - მხარს გიჭერთ მუშაობის პროცესში და გპასუხობთ იმ შეკითხვებზე, რომლებიც მუშაობის დროს გიჩნდებათ;
  • ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი - ვმუშაობ თქვენთან და ჯგუფის წევრებთან თქვენს სტრესულ სიტუაციებზე;
მოდული 1
მოდული 2
მოდული 3
მოდული 4
მოდული 5
მოდული 6
მოდული 7
მოდული 8
მოდული 9

მოდული 1

თქვენი ცხოვრების ანალიზი
  • შესავალი;
  • გაიგებთ, რატომ არის თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და როგორ გარდაქმნათ ის;
  • დაისახავთ ახალ მიზნებს;
  • მეტ სიცხადეს შეიტანთ თქვენს მიზნებში;
  • გაიგებთ მეტ ინფორმაციას ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესახებ, როგორ გამოიყენოთ სწორად თქვენს ცხოვრებაში და როგორ გათავისუფლდეთ მისი დახმარებით სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან;
  • მიიღებთ სამუშაო რვეულს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში და თქვენი პროგრესის გაზომვაში;
  • დაიწყებთ ამ ღრმა და ჯადოსნურ მოგზაურობას საკუთარ თავში;
  • გაიცნობთ ახალ, საოცარ ადამიანებს და გეყოლებათ ახალი, მხარდამჭერი გარემოცვა!

მოდული 2

დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც დედის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ დედასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • დედასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 3

მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც მამის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ მამასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე, თვითრეალიზებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • მამასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 4

ჰარმონიული პირადი ცხოვრება
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ შექმნათ ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონიათ, თქვენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში;
  • გააანალიზებთ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, მეგობრებთან და პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • პირად ცხოვრებაში უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ

მოდული 5

სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც თქვენს სხეულთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;
  • სხვა თვალით შეხედავთ საკუთარ სხეულს.
  • მიიღებთ საკუთარ სხეულს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეიყვარებთ თქვენს სხეულს;

მოდული 6

ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააანალიზებთ როგორ გიშლიდათ ხელს ფულთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენები და უარყოფითი გამოცდილება მეტი კეთილდღეობის მიღებაში;
  • ისწავლით როგორ აღმოფხვრათ მცდარი წარმოდგენები;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც ფულთან და კარიერასთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;

მოდული 7

საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - როგორ ვაღიაროთ საკუთარი თავი? როგორ გავხდეთ თავდაჯერებული?
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააცნობიერებთ აქამდე ვისგან ითხოვდით აღიარებას, მოწონებას, სიყვარულს, პატივისცემას და ა.შ., იმუშავებთ და გათავისუფლდებით ამ მოთხოვნილებისგან და იმის მაგივრად რომ გარეთ ეძებოთ, მას საკუთარ თავში იპოვით;
  • თავად აღიარებთ საკუთარ თავს;
  • გახდებით უფრო თავდაჯერებული;
  • აღარ დაკარგავთ დროს და ენერგიას სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და მათთვის თავის მოწონებაში;
  • დაამყარებთ გულწრფელ და გახსნილ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან;
  • შეასრულებთ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ აღიარების მოთხოვნიულებისგან და საკუთარი თავი თავად აღიაროთ;

მოდული 8

საკუთარი თავთან დაბრუნება
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - საკუთარ თავთან დაბრუნება; თვით-კრიტიკული აზრებისგან გათავისუფლება; საკუთარი თავის პატიება და მიღება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გათავისუფლდებით დანაშაულის შეგრძნებისგან;
  • აპატიებთ საკუთარ თავს;
  • იმუშავებთ იმ თვით-კრიტიკულ აზრებზე, იმ მცდარ წარმოდგენებზე, შეხედულებებზე, რაც საკუთარი თავის შესახებ გაქვთ;
  • უფრო მეტად მიიღებთ საკუთარ თავს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეურიგდებით საკუთარ თავს;
  • დაუბრუნდებით საკუთარ თავს;

მოდული 9

შეჯამება
  • ჩაგიტარდებათ შემაჯამებელი ლექცია;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • შეაჯამებთ 90-დღიანი მუშაობის შეგედებს;
  • გაზომავთ პროცესს, გააცნობიერებთ რა მიიღეთ, როგორ გაიზარდეთ, როგორ ტრანსფორმირდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ;
  • ბედნიერი, ლაღი და მადლიერი გააგრძელებთ ცხოვრებას;
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

და ეს ყველაფერი არ არის!

  • თქვენ გეყოლებათ ახალი გარემოცვა, თანამოაზრეთა გუნდი! მოხვდებით გარემოში, სადაც მიიღებთ უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულს, სითბოს, რწმენას და სადაც თითოეული ადამიანი მზად იქნება დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ! მოხვდებით გარემოში, სადაც შეგიძლიათ გული გადაგვიშალოთ, გაგვიზიაროთ ის, რასაც ვერავის ეუბნებით და აქ კონფიდენციალურობა 100%-ით იქნება დაცული, შესაბამისი მექანიზმებით. თქვენ მოხვდებით ყველაზე სანდო და უსაფრთხო გარემოში. აქ მიიღებთ სიყვარულს, რომელიც კურნავს!
  • მიიღებთ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მეშვეობითაც თქვენი პროგრამაში მონაწილეობა გახდება უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი;
  • გეყოლებათ კურატორი, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. ის იმუშავებს თქვენთან და დაგეხმარებათ უფრო ტრანსფორმაციული იყოს თქვენი პროგრამაში მონაწილეობა;
  • გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც თქვენი პირადი სახელით და პაროლით ისარგებლებთ და მიიღებთ ლექციებს, დავალებებს და სხვა საინტერესო სამუშაო მასალებს;
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

წარმოიდგინეთ...

რომ საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ, გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს, ხასიათს და განწყობას ვერაფერი გიფუჭებთ, გრძნობთ საოცარ სიახლოვეს საკუთარ თავთან, მადლიერების შეგრძნებით და სიხარულით გევსებათ გული და გიყვართ ყველა და ყველაფერი!

თქვენი ცხოვრება ფერადია და სავსეა დღესასწაულით! გიხარიათ ყოველი დღის გათენება და ენერგიულად იწყებთ დილას!

რაც ადრე გწყინდათ, გაბზარებდათ გულს გტკენდათ, დღეს ის მხოლოდ ღიმილს გგვრით და აგრძელებთ ჰარმონიულ და სიხარულით სავსე ცხოვრებას, რასაც ვერაფერი გირღვევთ!

ახალი იდეები მოგდით და მათ პირდაპირ ახორციელებთ, ყოველგვარი ყოყმანის, ეჭვების თუ დაურწმუნებლობის გარეშე...

მოგწონთ საკუთარი თავი, საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ხართ და მასზე ზრუნავთ, გრძნობთ ენერგიას და სიცოცხლის ხალისს!

თქვენი დანახვა ყველგან უხარიათ, სადაც მიდიხართ ყველგან სითბო, სინათლე, სიმშვიდე, სიხალისე შეგაქვთ და ადამიანები დიდ პატის გცემენ, თქვენგან იღებენ მაგალითს როგორ იცხოვრონ და დაძლიონ სირთულეები!

თქვენი შემხედვარე ადამიანები ხედავენ და სწავლობენ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა შესაძლებელია და მათ თქვენ ძალიან შთააგონებთ...

ჩაეწერეთ ახლავე ონლაინ- პროგრამაში და დაიწყეთ ახალი, ჰარმონიული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში!

პროგრამის მონაწილეების გამოხმაურება:

თბილისი, საქართველო

"პროგრამა, ჯერ დაგეგმვის თვალსაზრისით, ძალიან საჭირო, დროული და კარგია. ყოველთვის დიდი მოთხოვნა იქნება მასზე, მთავარია შენ გქონდეს დრო და ენერგია, თინი, ამას ამდენი დრო დაუთმო, თორემ ეს healing თერაპია ქართულ სოციუმს დიდი ხანია ძალიან სჭირდება..

უამრავი ადამიანის ერთ ჯანსაღ სივრცეში უკეთესობისკენ ცვლილების იდეით გაერთიანება ფიზიკურად ვერ იქნება რამე სხვა, რაც არ ნიშნავს დადებითს და საუკეთესოს.

მომწონს როგორც დგება პროგრამა, როგორც მუშაობს, როგორც იგეგმება და რომ არის კანონზომიერი, თითქოს, მიჰყვება თავის რუტინას, ლოგიკურ და სწორ დინებას, რომელსაც ისღა აკლია, შენ აჰყვე.

პროგრამამ მომცა ბედნიერება. საკუთარ თავთან მხნედ და მხრებგაშლით დაბრუნების შესძლებლობა.

მაჩუქა ჩემი თავი, რომელიც სულაც არ ყოფილა საზიზღარი, ძალიან კარგი ტიპიც კი გამოვიდა სადღაც.

ვაპატიე საკუთარ თავს და მან მე მაპატია ყველაფერი.

მომცა საკუთარ თავთან, საკუთარ სულთან და გულთან დაბრუნების მხნეობა.

მაჩუქა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ და ეს სამყარო ბედნიერებითაა სავსე.

მომცა ფერები, რომლითაც გარემოს და ადამიანებს აღვიქვამ.

მომცა ხმის დამწევი, როცა ფიქრები ხმაურობენ, მედიტირების ჩვევა და ხმაურში ჩემი თავის უცებ პოვნის ტექნიკა.

მომცა თავდაჯერება, ზომიერების განცდა, მომიხსნა უამრავი შიში.

მომცა შეცდომების უფლება, yeeesss, არ ტეხავს, შემიძლია დავუშვა და მათზე ვისწავლო ისე, რომ ამან უახლოესი 4 წელი არ მომიშხამოს.

გამაშვებინა ხელი კოშმარ ფიქრებზე, ჩაბღაუჭებული რომ მყავდა.

თავიდან მაჩუქა ჩემი საყარელი ადამიანები, მათ უკვე ვხედავ ჩემი ლანდების მიღმა, მაჩუქა ჩემი ქვეყანა, სოციუმი, რომელიც არ ყოფილა შეუფერებელი. დამანახა საკუთარი უნარები და თვისებები, რომელიც არასაკმარისი ან დაგვიანებული კი არაა, დროულია, საჭირო და მისაღები.

მაჩუქა უსაყვარლესი ადამიანები პროგრამიდან თავიანთი პრობლემებით, თავიანთი ფიქრებით და ემოციებით, რაც მათ კიდევ უფრო ადამიანურს, საყვარელს და გასაგებს  ხდის ჩემთვის.

შემახედა მილიონი რამისთვის სხვა ადამიანების თვალებით.

ავტორიტეტები ჩამოვიდნენ კვარცხლბეკებიდან.

მაჩუქა სიმშვიდე და თავდაჯერება.

მაჩუქა საკუთარი თავის სინდისის ქენჯნის გარეშე განებივრების უფლება.

მომცა უფლება, ვიცხოვრო.

(ყველაფერი აკრძალული მქონდა, სიცილიც, ბედნიერებაც, სიყვარულიც, წარმატების სურვილიც, ნდობაც.. რა ვიცი, ყველაფერი ადამიანური. მეშინოდა მძაფრი გრძნობების, მეშინოდა ხვალინდელი დღის).

რეკომენდაციას გავუწევდი ამ ყველაფრის გამო და კიდევ იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი. შენთან გაჟღერებული სტრესული ფიქრიც კი უკვე ნახევარ ძალას ჰკარგავს. არ ვაჭარბებ.

ვიცი, რომ ყოველთვის გაქვს გზა, ფიქრების გზა, სწორი ფიქრების, არაერთი, მილიონი, რომელიც ნამდვილ გამოსავალთან მიმიყვანს.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ძალიან სტრესული, სავსე აზრებით, ფიქრებით, მოლოდინებით და განცდებით, რომ არაფერი არ არის კარგად, ყველაფერზე დასტურს ან უარყოფას ვეძებდი ჩემს გარეთ, სხვებისგან.

ამ პროგრამაში მომიყვანა ზუსტად ამ ფიქრებით ატეხილმა გაუსაძლისმა ხმაურმა. ვიცოდი, რომ ეს უნდა შემეწყვიტა. ეს უნდა დამთავრებულიყო.

ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, სტრესი და სტრესი, ერთმანეთზე დართული, ერთი მეორეზე უფრო ძლიერი.

ყველა მორიგი დარტყმა მიწას მაცლიდა ფეხებიდან და დიდი ენერგიის ფასდ ვდგებოდი.

ვგრძნობდი და უკიდურესად განვიცდიდი სხვების ემოციებს, ვახმიანებდი მათ ფიქრებს, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, როგორ და რა უნდა ეფიქრათ მათ ჩემზე,  ვრეაგირებდი ყველა იმპულსზე, რომელსაც მიგზავნიდნენ, ზღვარი მქონდა წაშლილი მათ ქმედებას და ჩემს ტერიტორიას შორის. სამყაროს ტვირთი მეკიდა მრებზე.

პროგრამის მერე ვარ თავისუფალი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ყველაფერი შემიძლია და გამომივა, ყველაფერი კარგად მაქვს და მექნება.

აღარ ვებუტები სამყაროს, რომელიც ყოველთვის უზომოდ გულუხვი იყო ჩემდამი.

მართლა უზომოდ გულუხვი იყო, რაზე ოცნებაც კი გავბედე, ასმაგი მომცა.

ახლა ისღა დამრჩენია, ვიოცნებო და როგორც მიყვარს ხოლმე, თან დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამა “საკუთარ თავთან ჰარმონიაში”  მომწონს რომ ის არის ნამდვილად ის, რაც ყველას ჭირდება, ერთიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც გასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, აღიარებას, სხვების მიმღებლობას, მადლიერებას და ჰარმონიას საკუთარ თავთან.

პროგრამა ემსახურება საკუთარი თავის შეცნობას, რეალობის რეალურად აღქმას და წარსულისგან გათავისუფლებას. მომწონს ძალიან, რადგან მარტივი 4 კითხვის და 3 შებრუნების შედეგად შეგიძლია იმოგზაურო საკუთრი თავის ბნელ ლაბირინთებში და შიგ შუქი შეიტანო.

თავიდან თითქოს რთული ჩანს მაგრამ თუ თქვენი გაცნობიერებების დრო მოვიდა და მზად ხართ საკუთრ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა - ეს პროგრამა ნამდვილად თქვენთვისაა და ძალიან დიდი სამსახურს გაგიწევთ. ეს პროგრამა მაძლევდა და მაძლევს ძალას რომელიც ამდენი ხნსი განმავლობასი დაკარგული მქონდა და ვერც კი ვგრძნობდი, რომ ეს ჩემში იყო და გარეთ ვეძებდი.  აი სწორედ ამ ძალის აღმოჩენაში დამეხმარა, საოცრად გამაძლიერა და განმავითარა.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო მოსაწყენი, უღიმღამო, უსიყვარულო რეალური სიყვარული რა იყო ვერ ვხვდებოდი. პროგრამის შემდეგ კი, პირიქით ეს ყველაფერი სწორად აღვიქვი და ჩემი ცხოვრების ფერებიც შეიცვალა და გახალისდა. ძალიან დიდი ძალები გამოთავისუფლდა ჩემში და საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე, ასევე აღიარება და იარლიყების გარეშე დავიწყე საკუთარი თავის მიღება და შეყვარება. "

სრულად

შტუტგარტი, გერმანია

"ეს პროგრამა არის განვითარების და საკუთარ თავთან დამეგობრების ძალიან კარგი ინსტრუმენტი. ყველა მოდული ისეა არჩეული და დაგეგმილი, თითქოს ვიღაცამ შენი ფიქრები წაიკითხა და ზუსტად იცის, რაზე გაქვს სამუშაო, რა საკითხები გაქვს გონებაში და გულში გადასამუშავებელი, რა საკითხების გამო გჭირდება ჩაუღრმავდე შენ თავს და გაანეიტრალო ის, რაც სულ გაწუხებდა.

რადგან ეს პროგრამა ანონიმურია, საშუალება გაქვს ისაუბრო ნებისმიერ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ხარ ძალიან გულწრფელი და არ ფიქრობ იმაზე, როგორ შეალამაზო და შეცვალო შენი სათქმელი სამუშაო პროცესისას. თანაც ძალიან საინტერესოა, როცა პროგრამის სხვა წევრებს პირადად არ იცნობ, მაგრამ ისეთ ამბებს უზიარებ, რომელიც გონების ერთ კუთხეში საგულდაგულოდ ჩარაზული გქონდა. ამ დროს კი, ამ უცნობი ადამიანებისგან იღებ უპირობო მხარდაჭერას.

ამ პროგრამაში ჩართვის დროს ვიყავი ძალიან აფორიაქებული. თინისთან რამდენიმე ინდივიდუალური სესია მქონდა კონკრეტულ საკითხზე ახალი გავლილი და ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა შემეწყვიტა ეს საოცარი და ჩემთვის ახალი პროცესი. ამ დროს წავიკითხე პროგრამის შესახებ და დავასკვენი: ეს მოდულები ზუსტად საჩემო იყო. მთელი ცხოვრება მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება. ვეკითხებოდი აზრს ყველას და მერე ძლივს ვიღებდი თვითონ. თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო მეტად იბნევი და ბოლოს აღარაფერს აკეთებ.

პროგრამაში ჩართვისას, ჩემი მე მომავალში დავინახე ისეთი თავდაჯერებული, რომელიც საკუთარ თავს ბოლომდე ენდობა. საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარია და აქედან გამომდინარე აღარც მილიონჯერ ატრიალებს ერთიდაიგივე საკითხს აქეთ-იქეთ, უბრალოდ ინსტიქტს და ინტუიციას ენდობა. ვგრძნობ, რომ ამ საკითხში ძალიან დიდი ნახტომი მაქვს. აქედან გამომდინარე კი ნაკლებად ვფორიაქობ ყოველ წამს გაურკვეველ რაღაცეებზე.

მე დღეს უფრო მეტად მსიამოვნებს ჩემ თავთან ურთიერთობა. თითქოს უფრო კარგად გავიცანი ჩემი მე და დავუმეგობრდი მას. ბევრად ხშირად ვუღიმი მას, ვტკბები მომენტებით და ეს ძალიან მომწონს. მინდოდა მომავალში უპირობოდ მყვარებოდა ჩემი თავი და ნაკლებად გამეკრიტიკებინა ის. აქაც დიდი ნაბიჯები გადავდგი, რამაც შინაგანი სიმშვიდე მომიტანა;

და ყველაზე მთავარი: ახლა მე უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო ჩემ თავთან. ვიცი,როგორ შემიძლია მოვუსმინო და დავეხმარო მას."

სრულად

გერმანია

"ეს პროგრამა მომწონს იმიტომ, რომ არის ხანგრძლივი და ინტენსიური, კიდევ იმიტომ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ყველა ასპექტს მოიცავს.

მომწონს იმიტომ რომ აქ არის უპირობო მიმღებლობა და უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემსავით ცდილობს გაერკვეს საკუთარ თავში, ჩემსავით მუშაობენ და უდიდესი მხარდაჭერის და სიყვარულის წრეა, სადაც თუ მოხვდი შეუძლებელია შენც იგივე არ იგრძნო, იგივე არ გააკეთო სხვების მიმართ.

და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეს მუშაობის სტილი, „სამუშაო“, ძალიან ძლიერი დავალებები, ტელეკლასები სადაც სხვების პარალელურად შემიძლია ვიმუშაო და ბევრჯერ აღმომიჩენია ისეთი ფიქრი რომელიც მე არ მქონდა ცნობიერში და ალბათ არც ვიმუშავებდი სხვებს რომ არ გაეჟღერებინათ.

რეკომენდაციას ვუწევ ამ პროგრამას, როგორც სიყვარულის და მხარდაჭერის სივრცეს.

ამ პროგრამამ მომცა ტოლერანტობა, მხარდაჭერა, უპირობო მიმღებლობა, სიყვარულის უდიდესი ძალა, დამანახა რომ მარტო არ ვარ. გამოცდილება, მეგობრობა, ლოიალობა.  თითოეულ მონაწილესთან ერთად ეს პროგრამა ხდება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სიყვარულს ასხივებს და სულ უფრო და უფრო იზრდება, მეტად ანათებს, კაშკაშებს და ათბობს ყველას ვინც მასთანაა.

ამ პროგრამაში მივიღე ცოდნა, გამოცდილება როგორ ვიმუშაო საკუთარ თავზე დამოუკიდებლად, ანუ აღარ ხარ დამოკიდებული მუდმივად სხვაზე, თვითონ სწავლობ, იძენ ინსტრუმენტს რომელიც ნებისმიერ წამს შენთანაა და მზადაა შენს დასახმარებლად.

ამ პროგრამამდე ვიყავი ადამიანი, რომლის სქესის პირობითი იყო, ვერ ვაძლევდი უფლებას ჩემს თავს ვყოფილიყავი გოგო, ქალი, ვიყავი უამრავ ფიქრში, ისტორიაში, რწმუნებულებებში გახვეული, სქლად მეცვა გარშემო ეს ფენა, ისე სქლად რომ აღარ ჩანდა ვინ იყო ამ ყველაფრის მიღმა, მუდმივად მოუხერხებლად და დისკომფორტში ვგრძნობდი თავს ამის გამო, ვიტანჯებოდი, არ ვიცოდი ვინ ვიყავი, აღარც კი მახსოვდა რეალურად როგორი ვიყავი..

ამ პროგრამის შემდეგ მე გავიხადე ეს სქელი ქურქი, დავინახე გოგო, რომელიც იყო ბავშვი და მე ამ ბავშვს შევურიგდი, ახლოს გავიცანი, დავუმეგობრდი და ამავე დროს ვარ ქალი, რომელიც მშვენიერია და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, მსუბუქად ვარ, ნამდვილი ვარ, ვაგრძელებ საკუთარი თავისთვის მუშაობას ფიქრებზე. აქ და ამჟამად ცხოვრებას ვსწავლობ, ძალას და სიმყარეს ვგრძობ ჩემში, შინაგანი ღიმილი მეტყობა სახეზე, ჩემი სხეული უფრო მოქნილია, უფრო ლაღია, უფრო დახვეწილია.

არ ვიცი რა ეშველებოდა ამ გოგოს მე რომ ამ პროგრამაში არ ჩავრთულიყავი, როგორ იქნებოდა დღეს, კიდევ რამდენ უარყოფით ფიქრს დაიმატებდა და მიიწებებდა უარყოფით იარლიყებს, ასე ნელ-ნელა გადაიქცეოდა ფიქრების გროვად და სამყაროში კიდევ ერთი ადამიანი ტანჯვაში გაატარებდა ცხოვრებას, მაშინ როცა სამყაროს სულაც არ სჭირდება ეს მსხვერპლი ჩვენგან, მაშინ როცა ის მხოლოდ ჩვენს დახმარებას ცდილობს  და საკუთარ თავთან დაბრუნებაში გვეხმარება. მიხარია რომ ვარ, აქ ვარ და ასეთი ვარ."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამა "საკუთარ თავთან ჰარმონიაში" იყო შანსი, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. პროგრამამდე ჩემი ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი, იმედგაცრუებებითა და ტკივილებით სავსე იყო, ვერ ვაცნობიერებდი თუნდაც იმას, რომ მზის ამოსვლისთვისაც შეიძლება მადლიერი ვყოფილიყავი, სამყაროს აღვიქვამდი, როგორც მტერს.

ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ გავხდი თავდაჯერებული, დავიწყე ჩემი თითოეული ქმედების დაფასება, მადლიერების გამოხატვა.

ამ პროგრამამ მომცა უამრავი გაცნობიერება, დავიბრუნე ძველი ურთიერთობები, დავიწყე წინ გაბედული და მყარი ნაბიჯების გადადგმა, ვირწმუნე საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

პირადი ურთიერთობა მოვაგვარე. ჩემს მშობლებთან ურთიერთობას შევხედე სხვა თვალით და სულ სხვანაირად დავინახე ისინი.

ამ პროგრამამ მომცა სულიერი სიმშვიდე, სიმტკიცე, რწმენა, მიზნები, გაცნობერებები.
მე და სამყარო მეგობრები გავხდით."

სრულად

თბილისი, საქართველო

პროგრამა მომწონს ჯგუფის წევრების მხარდაჭერის გამო. პროგრამის არსის გამოო. თინის და კურატორობის გამო. ანონიმურობის გამო. ჩემს მიერ მიღებული შედეგის გამო.

ეს პროგრამა მაძლევს ადგილს, სადაც შემიძლია ნებისმიერი რამ დავწერო და ყველასგან დადებითი უკაკვშირი მივიღო. ეს პროგრამა მაძლევს საშუალებას დავუბრუნდე ჩემს თავს. ამ პროგრმამ შემიფარა ჩემი ცხოვრების ყველაზე სტრესულ სიტუაციაში და არა მხოლოდ შემიფარა, იქიდან გამომიყვანა.

პროგრამას რეკომენდაციას გავუწევდი ჩემ მიერ მიღებული შედეგების გამო, იმიტომ, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსასვლელად. იმიტომ, რომ მას ყავს შესანიშნავი თინი, კურატორები და ბაირონ ქეითის სამუშაო.

ჩემი ცხოვრება პროგრამამდე შავი ხვრელი იყო და ახლა კი მსოფლიოს ნათელი წერტილი გავხდი. ასე მინდა დავახასიათო ჩემი ცხოვრება.

სრულად

1 2 3 4

მონაწილეობის პაკეტები

  • 1. სტანდარტული პაკეტი
  • 2. VIP პაკეტი

1. სტანდარტული პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • კურატორი შენს დავალებებს შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

499
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 279-279 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 199-199-199 ლარის;

2. VIP პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • დიდი ფასდაკლებით მიიღებ 450$-ის ღირებულების 3 ინდივიდუალურ ორსაათიან სესიას ჩემთან - თვეში ერთხელ თითო სესია;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • შენს დავალებებს პირადად თინათინი შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

1,399
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 729-729 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 499-499-499 ლარის
თანხის დაბრუნების 100%-იანი გარანტია.

ჩვენ ვიცით, რომ ახალ პროგრამაში ჩართვამ შეიძლება თავიდან ცოტა აგაღელვოთ – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ აქამდე სხვა კურსებშიც მიგიღიათ მონაწილეობა და სასურველი შედეგი არ დამდგარა. ჩვენ გვჯერა პროგრამის – “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” და რომ მას რეალური ტრანსფორმაციის მოტანა შეუძლია თქვენთვის… სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 1 კვირიან, ყოველგვარი რისკ-გარეშე თანხის უკან დაბრუნების პირობას.

თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით პირველ კვირაში, შეასრულებთ ყველა დავალებას, დასეწრებით ტელე-კლასებს და მაინც მიხვდებით, რომ ეს პროგრამა თქვენთვის არ არის, ჩვენ თქვენს მიერ გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ.

ჩვენ ღრმად გვჯერა ამ პროგრამის. პირადად ვნახეთ ამ პროგრამამ როგორ შეცვალა სხვა ადამიანების ცხოვრება და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენს შემთხვეაშიც ასე მოხდება.

სცადეთ ეს პროგრამა 1 კვირით.

თინათინის შესახებ

ჩაეწერეთ ახლავე და მიიღეთ დამატებითი ბონუსები:

  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - როგორ დავისახოთ მასშტაბური მიზანი და მივაღწიოთ მას?
საკუთარ თავთან ჰარმონიაში

პროგრამის ყველაზე საინტერესო და უნიკალური მხარე!

პროგრამაში მონაწილეობა მოხდება სრულიად ანონიმურად და რას ნიშნავს ეს:

პროგრამისთვის შექმნით ახალ Facebook account-ს და ეს მოხდება არა ყალბი სახელით და გვარით, არამედ ფსევდონიმით. აირჩევთ იმ სახელს, რასთანაც შინაგანად, გულის სიღრმეში საკუთარ თავს, თქვენს ნამდვილ “მე”-ს აიგივებთ.

ეს შეიძლება იყოს რაღაც ობიექტი, მაგ: ყვავილის სახეობა, ვარსკვლავი, ცისარტყელა და ა.შ.

ან ფილმის, ზღაპრის, წიგნის გმირი.

ნებისმიერი მეტაფორული ფსევდონიმი და მას აქვს სიმბოლური დატვირთვა.

გარდა იმ ყველა სიკეთისა, რასაც პროგრამაში მონაწილეობის დროს მიიღებთ და საკუთარ თავზე გამოცდით, თქვენ ამ მეტაფორის საშუალებით საკუთარ თავში ამ რესურსებს კიდევ უფრო მეტად გახსნით და გააძლიერებთ, მიუახლოვდებით თქვენს ნამდვილ “მე”-ს და რა თქმა უნდა ინკოგნიტოდ დარჩებით.

შეძლებთ დაწეროთ, გამოაქვეყნოთ ყველაფერი რაც გაწუხებთ, რაც შიგნიდან მოსვენებას არ გაძლევთ, რასაც ვერავის უმხელთ, საკუთარ თავსაც კი და აქ გექნებათ სრული თავისუფლება, შეგიძლიათ გაუფილტრავად გაგვიზიაროთ ყველაფერი, რადგან სრულიად ანონიმურად მოხდება ეს და ინკოგნიტოდ დარჩებით.

მერწმუნეთ, ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი კათარზისი, რაც კი აქამდე განგიცდიათ!

თინათინ
ბასილაია

  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge