მათთვის, ვისაც ცხოვრებისგან მაქსიმალური სურს მიიღოს

თუ თქვენ

ინდივიდუალური მუშაობა
ინდივიდუალური მუშაობა

ჩვენი ერთობლივი მუშაობის
შედეგად, თქვენ:

“მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე, ფიქრებზე, წარმოდგენებზე მუშაობა დავიწყე და ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე, ჩემში ძალიან დიდი ძალა ვიპოვე. აღმოვაჩინე, რომ ჩემში მომხდარი ყოველი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, რეალობაში მყისვე აისახებოდა და ჩემთან ერთად ირგვლივ სამყაროც და ადამიანებიც იცვლებოდნენ. მე ამას შინაგან ძალას ვუწოდებ. მჯერა, რომ ეს ძალა თითოეულ ჩვენგანშია და ის იღვიძებს მაშინ, როდესაც ამის სურვილს და მზაობას გამოვხატავთ.

ჩვენ არ ვართ ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, ჩვენ არ ვართ ის წარმოდგენები, რაც საკუთარ თავზე გვაქვს. ჩვენ ვართ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი გამოცდილებებია და როდესაც მათ ვიკვლევთ, მათგან ვთავისუფლდებით, მათ მიღმა არსებულ საკუთარ ნამდვილ მეს ვაცნობიერებთ, ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას ვუერთდებით და ჩვენს წინ ძალიან დიდი სივრცე, ახალი სამყრო იშლება…

საკუთარ თავზე მუშაობით მე შევძელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემი ოცნების ცხოვრებით ვცხოვრობ. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ადრე ძალიან მორცხვი, დაკომპლექსებული, ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, ჩემს თავზე ძალიან დაბალი წარმოდგენა მქონდა, არ მჯეროდა საკუთარი თავის, ჩემი თავი უსარგებლოდ მიმაჩნდა, არ მქონდა რეალიზებულობის განცდა, არ გამომდიოდა პირადი ცხოვრების აწყობა და ადამიანებთან ურთიერთობა, დღეს კი ყველაფერი სხვანაირად არის – მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც უდიდეს სიმოვნებას მანიჭებს, უდიდეს მოტივაციას, შთაგონებას მაძლევს, რითიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო ვარ, მაქვს ჩემი მომავლის ცხადი ხედვა, ბევრს ვმოგზაურობ, ვსწავლობ საუკთესო პროფესიონალებთან და მენტორებთან, ჩემი პირადი ცხოვრება ძალიან ბედნიერი და სავსეა – გვერდით მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩემი ძალიან სჯერა და რომელიც ძალიან მიჭერს მხარს.

ჩვენი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, თქვენ:

  • მიიღებთ პირად სივრცეს და კონფიდენციალურ გარემოს - შეგიძლიათ გული გადამიშალოთ და გამიზიაროთ ყველაფერი, ისეთი საკითხებიც კი, რისი თქმაც არავისთან შეგიძლიათ და ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად ვიმუშავოთ და მათგან გათავისუფლდებით.
  • უკეთ გააცნობიერებთ იმ ფიქრებს და წარმოდგენებს, შინაგან ბლოკებს რომლებიც ცხოვრებაში გაფერხებთ, შედეგად კი ისინი ვეღარ გმართავენ და თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ვეღარ მოახდენენ. სტრესული ფიქრებისგან გათავისუფლდებით. გეყოლებათ გამოცდილი და პროფესიონალი ფსიქოლოგი, ქოუჩი, ფასილიტატორი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალებთან სწავლობს და რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ეროვნების და კულტურის მქონე ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
  • დაზოგავთ ძალიან დიდ ენერგიას, დროს და ძალისხმევას, გამოხვალთ ჩაკეტილი წრიდან და უფრო გაცნობიერებული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ - გახდებით თქვენი ცხოვრების შემოქმედი.

რა თქმა უნდა შეგიძლიათ წაიკითხო წიგნები, ვიდეოებს უყუროთ, მაგრამ პროფესიონალთან ერთად თქვენს პრობლემებზე პირდაპირი და პრაქტიკული მუშაობა ყველაზე შედეგიანია, ჩვენ შეგვიძლია ღრმად ვიმუშავოთ თქვენს პრობლემებზე და ისინი უფრო სწრაფად, ეფექტურად და ღრმად გადავჭრათ.

ინდივიდუალური მუშაობა
ინდივიდუალური მუშაობა
  • გახდებით უკეთესი დედა, მამა, ცოლი, ქმარი, შვილი, პარტნიორი, უკეთესი მეგობარი, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ადამიანი, რომელთან ერთად ყოფნაც ირგვლივ ყველას უხარია და სიამოვნებს.
  • ავარჩევთ მუშაობისთვის თქვენთვის მოსახერხებელ და ხელსაყრელ დროს.
  • უფრო თავისუფალი, პოზიტიური, თავდაჯერებული, მხიარული, ჰარმონიული და ბედნიერი გახდებით, რომელსაც უყვარს ცხოვრება და მის გარშემო ადამიანები.
  • იქნებით უკეთესი ბიზნესმენი, ბიზნესვუმენი, პროფესიონალი, ადამიანებს უკეთ გაუგებთ, თქვენს საქმეს უკეთ და უფრო ხარისხიანად, უფრო თავდაჯერებულად შეასრულებთ, რადგან თქვენი შემზღუდველი ფიქრებისგან, შინაგანი ბლოკებისგან გათავისუფლდებით. უფრო გახსნილი გახდებით და შეძლებთ მეტი მეგობარი შეიძინოთ, რომლებიც თქვენი ცხოვრების გზაზე სასურველი ცხოვრების შექმნაში დაგეხმარებიან.
  • იმ სიყვარულს, პატივისცემას, აღიარებას, მიმღებლობას, თავადჯერებულობას, დაფასებას, რომელსაც გარეთ ეძებთ, საკუთარ თავში იპოვით.
ინდივიდუალური მუშაობა

წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს, ენითაუღწერელ ჰარმონიას საკუთარ თავთან და სიმშვიდეს, რომ ყველაფერი ისე ხდება და მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის გსურდათ და ოცნებობდით… არსად გეჩქარებათ, ხართ კომფორტულად საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულში კი თავს ისე გრძნობთ, როგორც შინ.

ხართ სრულ ნაკადში, რასაც გაიფიქრებთ, მას მომენტალურად ახორციელებთ და თან, მთელი სამყაროც ხელს გიწყობთ: იზიდავთ სასურველ მოვლენებს და ადამიანებს, რომლებიც გეხმარებიან თქვენი გეგმების და იდეების განხორციელებაში.

თავს რეალიზებულად გრძნობთ და გაქვთ განცდა, რომ მნიშვნელოვანი ხართ, რასაც აკეთებთ ის მნიშვნელოვანია, ადამიანების ცხოვრებას და სამყაროს აუმჯობესებს და ეს დიდ სიხარულს განიჭებთ.

თქვენი პირადი ცხოვრება სავსეა სიხარულით, ჰარმონიით და ბედნიერი, ლამაზი დღეებით!

წარმოიდგინეთ, რომ თავისუფალი ხართ ნეგატიური ფიქრებისგან და ემოციებისგან, რაც ადრე გწყინდათ, გულს გტკენდათ, იმედს გიცრუებდათ, მათგან გათავისუფლდით, გაუშვით ყველაფერი და ახლა საკუთარი ფიქრების და ემოციების მმართველი ხართ! აცნობიერებთ, რომ თქვენს გარეთ ტკივილს ან დისკომფორტს სხვა ვერავინ და ვერაფერი მოგაყენებთ, ეს კი ძალიან დიდი ძალას გაძლევთ და თქვენი სულიერი სიმშვიდის წყარო ხდება.

ირგვლივ ადამიანები გაღიარებენ, თქვენით აღფრთოვანდებიან, სადაც მიდიხართ, ყველგან ყურადღების ცენტრში ექეცვით, ადამიანებს სურთ თქვენი გაცნობა, თქვენთან საუბარი, მათ აინტერესებთ რა ხდება თქვენში ისეთი, რომ თქვენ ასეთი ბედნიერი, მშვიდი და წარმატებული, რეალიზებული ხართ!

მათ სურთ თქვენგან ისწავლონ, მაგალითი აიღონ და ისინი ბედნიერები, მადლიერები არიან, რომ თქვენ არსებობთ და ხართ!

ეს თქვენ ხართ და ეს თქვენი ცხოვრებაა! ჩვენ კი ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით გზას ამ რეალობის შესაქმნელად.

ინდივიდუალური მუშაობა

თინათინის კლიენტების გამოხმაურება:

ინგოლშტადტი, გერმანია

"მე გავაცნობიერე ძალიან ბევრი სიკეთე, რომელმაც დიდი სიმშვიდე მომიტანა.

მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები და გრძნობები, გაგამხნევოთ და მოგცეთ სტიმული, რომ არ დაიზაროთ თქვენს თავზე მუშაობა.

ჩემი ცხოვრება იმაზე მეტად საინტერესოა ვიდრე იყო და ჩემი დამოკიდებულება ადამიანებთან მეტად თავისუფალი, მშვიდი და უშუალო.

დღეს რომ ასე თამამად ვწერ ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე არის თინის დამსახურება.
თინი, შენ ხარ უდიდესი რესურსების მქონე ადამიანი, რომელიც არის უძლიერესი პროფესიონალი მუდამ მზადყოფნაში, რომ სულ განვითარების ნაკადში იყო. ამიტომ შენთან მუშაობა არის სასწაულად შედეგიანი.

მიუხედავათ იმისა, რომ უმადური არასდროს ვყოფილვარ, ეს რესურსი შენთან მუშაობაში ისე გამიაქტიურდა და გამოიკვეთა ჩემში, რომ ხანდახან ემოციებს ვერ ვმალავ და მინდა ბედნიერებისგან ვიყვირო.
„მადლობა დედიკო, მადლობა მამიკო, მადლობა ჩემო უსათნოესო, ულამაზესო დაიკოებო და ჩემო უკეთილშობილესო ძამიკო, რომ ამხელა სიყვარულს მაძლევთ და თქვენი თვითოეული სიტვით და საქმით გვერდში მიდგახართ მუდამ.
მადლობა ჩემს უანგარო, უთბილეს და უტკბილეს ანას, რომ ბავშვობიდან ჩემს გვერდითაა, ვუყვარვარ და თინი იმ დროს გამომიგზავნა ცხოვრებაში, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა.

მე ვაცნობიერებ, რომ ჩემში არის უდიდესი ძალა, რომელიც ყოველთვის ჩემთანაა.

ეს ძალა არის ჩემი თავის იმედი, სიყვარული, მომავალი, სიმშვიდე, სიკეთე, თვითრწმენა და ნდობა ადამიანების მიმართ.

ეს ძალა არის სრულყოფილი, მიმტევებელი, ძლიერი და მოსიყვარულე.

ეს არის ხმა, რომელიც მიძინებული, მისტიური და ბუნდოვანი ბურუსიდან მაფხიზლებს.

მე მიხარია, რომ ვიცი, რომ ჩემს ძალას არ ეზარება თვალი გაუსწოროს ჩემში არსებულ წინააღმდეგობებს და დამაბრუნოს რეალობასთან.

მიყვარს რეალობა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს მას. დანარჩენი არის გამოგონილი, არამყარი კონსტრუქტი, რომელიც ჩემში გამოიწვევდა მხოლოდ გაუგებრობას და ღელვას.

შინაგანი ძალა არის გამბედაობა გადავლახო ბარიერები, განვითარდე, მივუტევო ჩემს თავს და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს.

ეს ძალა მეხმარება ჩემი ცხოვრების ყოველი დღის ახალი ფურცელი დავწერო მხოლოდ დიდი სიყვარულით, ნდობით, პატივისცემით, პასუხისმგებლობით, სიმშვიდით, ბედნიერებით, კეთილგონიერებით, კეთილგანწყობით, შეცდომების დანახვის და მათი გამოსწორების მზადყოფნით.

მე ვაღიარებ ჩემს თავს და ამისთვის არ მჭირდება არანაირი ინსტრუმენტი, შედარება და შეჯიბრი, იმიტომ რომ ყველა რესურსი არის ჩემში, რომ მივცე ჩემს თავს.

მე ვარ თავისუფალი ჩარჩოებისგან და ადამიანებსაც ვხედავ თავისუფლებს. მე ვხედავ პასუხისმგებლობიან, ერთგულ დედებს და მამებს, მოსიყვარულე და-ძმებს, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ ახალგაზრდებს, უდიდესი გამოცდილების მქონე ბებიებს და ბაბუებს. უანგაროდ შეყვაერბულ წყილებს, ძვირფას მეგობრებს, მხიარულ ბავშვებს, მებრძოლ და ძლიერ ადამიანებს.

მე ვულოცავ ჩემს თავს ამ ძალის აღმოჩენას და ვუსურვებ გამუდმებითი კავშირის შენარჩუნებას სიმართლესთან და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების სიმართლესთან.

მე ვიცი, რომ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ეს ძალა ჩემშია.

მე ძალიან მინდა ყველას გქონდეთ ის განცდები და გაცნობიერებები რაც მე მქონდა. თინისთან მუშაობა არის საკუთარ თავზე მუშაობა, დაფიქრების სწავლა და თვითცნობიერების ამაღლების გარანტია.
ეს არის სიმართლე, სიყვარული, სიმშვიდე,ძალა და საკუთარი თავის რწმენა."

სრულად

სანქტ-პელტენი, ავსტრია

თინისთან მუშაობის შემდეგ, ჩემში შემოვიდა სიმშვიდე და ჰარმონია. აქამდე ჩემი მიზნებისკენ უკან მოუხედავად მივისწრაფოდი და ჩემს თავს, ჩემთვის საყვარელ ხალს ვერ ვამჩნევდი. ჩემს თავს ვტკენდი და გავურბოდი. ეხლა კი ჩემი თავის დანახვა ვისწავლე, ჩემი მიზნისკენ მშვიდი და ნდობით აღსავსე მივდივარ.

შემიძლია შედარება გავაკეთო, რაც სხვათაშორის დღეს გავაცნობიერე. აქამდე ვიყავი ცხენი, ჩემი სხეული იყო ცხენი, რომელასაც მათრახს ვურტყამდი და მთელი ძალით მივაჭენებდი, ვერ ვამჩნევდი რომ უკვე მეტი არ შეეძლო და აი აი წაიქცეოდა. ახლა კი დავინახე ჩემი სხეული, ცხენი როგორი ჯანსაღი და ჯამრთელია, შავი, მუქი ყავისფერი, პრიალა კანით რომელიც გაჭენების გარეშე მიქრის, ჰაეროვნად, მსუბუქად. მიაჭენებს თავის მიზნისკენ დარტყმის გარეშე, არამედ პირიქით თავისით მიქრის.

თინი დამეხმარა მეპოვა ჩემი თავი, ჩემი თავის სიმშვიდე, შემი თავის ნდობა და მოსმენა. დამეხმარა ჩემს ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ჩემს შვილთან ამ მეთოდით ვმუშაობ და ვხედავ როგორ დღითიდღე თავისუფლდება ჩემი შვილი მისი პრობლემებებისგან, როგორ შემოდის მასში ბედნიერება, თავისუფლება და დედის უსაზღვრო ნდობა და სიყვარული. დამეხმარა მეორე შვილთანაც რომელიც ძალიან მგავს და ხშირად ერთმანეთთან ვკამათობდით, დღეს ეს მეტჯერ არ ხდება. დამეხმარა სიყვარულის მიღებაში. ჩემს მეუღლესთან გაუხსნელი კარტების გახსნაში, აქამდე რასაც თითქოს ვერ ვამჩნევდი ან ვცდილობდი არ შემემჩნია და ტვირთად მივათრევდი, ეს ტვირთი ჩამოვიტოვე. დამეხმარა ადამიანებთან ურთიერთობაში, პატიებაში, მიღებაში. დამეხმარა სამსახურში პრობლემების გადალახვაში, ასევე ზოგადად, დღეს არ არსებობს ჩემთვის პრობლემა ან სტრესული სიტუაცია, ფიქრი რომელზე მუშაობის მერე შვებას და თავისუფლებას არ ვგრძნობდე.

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გავხდი მშვიდი, ჩემს თავთან დარჩენის არ მეშინია, არ მეშინია სიმშვიდის, ნდობა მაქვს სამყაროს და უფლის მიმართ. ჩემთავს ვაფასებ და მიყვარს, ვეფერები და ვუსმენ. ეს არის სასწაული ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ჩემშია რომელსაც სხვაგან არ ეძებ.

თინის მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი, რადგან თინი არის პირველი ქოუჩი რომლის დავიჯერე, რომელთანც მისვლა მომინდა და ვენდე. თინი არის სასწაულად გულრწფელი და აქვს სასწაული შინაგანი ძალა. თინი მაგონებს ჩემს ახალგაზრდობას. თინის შეუძლია ადამინის ცხოვრება შეცვალოს და შეცვალოს ეს ყველანაირი ზეწოლის დაჩქარების გარეშე. თინისთან არ არსებობს ტემპი, ტემპი შენშია, შენია. თინი გაძლევს სივრცეს და მასში ცურვის საშუალებას. თინი არის ყვავილი, ლამაზი ყვავილი რომელიც გაფურჩქნვისას მისგვერდით მყოფ ყვავილებსაც აყვავების საშუალებას აძლევს. თუ თინის თაიგულში მოხვდი შენც ხვდები ულამაზესი ჯიშის ყვავილი. ყველას ჩვენი ჯიში გვაქვს მთავარია ის ჩვენი აყვავდეს, ფერი მისცეს და სიცოცხლე. მე თინის დაუფიქრებლად გაუწევ რეკომენდაციას ისე რომ ახსნასაც არ დავუწყებ როგორ და რატომ, მხოლოდ ვეტყოდი რომ მიენდეთ, მიყევით და ის მიგიყვანთ იმ სინათლემდე რომელსაც თქვენ მთელი ცხოვრება ეძებდით.

სრულად

თბილისი, საქართველო

თინი გავიცანი ჩემი ცხოვრების  ძალიან რთულ ეტაპზე,  სირთულეები მქონდა, პირად ურთიერთობაში, მშობლებთან და დებთან ურთიერთობაში,  კარიერაში ვერ ვითარდებოდი, შვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მეუღლის სამსახურის დაკარგვა და კიდევ უამრავი რამ. ეს პერიოდი ძალიან სტრესული  იყო ჩემთვის და სწორედ ამ დროს გავიცანი თინი და მან როგორც მზის სხივმა, შეაღწია ჩემს დაბინდულ გონებაში და გაანათა ის, დამანახა რომ რეალობა ბევრად უფრო კეთილია ვიდრე მეგონა.

ჩვენ ვიმუშავეთ პირად ურთიერთობაზე, შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელშიც თავს ვიდანაშაულებდი და  მან დამანახა რეალობა რა იყო და ის  რაც ტკივილს მაყენებდა, მხოლოდ ჩემი გონებიდან მოდიოდა. მე შემეცვალა შვილთან ურთიერთობა, მე მხოლოდ  შევცვალე ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავად მოხდა. მისი ქცევები სტაბილური გახდა. ეხლა ვიცი თუ ისევ იქნება რამე მხოლოდ საჭიროა ვიმუშაო და ისევ ჩადგება ყველაფერი თავის ადგილზე.  დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით.

თინისთან  მუშაობა არის  უდიდესი საჩუქარი რომელიც შეიძლება თავს გაუკეთო, ამიტომ მე მას რეკომენდაციას ვუწევ. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სულ განვითარების და  სიახლეების მაძიებელი, ის სრულყოფს თავის ცოდნას და ეს უძლიერეს შედეგს იძლევა  მუშაობისას რადგან ის მუშაობის დროს იყენებს უძლიერეს ტექნიკების სინთეზს. მომწონს ის რომ, გრძნობს როდის რა კითხვა გჭირდება, თავს არ გახვევს თავის რჩევებს, შენ თავად პოულობ პასუხებს და აკეთებ დასკვნებს, მიდიხარ პასუხამდე რომელიც გჭირდება იმისთვის  რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო.

სრულად

თინათინ
ბასილაია

  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge