იბრწყინე შიგნიდან

ექსკლუზიურად, მხოლოდ ქალბატონებისთვის!
იბრწყინე შინაგანად

თუ თქვენ

იბრწყინე შინაგანად
იბრწყინე შინაგანად
იბრწყინე შინაგანად

პროგრამის გავლის შედეგად თქვენ:

  • იბრწყინებთ შიგნიდან და თქვენი თვალები სიხარულს, სიყვარულს, მადლიერებას, ბედნიერებას გამოასხივებს;

  • საკუთარი თავი უფრო მეტად მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ და მას უფრო მეტად მიიღებთ;
  • მშობლებთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაიბრუნებთ და მათგან, როგორც თქვენი ფესვებისგან უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით აღივსებით;
  • თქვენში გამოთავისუფლდება ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც წლების მანძილზე წყენა, გადაუჭრელი კონფლიქტები, დაუსრულებელი ურთიერთობები, იმედგაცრუება, წარსულში მიღებული გულისტკენა, წარსულის უარყოფითი გამოცდილებები და ა.შ. გართმევდათ;
  • გათავისუფლდებით საკუთარ თავზე იმ მცდარი, უარყოფითი შეხედულებებისგან, რომლებიც ახლა ხელს გიშლიან იბრწყინო და გაიცნობთ ახალ, საკუთარ თავს, რომელიც თქვენთვის აქამდე მიუწვდომელი იყო;
  • თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ფერადი, ნათელი, სიხარულით, სიყვარულით, მადლიერებით და ცისარტყელებით სავსე;
დღეს მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით. მაქვს ჩემი უსაყვარლესი საქმე, ვვითარდები მუდმივად, ვსწავლობ საუკეთესო პროფესიონალებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მაქვს წარმატებული კარიერა, ძალიან ხშირად ვმოგზაურობ, მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით, ზუტად ისეთი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ჩემი თვალები ბრწყინავს... სარკეში მიყურებს თინი, რომელიც აღტაცებული, შთაგონებული, გახარებული და ენთუზიაზმით სავსეა, რომელსაც უყვარს და უხარია ცხოვრება.
იბრწყინე შინაგანად

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო

იბრწყინე შინაგანად
მახსოვს ჩემი თავი, რომელიც არ მომწონდა, რომელიც არ მინდოდა ვყოფილიყავი, ჩემი თვალები, რომლებიც ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული და მოწყენილი. ჩემი ცხოვრებაც ერთფეროვანი, უინტერესო... შიგნიდან თავს დათრგუნულად ვგრძნობდი, ბევრი კომპლექსი მქონდა, სულ რაღაც მბოჭავდა, მიჭირდა საკუთარი თავის, აზრის გამოხატვა, მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. ბევრი შემზღუდველი აზრი მქონდა, ვცდილობდი სხვების თვალში კარგი ვყოფილიყავი, მოსაწონი, კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა და ჩემი ფოკუსი მუდმივად გარეთ იყო, ეს კი შიგნიდან მფიტავდა და შიგნით სიცარიელეს ვგრძნობდი. ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, რატომ არ ვათავისუფლდები და არ ვაძლევდი ბრწყინვის საშუალებას, რატომ მეგონა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი ან სხვის აზრს, შეფასებას რატომ ვაძლევდი ამხელა ძალას. ურთიერთობებშიც ყველას ჩემზე წინ ვაყენებდი და საკუთარ თავს იმედს ვუცრუებდი. ეს ძალიან მტკივნეული იყო და შედეგად მივიღე თინი, რომელიც მოწყენილი, საკუთარი თავისგან მიტოვებული და თვალებჩამქვრალი იყო...

შემდეგ კი

ამ თინის დავპირდი, რომ ჩემს თავზე და ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას მე თვითონ ავიღებდი და მას იმ აბრჭყვიალებულ თვალებს დავუბრუნებდი, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა და ყველა ოცნებას ავუსრულებდი!
მე ეს გამომივიდა 🙂
2013 წლიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღესაც ვმუშაობ საკუთარ თავზე, გავთავისუფლდი უამრავი შინაგანი ბლოკისგან, შემზღუდველი რწმუნებულებებისგან, შეხედულებებისგან, წყენებისგან, იმედგაცრუებისგან, უარყოფითი გამოცდილებებისგან, იმ უამრავი ზედმეტისგან, რაც მე არ ვარ და რაც ჩემი არ არის, შედეგად კი მივიღე შიგნით საოცარი სიმსუბუქე, ოცნებების ასრულება, სასურველი და ჩემთვის წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა, წარმატებული კარიერის აწყობა, უამრავი მადლიერი კლიენტი, ჰარმონიული ურთოერთობა საყვარელ ადამიანებთან, სიყვარულით სავსე პირადი ცხოვრება, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
იბრწყინე შინაგანად

ამ პროგრამის მიზანია, რომ თქვენც იბრწყინოთ შიგნიდან!

ამ პროგრამის მიზანია, რომ გაგიზიაროთ ის, რაც დამეხმარა, რომ წლების წინ მოწყენილი და დათრგუნული თინი გადაქცეულიყო შიგნიდან ბრწყინავ, თავდაჯერებულ თინით, რომელმაც საკუთარ თავში ძალიან დიდი ძალა იპოვა.

მე მჯერა, რომ ეს ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი და მზაობა აქვს.

პროგრამა მოიცავს 5 მოდულს

მბრწყინავი მე

ამ მოდულში თქვენს ბრჭყვიალა და მბრწყინავ არსს გამოაღვიძებთ.

გექნებათ 100%-იანი ცხადი ხედვა, როგორი ხართ მბრწყინავი და ბრჭყვიალა, როგორია თქვენი ცხოვრება როდესაც შიგნიდან ანათებთ.
საკუთარ თავში იპოვით ახალ ძალებს და რესურსებს, თუ როგორ იბრწყინოთ შიგნიდან. ხელში გექნებათ თქვენივე ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა მბრწყინავ “მე”-დ გარდასაქმნელად.

სხვადასხვა სავარჯიშოებს შეასრულებთ იმისთვის, რომ თქვენში მბრწყინავმა “მე”-მ კიდევ უფრო მეტად გამოიღვიძოს და გამოანათოს.

დაეუფლებით ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც გათავისუფლდებით ზედმეტი, ხელისშემშლელი ფიქრებისგან და აზრებისგან, შეხედულებებისგან, რომელიც თქვენში ბრწყინვალებას აქრობს, გთრგუნავთ, ენერგიას გართმევთ და შედეგად
შეძლებთ საკუთარი თავის პოვნას და ზედმეტისგან გათავისუფლებას.

ენერგიის მიღება დედისგან

იმისთვის, რომ ბედნიერი ქალი იყოთ და საკუთარი ქალური ბუნება, საკუთარი თავი სრულად მიიღოთ და გიყვარდეთ, აუცილებელია დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა და დედის სრულად მიღება.

ამ მოდულში გათავისუფლდებით იმ შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტისგან, რომელიც დედასთან ურთიერთობაში გაქვთ და საკუთარ თავს და დედას უფრო მეტად მიიღებთ.

გათავისუფლდებით იმ წყენისგან, იმდგაცრუებისგან, ბრაზისგან და ა.შ. რომელიც დედასთან მიმართებით გაქვთ.

შედეგად კი თქვენში გამოთავისუფლდება ძალიან დიდი ენერგია, დედასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება და თქვენში ჰარმონია დაისადგურებს, რომელიც თქვენი თვალებიდან გამოაბრწყინებს.

ენერგიის მიღება მამისგან

იმისთვის, რომ შიგნიდან იბრწყინოთ, იმისთვის, რომ ბედნიერი პირადი ცხოვრება და საყვარელ ადამიანთან ჯანსაღი ურთიერთობა ააწყოთ, აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობა მამასთან და მისი მიმღებლობა.

თუ მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს და ის მიღებული არ გვყავს, პირად ცხოვრებაში პრობლემები გვექმნება. გარდა ამისა გვიჭირს კარიერაში წინსვლა და თვითრეალიზება.

ამ მოდულში გათავისუფლდებით იმ კონფლიქტისგან, რომელიც შიგნით მამასთან მიმართებით გაქვთ, აპატიებთ მამას და გათავისუფლდებით იმ წყენისგან, გულისტკივილისგან, იმედგაცრუებისგან, რაც მამასთან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ და მამასთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაიბრუნებთ. გამოითავისუფლებთ ძალიან დიდ ენერგიას, რომელსაც ჯანსაღი და მბრწყინავი ცხოვრების შექმნისკენ მიმართავთ.

ენერგიის დაბრუნება ძველი და არაჯანაღი ურთიერთობებისგან

იმისთვის, რომ შიგნიდან ვიბრწყინოთ, წინ წავიდეთ, შიგნიდან თავი ჰარმონიულად, თავისუფლად ვიგრძნოთ, აუცილებელია გავთავისუფლდეთ ძველი ურთიერთობებისგან, წყენისგან, იმედგაცრუებისგან, ბრაზისგან, გულის ტკივილისგან.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პირადად მე, მანამ სანამ სრულად არ გავთავისუფლდი ძველი ურთიერთობებისგან, ვერ შევძელი ჩემს ცხოვრებაში ახალი და ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა.

ამ მოდულში აპატიებთ და გაუშვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში იყვნენ და გული გატკინეს, იმედი გაგიცრუეს, ცუდად მოგექცნენ.

აგრეთვე იმუშავებთ იმ ურთიერთობაზე, რომელიც ამჟამად გაქვთ.

თუ გვერდით საყვარელი ადამიანი ჯერ არ გყავთ, გასწავლით ტექნიკას, რომელიც დამეხმარა ისეთი ადამიანი შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მინდოდა გვერდით მყოლოდა.

ამ მოდულში გამოითავისუფლებთ უდიდეს ენერგიას, რომელსაც მიმართავთ ჯანსაღი პირადი ცხოვრების ასაწყობად.

ვულკანის ამოფრქვევა

ეს მოდული იქნება თქვენთვის, როგორ ვულკანის ამოფრქვევა.

მე-5 მოდულში აღმოაჩენთ იმ მცდარ და ხელისშემშლელ შეხედულებებს, რომლებიც საკუთარ თავზე გაქვთ და რომლებიც ხელს გიშლით იბრწყინოთ და საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება შეიგრძნოთ.

შემდეგ კი მათზე იმუშავებთ და გათავისუფლდებით.

მე-5 მოდულში შეაჯამებთ განვლილ მოდულებს, საკუთარ თავზე ჩატარებულ მუშაობას.

თქვენს სამუშაო რვეულში გაზომავთ იმ პროგრესს, რომელიც პროგრამაში ჩართვის დღიდან დაფიქსირდა თქვენს ცხოვრებაში და საკუთარ თავს დაასაჩუქრებთ გაწეული შრომისთვის, მონდომებისთვის და ბრწყინვალე შედეგების მიღებისთვის.

შემდეგ კი ახალი, გამოთავისუფლებული ენერგიით, უამრავი გაცნობიერებებით, აღმოჩენებით სავსე განაგრძნობთ ცხოვრებას უფრო ბედნიერი, ლაღი, შიგნიდან გაბრწყინებული და ძლიერი ინსტრუმენტებით შეიარაღებული, რომ ვერც ერთმა სტრესულმა მოვლენამ თქვენში ვეღარ ჩააქროს ის სხივი, რომელიც თქვენი თვალებიდან გამოანათებს და გამოასხივებს.

თინის კლიენტების გამოხმაურება:

თბილისი, საქართველო

"პროგრამამდე სრულიად დაბნეული და სადღაც ჩაკარგული ვიყავი, ვერ ვფლობდი სიტუაციას, მხოლოდ ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ვკითხულობდი როგორ და სად მეპოვა შინაგანი ბედნიერების განცდა, ვერსას საჭირო პასუხებს ვპოულობდი და მერე ეს მისწრაფებები ბედნიერების ძიებაში აპათიაში გადამდიოდა, არა და ეს ჩემს ხასიათში არ დევს, მქონდა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავთან. პროგრამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ჯერ მე გზის დასაწყისში ვარ, წინ დიდი და ფართო გზა მაქვს გასავლელი საკუთარი თავის შეცნობის და უკეთ გაცნობის. არსად ვეძებ ბედნიერებას, არსად ვეძებ სიყვარულს, რადგან რასაც მანამდე ვეძებდი და ის გამირბოდა, როგორც საკუთარი აჩრდილი, თურმე მას ძებნა არ ჭირდებოდა, რადგან არასდროს დამიკარგავს ის. ის ყოველთვის იყო ჩემთან, უბრალოდ, მე არ შემეძლო მისი დანახვა, მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს, ეს იყო პრობლემა. ამ პროექტით მე ჩემი თავი ვიპოვე! მე, ათას საფიქრალსა და საზრუნავში მყოფს, ერთ მშვენიერ დღეს გადამავიწყდა ჩემივე თავი და მერე შეცდომით ვეძებდი ხან სიყვარულს, ხან სიმშვიდეს, ხან ბედნიერებას; ხოლო ამ პროექტში მოსვლით ჯერ მივხვდი რა უნდა მეძებნა და მერე როგორ უნდა მეპოვა. 🙂 მე ეს შევძელი! მე მყავს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი! ეს მე ვარ პროექტის შემდეგ. <3

სამუშაო" ყველას ჭირდება დიდსაც და პატარასაც, ნეტა ყველა ადამიანი ხვდებოდეს რატომ უნდა გამოიყენოს ეს პროექტი თავისთვის! აუცილებელია ჩვენს გარშემო ბევრი ბედნიერი ადამიანი, მთავარია მათ მოინდომონ,ბედნიერების ინსტრუმენტი უკვე არსებობს. როდესაც ვინმე ახლობელი გაღიზიანებული ან გაბრაზებულია რაიმეზე და ისინი საუბრობენ ამაზე, მე ვეკითხები მათ: -ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე, მათ სახეზე ჯერ დაბნეულობა ჩნდება და როგორც კი თვითონვე გაიაზრებენ, რომ მხოლოდ ფიქრებით რჩებიან დროში, რომელიც უკვე ფაქტის სახით დამთავრდა, ეღიმებათ და მათი განცდებიც სადღაც ქრება, ისინი მშვიდდებიან, მე კი ვეუბნები მათ, რომ არსებობენ ბაირონ ქეითი და თინი ბასილაია და არსებობს ,,სამუშაო" და არსებობენ იმიტომ, რომ ადამიანებს დაეხმარონ! <3 <3 <3"

სრულად

თბილისი, საქართველო

"შენი ეგო გვერდით გადადე და მოუყევი სხვა ადამიანებს ის, რაც ამ პროგრამის შედეგად იგრძენიო. ვერ შევძელი. ვერ შევძელი, მარტო იმიტომ, რომ არ ვიცოდი ასეთი გრძნობები და ემოციები სიტყვებით როგორ გამომეხატა. ახლა, უსაზღროდ დიდ მადლიერებას ვგრძნობ და უფლება არ მაქვს ეს არ გაგიზიაროთ.
გაიცანით, თინი ქვია. შინაგანი ძალის ექსპერტია საქართველოში. ცოტა უცნაურად ჟღერს არა? - გეთნხმები, თავიდან მეც ასე მომეჩვენა. შემოიჭრება შენს ცხოვრებაში, ჩაგეხუტება, თვალებში ჩაგხედავს და აღარ დაგტოვებს. აი იმ დღიდან სულ მისი იმედი გაქვს. იცით როგორი შინაგანი ძალა აქვს? აი ისეთი სულს, რომ გაგითბობს და შენს შინაგან ძალასაც გაპოვნინებს, ფეხზე წამოგაყენებს და შენს თავს შეგაყვარებს. შენს თავთან დაგაახლოვებს, დაგაახლოვებს იმასთან რაც შენს სხეულზე, შენს ემოციებზე, შენს ფიქრებზე აღმატებულია. ჯერ მშობლებთან ურთიერთობას გასწავლის, მერე მეგობრებთან, ათას რამეს გასწავლის, იმასაც გაგრძნობინებს, რომ ჩვენ ადამიანები ერთი მთელის ნაწილები ვართ.
წავიდა ისწავლა და ბაირონ ქეითის უძლიერესი ''სამუშაო" ქართველებს ჩამოგვიტანა. პატარა გოგოა, დიდი გულით და საოცარი შინაგანი ძალით. ვერწარმოიდგენთ როგორი ლამაზი ოცნებები აქვს. უნდა ის რაც თვითონ ისწავლა და იგრძნო ჩვენ ქართველებს გაგვიზიაროს. მისი პროგრამა შეიტანოს სკოლებში, ორგანიზაციებში, ციხეებში, ყველგან სადაც ადამიანია. უნდა მილიონეობით ადამიანს დაეხმაროს, უნდა მივიდეს მილიონობით ადამინის გულამდე. იცით რა საოცარი ტექნიკა აქვს? ეს არის 4 ჯადოსნური კითხვის და სამი შებრუნების იარაღი. ერთ სტრესულ ფიქრს ამოირჩევ, კუთხეში მიიმწყვდევ, გააცნობიერებ, გაგეღიმება და იგრძნობ საოცარ სიშვიდეს რომელიც შენში შემოდის. იგრძნობ სიყვარულს, ჰარმონიას შენს თავთან. იგრძნობ ბედნიერებას!
მინდა ყველას გავაგებინო და მოვუყვე ამ გოგონას არსებობის შესახებ. მინდა თქვენც იგრძნოთ ის რაც მე ვიგრძენი.
თუ ეს პოსტი იაფასიანი რეკლამა გგონია, უნდა გითხრა რომ ჩემი ფინანსური და დროის რესურსი ასე ნაყოფიერად ჯერ არ დამიხარჯავს. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე უამრავი ადამიანია ვინც ასე ფიქრობს.
და მაინც, თუ ისევ ეჭვი გეპარება. გისვამ იმ ჯადოსნური ოთხი კითხვიდან ერთ ერთს : შეგიძლია აფსოლუტურად იცოდე, რომ ეს ფიქრი მართალია?
და თუ მაინც ეჭვი გეპარება, თინი ასე გეტყოდა: "იყოს ისე როგორც არის. ყველა ფიქრს აქვს არსებობის უფლება".

სიყვარულით ნათია"

სრულად

თბილისი, საქართვლო

"პროგრამის დაწყებამდე მე არაერთი ტრენინგი და კურსი გავიარე პერსონალური განვითარების
სფეროში. ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება იყო ურთიერთობების დალაგება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან. ეს პროგრამა აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მინდოდა შემეცვალა სხვაში, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში და დამანახა, რომ ცვლილებები იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო. ურთიერთობები გაუმჯობესდა ყველასთან. ბევრად მარტივი და კეთილი გახდა ჩემი ცხოვრება „სამუშაოს“ დახმარებით. ფაქტიურად ჩემი სარკეები გახდნენ ადამიანები ჩემს გარშემო.
ახლა უფრო მეტად თავისუფალი და მშვიდი ვარ შინაგანად. ძალიან ბევრ დადებით მოვლენას ვხედავ ჩემს გარშემო, რასაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. უფრო მეტად მადლიერი გავხდი და დავაფასე ის რაც მაქვს."

სრულად

თბილისი, საქართველო

"საკუთარ ტყავზე განცდილს და დაგროვილ გამოცდილებას არაფერი შეედრება ალბათ და გულწრფელად ვისურვებდი, რომ ქართულ რეალობაში (სრულიად სამყაროში :)) ბევრმა გაიაროს ის საოცარი მოდულები, როგორც გზა გაცნობიერებებით სავსე კათარზისისკენ და ჩემი თვალებით შეხედონ რეალობას პოზიტიურსა და რესურსულს!. განთავისუფლდნენ შიშებისგან, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უმარტივესი და მუშა ტექნიკებისა და პოზიტიური სავარჯიშოებით საპნის ბუშტებივით გააქრობენ!. შეიყვარონ და პატივი სცენ მშობლებს, ანუ დაიბრუნონ და გაიძლიერონ უზარმაზარი ცხოვრებისეული რესურსი მათი სიყვარულით და მიმღებლობით!. შეიყვარონ საკუთარი თავი და აღმოაჩინონ უზარმაზარი ზრდის, განვითარების, მიმღებლობის და სიყვარულის პოტენციალი რომელიც ჩვენშია!. და დააკვირდნენ ყოველ დღიურად როგორ იცვლება რეალური სამყარო, ჩვენი ფანტაზიებისა და უსარგებლო ილუზიების გარეშე და დატკბნენ მისი პოზიტივით და ჰარმონიით!. <3 ეს არის პროგრამა, რომელიც სრულად მოიცავს ყველა თემას მოდულების ფარგლებში, სადაც პატარ-პატარა თუ დიდი ხაფანგები შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენს სააზროვნო სისტემაში და მსუბუქი და ყველაზე ჰუმანისტური სავარჯიშოებით და ტექნიკებით განთავისუფლდეთ ყველა დაბრკოლებისგან რომელიც ხელს გიშლით იცხოვროთ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიაში!. <3"

არასოდეს შევხებივარ მსგავს ჰუმანისტურ, პოზიტიურ, ნაზ და ამავდროულად ძალიან ღრმა ფენომენს, რომელსაც უზარმაზარი გაცნობიერება მოაქვს და თვალსა და ხელს შუა გცვლის - შენს დამოკიდებულებებს, წარმოდგენებს, მიმღებლობას, შეგრძნებებს, ქმედებებს - და რაც მთავარია ხედავ როგორ იცვლება სამყაროც შენს ირგვლივ და ხდება უფრო ფერადი, პოზიტიური, სიყვარულით და ჰარმონიით სავსე! <3 ეს მარტივი კითხვები, რომლებიც მაღალ ბალიან მიწისძვრას აწყობენ შენს ცნობიერსა და არაცნობიერში და კეთილშობილური, სიყვარულის და შვების მომტანი შებრუნებები!. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს "სამუშაო"-ს შესახებ და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მინდა იქცეს რესურსი სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის ცხოვრებაში!"

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროექტის დასაწყისში დავწერე ჩემი პრობლემების შესახებ,აქედან ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხებოდა ჩემს ბრაზს მამის მიმართ და ჯანმრთელობას.მამა დავკარგე 3 წლის წინ, თან ისედაც მთელი ცხოვრება უამრავი პრობლემა მქონდა მამასთან და როცა მოხდა ეს ტრაგედია,ამან საერთოდ გამანადგურა. თითქმის 3 წელი მქონდა დეპრესია,ეს შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდად აისახა ჯანმრთელობაზე. ათასი ავადმყოფობა,ოპერაციები,ექიმები..ბოლო დიაგნოზი დამისვევს დაახლოებით 6 თვის წინ-მკერდში კისტა და 8 ფიბროადენომა(კვანძები).რა თქმა უნდა,ასეთი დიაგნოზის შემდეგ კარგს არაფერს ელოდები. თან ექიმებმაც მითხრეს რომ ტენდენციის შემთხვევაში ამოსაჭრელია და იმის გარანტიასაც არ მაძლევდნენ რომ საერთოდ გაქრება.

მოკლედ,ამ დროისთვის(ანუ პროექტამდე ცოტა ადრე) მე უკვე დავიწყე სერიოზულად ფიქრი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე,ვკითხულობდი სტატიებს ფსიქოსომატიკაზე და ზუსტად სექტემბერში ვნახე თინის პოსტი პროექტის შესახებ (როცა მოვინდომე განკურნება თვითონ სამყარო მეხმარებოდა და ეს პროექტიც საჭირო დროს გამოჩნდა:) ) ჩვენი სამუშაოს დახმარებით უფრო ღრმად ჩავეძიე,ვმუშაობდი ჩემს ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემაზე-მამაზე.ვხვდებოდი,რომ ეს დაგროვილი ბრაზი მახრჩობდა,ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად მღუპავდა.

სამუშაოს შემდეგ(ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად) მივიღე ის ტრაგედია,რომელიც დატრიალდა ჩემს თავს,მივიღე მამაჩემი და მისი გადაწყვეტილებაც.მივიღე ყველა ის მოვლენა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობნებდა.და რაც მთავარია,ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა:"ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?" და ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ მე უბრალოდ ვცხოვრობდი ამ ისტორიით,მამაჩემის ისტორიით,რომელიც პრინციპში ჩემიც კი არ იყო და ამაზე ავაწყვე მთელი დრამები,რომლებმაც კინაღამ დამღუპეს.

იმის შემდეგ,რაც მე გავაცნობიერე ეს და მივიღე ყველაფერი ისე,როგორც არის,გავხდი თავისუფალი,ამოვისუნთქე! დავმშვიდდი,ბრაზი აღარ მახრჩობდა...რატომ დავწერე ეს ყველაფერი.. დაახლოებით 2 თუ 3 კვირის წინ ვიყავი ექოზე.ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას 😀 რომელიც სადღაც გაქრა)) კვანძებში ტენდენცია საერთოდ არ არის. ამით იმის თქმა მინდა,რომ არ ჩაითოვოთ გულში ყენა და ბრაზი იმიტომ,რომ ეს შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.ჩემს შემთხვევაში ვიცი,რომ ზუსტად ჩემმა ნეგატიურმა ფიქრებმა გამოიწვიეს ყველა ჩემი პრობლემა და როგორც კი მე დავიწყე სხვანაირად ფიქრი,გავაცნობიერე,მივიღე,შევიყვარე ის რაც არის,ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და დღეს მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი! მიყვარხართ ჩემო კარგებო <3 სასწაულები ნამდვილად ხდება,უბრალოდ თქვენ უნდა გქონდეთ ამ სასწაულების მიღების სურვილი და თქვენ აუცილებლად მათ მიიღებთ!

დიდი მადლობა თინის,დიდი მადლობა თქვენ ყველას! დიდი მადლობა იმ ძალას,რომელმაც მომიყვანა აქ!"

სრულად

ბათუმი, საქართველო

"პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი რომელსაც არშეეძლო ელენტარულად დაეწყო ის ურთიერთობაც კი რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, ვიყავი გაუწონასწორებელი, არაკომუნიკაბელური, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, კრიტიკოსი, მოუხერხებელი და არათავისუფალი ჩემს თავთან. კიდე ბევრი რამ დავამარცხე უბრალოდ აქ რო ვწერო ვერ დავასრულებ. ამ პროექტიშ შემდეგ კი აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი უსუსური და მოუვლელი რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება. აღიარება ვისწავლე საკუთარ თავთან. ვინც მაკრიტიკებ ვიღებ და ვაანალიზებ ეს არის არაჩვეულებრივი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობა. ამის მაგალითი დღესაც მქონდა თუ როორ გამაკრიტიკის და მე ის მივიღე ისე რომ არ გავბრაზებულვარ და გამოსწორებაზე დავიწყე ფიქრი.

პროგრამამ უდიდესი გადატიალება მოახდინა ჩემში. მზემ გამოანათა რომელიც აღარასდროს ჩაქრება თუ მე ვიქნები უშიშრად და ძლიერი ყველაფრის წინაშე. ყბელაზე მაგარი კი ის არის რომ რასაც წერ ჰაერიდან მოსული სიტყვები არარის და ამ ყველაფერს განცდები გაწერინებს. მე სულ სხვა მაკა ვარ, მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი. მონდომებული და უშიშარი.

"სამუშაო" კი ჩემი ყოველდღიური ხელსაწყოა რომელსაც გონებით ვატარებ და გულს ვაკეთებინებ ამ სამუშაოს. სამუშაო არის უძლიერესი. მე შეყვარებული ვარ ამ პროექტზე. ის ჩემი გონების ინსტრუმენტია თუ როგორ გავთავისუფლდე ცუდი ფიქრებისგან."

სრულად

როგორ წარიმართება მუშაობა?

მუშაობა მიმდინარეობს ონლაინ ფორმატით; გაწევრიანდებით Facebook-ის დახურულ ჯგუფში; ყოველ კვირას, შესამაბისი მოდულის ლექციას მიიღებთ; გექნებათ მოდულის შესაბამისი დავალებები და სავარჯიშოები; კვირაში ორჯერ ჩატარდება ჯგუფური ონლაინ-ტელეკლასები, სადაც თქვენთან ვიმუშავებ და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებ, მხარს დაგიჭერთ მუშაობის პროცესში; გეყოლებათ თქვენი “ციმციმა პარტნიორი” რომელსაც ყოველ დღე დაეკონტაქტებით და ანგარიშს ჩააბარებთ, როგორ მუშაობთ, რაზე მუშაობთ, რა გააკეთეთ და ა.შ. გადმოგეცემათ სამუშაო მასალები ქართულ ენაზე; მიიღებთ პროგრამისთვის შექმნილ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ ყოველ მოდულში და გაზომავთ თქვენ პროგრესს;

ციმციმა პარტნიორები

პროგრამაში გეყოლებათ თქვენი ციმციმა პარტნიორი, რომელიც მთელი
პროგრამის განმავლობაში თქვენს გვერდით იქნება, მხარს დაგიჭერთ,
რომ პროგრამისგან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.

თქვენს ციმციმა პარტნიორს ყოველ დღე 10 წთ-ით დაურეკავთ და
მოუყვებით პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დღის გეგმებს, რა
დავალების შესრულებას აპირებთ, რომელ საკითხზე მუშაობას და ა.შ.
მას საქმის კურსში ჩააყენებთ, მომდევნო დღეს კი ანგარიშს ჩააბარებთ.
ის კი თქვენ ჩაგაბარებთ ანგარიშს.

თქვენს ციმციმა პარტნიორთან ერთად მუშაობის პროცესი კიდევ უფრო
ხალისიანი, საინტერესო და აზარტული გახდება.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ:

  • იბრწყინებთ შიგნიდან და თქვენი თვალები სიხარულს, სიყვარულს, მადლიერებას, ბედნიერებას გამოანათებს;
  • საკუთარი თავი უფრო მეტად მოგეწონებათ, შეგიყვარდებათ და მას უფრო მეტად მიიღებთ;
  • დედასთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაიბრუნებთ და მისგან უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით აღივსებით;
  • მამასთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაიბრუნებთ და მისგან უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით აღივსებით;
  • თქვენში გამოთავისუფლდება ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც წლების მანძილზე წყენა, გადაუჭრელი კონფლიქტები, დაუსრულებელი ურთიერთობები, იმედგაცრუება, წარსულში მიღებული გულისტკენა, წარსულის უარყოფითი გამოცდილებები და ა.შ. გართმევდათ;
  • გათავისუფლდებით იმ ზედმეტისგან, რაც შიგნიდან ხელს გიშლით, გთრგუნავთ, ახშობს თქვენს შინაგან ბრწყინვალებას და უფრო გახსნილი, ლაღი, თავდაჯერებული და გაბედული გახდებით;
  • გამოთავისუფლებული, ახალი, ერეგიის უდიდეს ნაკადს მიმართავთ თქვენი ჯანსაღი ცხოვრების შესაქმნელად, სადაც თავად თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მმართველი და შემოქმედი;
  • ხელში გექნებათ უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი საყრდენი გახდება ცხოვრების რთულ მომენტებში. მისი დახმარებით ყოველთვის შეძლებთ თქვენში დიდი ძალა იპოვოთ და შიგნიდან იბრწყინოთ!
  • გეყოლებათ ახალი ბრჭყვიალა მეგობრები, ახალი ბრჭყვიალა გარემოცვა და თანამოაზრეების ახალი წრე;
  • გახდებით უფრო გაცნობიერებული და დაიწყებთ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით;
  • გათავისუფლდებით საკუთარ თავზე იმ მცდარი, უარყოფითი შეხედულებებისგან, რომლებიც ახლა ხელს გიშლიან იბრწყინოთ და გაიცნობთ ახალ, საკუთარ თავს, რომელიც თქვენთვის აქამდე მიუწვდომელი იყო;
  • თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ფერადი, ნათელი, სიხარულით, სიყვარულით, მადლიერებით და ცისარტყელებით სავსე;

მონაწილეობის პაკეტები

  • 1. ბრჭყვიალა მე
  • 2. ბრჭყვიალა დაქალები
  • 3. შინაგანი ფეიერვერკი

1. ბრჭყვიალა მე

  • გექნება პირადი კაბინეტი;
  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • დაეუფლები ძალიან ძლიერ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის შეძლებ გათავისუფლდე უარყოფითი ფიქრებისგან და ემოციებისგან;
  • შეასრულებ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებიან შიგნიდან იბრწყინო;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობას მიიღებ და შეძლებ ჩემთან იმუშავო;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ყოველი ტელეკლასის ჩანაწერთან წვდომა გექნება;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • გეყოლება ბრჭყვიალა პარტნიორი;
  • პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი - ბაირონ ქეითის პატარა წიგნს ქართულ ენაზე;

ფასი

₾899 297
  •  
ფასდაკლება 67%

3. შინაგანი ფეიერვერკი

  • გექნება პირადი კაბინეტი;
  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • დაეუფლები ძალიან ძლიერ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის შეძლებ გათავისუფლდე უარყოფითი ფიქრებისგან და ემოციებისგან;
  • შეასრულებ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებიან შიგნიდან იბრწყინო;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობას მიიღებ და შეძლებ ჩემთან იმუშავო;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ყოველი ტელეკლასის ჩანაწერთან წვდომა გექნება;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • გეყოლება ბრჭყვიალა პარტნიორი;
  • პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი - ბაირონ ქეითის პატარა წიგნს ქართულ ენაზე;

ფასი

₾1798 500
  •  
ფასდაკლება 72%

3. შინაგანი ფეიერვერკი

  • გექნება პირადი კაბინეტი;
  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • დაეუფლები ძალიან ძლიერ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის შეძლებ გათავისუფლდე უარყოფითი ფიქრებისგან და ემოციებისგან;
  • შეასრულებ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებიან შიგნიდან იბრწყინო;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობას მიიღებ და შეძლებ ჩემთან იმუშავო;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ყოველი ტელეკლასის ჩანაწერთან წვდომა გექნება;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • გეყოლება ბრჭყვიალა პარტნიორი;
  • პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • 5 ინდივიდუალური 2 საათიანი სესია (პროგრამის გარეთ მისი ღირებულებაა 750$ - 1824 ლარი)
  • ბონუსი - ბაირონ ქეითის პატარა წიგნს ქართულ ენაზე;

ფასი

₾2723 1397
  •  
ფასდაკლება 49%

მაშ ასე, ჩემო ბრჭყვიალა მეგობარო! მე მზად ვარ დაგეხმარო შიგნიდან
იბრწყინო, გათავისუფლდე იმ ყველაფერი ზედმეტისგან, რაც გამძიმებს და ხელს
უშლის შენს შინაგან მზეს გამოანათოს.

თუ რა თქმა უნდა შენც მზად ხარ საკუთარ თავზე იმუშავო და აქტიურად გამომყვე
ამ დაუვიწყარ პროცესში.

ჩვენ ერთად შევძლებთ შენმა თვალებმა ისევ სიხარული გამოაბრწყინონ!
შენ ამას იმსახურებ!