გამოხმაურებები

თინათინის შესახებ

თელავი, კახეთი

"თინი შენ ხარ მზე რომელიც ანათებს და ათბობს... გოგო, რომელიც თავის ნაკადში მოხვედრილ ადამიანებს უდიდეს შინაგან ძალას და საკუთარი თავის რწმენას მატებს და ამ ნაკადის ძალით ამოძრავებს წარმატებისკენ, იმ მწვერვალისკენ, როელიც შენს გამიჩენამდე არც კი ჩანდა. შენ ერთნაირად ათბობ ყველას, ეთნაირად ანათებ და ერთნაირი ძალით ზემოქმედებ მათზე და ეს ზემოქმედება არის იმდენად ტრანსფორმციული და იმდენად ძლირი, რომ ჩვენი ქვეცნობიერი იწყებს საუბარს... ვუსმენთ საკუთარ თავს, საკუთარ სიტყვებს და არ გვჯერა, რომ ეს ჩვენი სიტყვებია, ჩვენი ხმა არის... თითოს რაღაც მიძინებული ძალა იღვიძებს ჩვენში რომლიც განსაკუთრებულს გვხდის, განუმეორებელს და იმდენდ საინტერესოს, რომ ჩვენვე გვიკვირს. და სწორედ მაშინ ხვდები, რომ ბედნიერება, რომელსაც ასე გამეტებით გარეთ ვეძებდით, ჩვენშია, და გრძნობ როგორ ივსები, მეტი ხდები, გრძნობ როგორ იშლები მხრებში, როგორი თავისუფალი და თავდაჯერებული ხდები... ბედნიერება ჩვენს სახეზე, ჩვენს თვალებზე აისახება... ვიწყებთ ბრყინვას, ნათებას და ჩვენს გარშემო ვქმნით უშრეტი ბენიერების ნაკადს.....

თინი შენ ხარ კეთილი ფერია, რომელც ,,ჯადოსნურ სამყაროში " გვამოგზაურებს და რაც მთავარია, ეს ,,ჯადოსნუი სამყარო" ჩვენი რეალობა ხდება..

თინი მადლობა, რომ არსეობ ამ სამყაროში... მადლობა, რომ აირჩიე ცხოვრების სწორედ ეს გზა.... და მადლობა, რომ ასეთი პროფესიონალიზმით უდგები ამ საქმეს...

ყველას გირჩევთ ამ ჩუდო გოგოს ნაკადში მოხვედრას. მასთან შეხვედრა დღესასწაულია, ზეიმია, ფეიერვერკია... თინი ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად აკეთებს და სწორედ ეს ბუნებრივობა ხდის განუმეორებელას. გირჩევთ, თქვენც შეიგრძნოთ თინისთან ურთიერთობის ეს საოცარი დღესასწაული."

სრულად

თბილისი, საქართველო

"თინი დაახლოებით ორი წლის წინ აღმოვაჩინე facebook-ის საშუალებით, სწორედ მისგან მოვისმინე პირველად ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ, ძალიან დამაინტერესა მისმა საუბარმა, ვიდეოებმა, ზოგადად მესიჯმა. შინაგანი ძალის გამოღვიძება სწორედ ისაა, რაც თითოეულ ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება. მას შემდეგ სწორედ თინის ვიდეოებს ვუყურებ აქტიურად და სხვა ფსიქოლოგიური ტიპის ბლოგერებთან შედარებით უფრო მეტად, რადგან მომწონს მისი სტილი, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და ყურადღება. თინი გულისხმიერად და მონდომებით ცდილობს საკუთარი გამოცდილების გაზიარებას და წარმატებითაც გამოსდის. მუდმივი ზრდა და განვითარების სურვილი ძალიან მომწონს მასში, ეს მეც მძენს მოტივაციას და განმაწყობს წარმატებისთვის, რადგან მისი სახით შესანიშნავი მაგალითი მყავს, არამარტო მე, ძალიან ბევრ ადამიანს.

მას შემდეგ რაც ჩემს თავზე მუშაობა აქტიურად დავიწყე, თინი ძალიან დამეხმარა, როგორც თავისი ვიდეოებით, ასევე საავტორო პროგრამით, თავისი ყურადღებით და დახმარების დიდი სურვილით. მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ნამდვილად მისაბაძია და ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო."

სრულად

თბილისი, საქართველო

"რაც შენ აღმოგაჩინე თინი ეს იმხელა შვება იყო ჯერ შენი ლაივ ვიდეოებიდან იმდენი რამ გავაცნობიერე და ისე გავიზარდე პიროვნულად სასწრაფოდ მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ შენს რომელიმე პროგრამაში ჩავრთულიყავი ... შენი აღმოჩენით და ჩვენი ერთობლივი მუშაობით მივიღე ის პასუხები, რასაც სულ ვეძებდი და ვერ გამეგო სად უნდა მეპოვა, საკუთარი თავი აღმოვაჩინე ... ჩემს ნამდვილ" მეს " გავეცანი და საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლე... ვისწავლე, როგორ გავიგო რა მინდა მიხვდე სინამდვილეში და გავარჩიო ჩემი აზრები, ფიქრები სხვებისაგან... გამოვეყო ბრბოს, რომელსაც არსაით მიყავხარ და მხოლოდ ჭაობში გძირავს და განიცდი სრულ დეგრადაციას... გამოვეყო იმ ბრბოს, საზოგადოდ მიღებულ დადგენილ წესებს, უკვე დადგენილი შეხედულებებისგან თუ სტერეოტიპებისგან, კლიშეებს რომლებშიც გვეკარგება საკუთარი აზრი და ვხდებით ყველა და არა ნამდვილი საკუთარი თავი... ვისწავლე ამ ყველაფერს როგორ დავაღწიო თავი, როგორ გავგო ვინ ვარ, რა მინდა, საით მივდივარ, საით წავიდე, რატომ წავიდე და ა.შ
პირველ რიგში საკუთარი თავის..

შენი ნამდვილი " მეს " გაცნობა და აღმოჩენა და მასთან ჰარმონიაში ყოფნაა ჩემთვს მთავარი და როცა ეს უკვე გაქვს შემდეგ ძალიან ადვილი ხდება ყველაფერი... რადგან როცა საკუთარ თავთან აგვარებ ყველა პრობლემას, იხსნი იმ სტრესულ, მცდარ ისტორიებს და თავისუფლდები ყველაფრისაგან და ივსები, იბადები ახლიდან მხოლოდ იმ ფიქრებით, რაც შენთვის მართლა ჭეშმარიტებაა და შენია მხოლოდ და სხვისი არავისი, მაშინ იწყება რეალური, ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბედნიერება, ნამდვილი სიყვარული ყველასა და ყველაფრის მიმართ... და ამ გრძნობას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის...

გავხდი თვითდაჯერებული, შევიყვარე საკუთარი თავი... და მივიღე ის ისეთი, როგორიც არის.. გავიცანი აღმოვაჩინე და მივიღე... სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ყველასა და ყველაფრის შეცვლა ჩემს გარშემო... რადგან რასაც გარეთ ვეძებდი მე მივეცი საკუთარ თავს...

შემდეგ ასეთმა სავსემ და ბედნიერმა რომ დავიწყე სამყაროსთან ურთიერთობა ეს მათზეც აირეკლა და იგივეთი მიპასუხეს... ეს ხომ ისედაც ასეა? ჩვენ ვერ ვხდეავთ ვერაფერს და ვერავის საკთარი თავის გავლის გარეშე... და როცა ჩვენში ყველაფერი მოწესრიგებულია ავტომატურად ყველაფერს აღვიქვავთ ისე, როგორიც არის და არ გვაქვს რეალობასთან კონფლიქტი... ადამიანებსაც აღვიქვავთ ისეთებად, როგორებიც არიან და ვიღებთ მათ...სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რაც შენთან მუშაობაში ყოველთვის იგრძნობა თინი და თითქმის სულ ყოველი ეტაპის თანმდევია " გიყვარდეს ის რაც არის "...

აი აქედან იწყება ნამდვილი ბედნიერება ეს როცა მართლა ესეა... როცა ამ სიტყვების არსს მართლა ჩაწვდები და გაიაზრებ და გაითავისებ... ეს ის გრძნობაა, რაშიც არაფერს გავცვლი...
სრული ჰარმონია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან - აი აქედან იწყება ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა ცხოვრების ყველა ასპექტში ....

თინი პირველი და ერთადერთი ხარ, ვისთანაც სულ ესე უბრალოდ ერთი ვიდეოს მოსმენის შემდეგ მომინდა გაგცნობოდი, შენთან ახლოს ვყოფილიყავი, მომეძიებინა სასწრაფოდ შენი კონტაქტები და შენთან მემეუშავა... შენში ის, რაღაც მართლა შინაგანი ძალა იგრძნობა, რითიც იზიდავ ყველას მაგნტივით.. შენ მართლა ხარ ის პროფესიონალი, რომელიც სულ ვითარდება და სულ პროცესშია და თავის სიახლეებს სულ ნერგავს თავის პროგრამებში..

შეიძლება ერთიდაიგივე პროგრამა დაიწყო ახალი სახელის გარეშე, მაგრამ ის არასდროს არის ერთიდაიგივე. ყოველი შენი ცოდნა გადმოგაქვს და სულ ანახლებ და უფრო და უფრო გვეხმარები ამით...

ყველაზე მეტად, რაც მე ძალიან შთამაგონებს და ყველაზე მეტად რამაც მომანდომა შენთან მუშაობა, არის შენი ასეთი გახსნილობა ყველას მიმართ, შენი ასეთი სიყვარული და უშუალობა ყველას მიმართ, რაც არავის გამოყობს - არც ნაცნობობის გამო, არც რელიგიის გამო და არც რა ვიცი რაღაც სხვა მიზეზების გამო..

შენ ხარ ყველასთან ის რაც ხარ და ყველას თანაბრად უნაწილებს შენს ყურადღებას, ენერგიას, ცოდნას, სიყვარულს... და ბოლოს რამაც შენთან მომიყვანა და ყველაზე მეტად, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების წესით და მიღწევებით თუ შენი მარცხებით და გამოწვევებით ყველასთვის ძალიან ღია და პირდაპირი, ყველაფერს პოსტავ და არ მალავ... საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გვიზიარებ და მუდამ გვანახებ და გვიმტკიცებ შენივე მაგალითებით და გვაჩვენებ, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია, თუ მართლა რაღაც გულით გინდა და ეს რეალობაა და არ არის ზღაპარი...

ამას საკუთარი მიღწევებით გვიზიარებ და გვიმტკიცებ... იმედს გვაძლევ და მოტივაციას... ძალიან შთამაგონებელი ხარ თინი და ეს არ შეიძლება ვინმემ ვერ შეამჩნიოს...

სწორედ ამ ყველაფრის გამო გაგიწევ და გიწევ ყველასთან რეკომენდაციას და ეს არც მჭირდება ხოლმე როცა შენს კონტაქტებს ვაძლევ და ყველაფერს თვალყურს ადევნებენ მათ თავად უჩნდებათ იგივე მიზიდულაბა და სურვილი შენს მიმართ, რაც თავის დროზე მე გამიჩნდა და ეს არავის გაუკეთებია ძალდატანებით არც რეკომენდაცია გაუწევიათ...

უბრალოდ მთელი ცხოვრება მართლა შენ გეძებდი და გიპოვე ესე უბრალოდ თავისით მოგიზიდე ჩემს ცხოვრებაში და ეს ასეც იქნება ყოველთვის...

ძალიან დიდი მადლობა შენ იმ გადაწყვეტილებისთვის, როცა შენ ბაირონ ქეითის სამუშაო შეისწავლე აქ ჩამოიტანე და გაგვიზიარე... ეს მართლა ჩემთვის ამ საუკუნის ის სასწაული აღმოჩენაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო... მაგრამ აქ მთავარი ისაა, თავად შენ ხარ განსაკუთრებული ეს რომ ესე არ იყოს ეს ყველაფერი ვერც გამოვიდოდა ასე კარგად...

უამრავი წარმატება შენ თინი.. შენი წარმატება ჩემი წარმატებაცაა და წინ გადადგმული ძლიან დიდი ნაბიჯი.. რადგან შენი განვითარება ცოდნა და წინსვლა ყოველთვის ისახება შენთან მუშაობაზე, რაც უფრო საინტერესოს და მაშტაბურს გხდის.

ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ გიპოვე, გიცნობ და შენი პროგრამების მონაწილეც ვარ..."

სრულად

თბილისი, საქართველო

ჩემი შედეგები ასეთია; ვარ მეტად თავდაჯერებული,მშვიდი და ჰარმონიული ჩემს თავთან. ვაკვირდები ჩემს ქცევებს, სიტყვებს, ფიქრებთან ფრთხილად ვარ, ვცდილობ სულ ფხიზლად ვიყო და არცერთი წუთი არ გავუშვა ხელიდან, რომ ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო. ვარ უზომოდ მადლიერი და ბედნიერი ამ სამყაროში არსებობით, ყოველი დღით როგორიც არ უნდა იყოს ის.

რაში დამეხმარა? უამრავ შეკითხვას გავეცი პასუხი, სულ ვორჭოფობდი, სულ ვეძებდი რაღაცას, რაც ნამდვილ მესთან დამაბრუნებდა. ვგრძნობ ყოველდღე რამდენი ენერგია მაქვს და დავიწყე უანგარო შრომა. დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო მიზანსწრაფული, პრობლემების მიმართ უფრო მიმღები და გახსნილი. დამეხმარა ჩემი ტავი არ გავაიგივო ჩემს უარყოფით აზრებთან, გამოვიძიო მიზეზები, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, ეს მე როგორ მოვიზიდე.

როგორ შეიცვალა ცხოვრება ჩვენი ერთობლივი მუშაობისას?
მე ხელახლა დავიბადე, ნამდვილად ასეა. ასეთი პროგრესული არასოდეს ვყოფილვარ. დღეს მაქვს დიდი მიზნები და დიდი შესაძლებლობები, მე მჯერა ჩემი თავის, ჩემი უნარების, და რაც მთავარია სამყაროს კეთილშობილების, ვიცი ის ხელს შემიწყობს და გამზრდის უფრო მეტად. დღეს ვარ მადლიერი უდიდესი სიყვარულია ჩემს გულში, უანგარო სიყვარული, ოკეანე ვარ.

რეკომენდაციას ვუწევ თინათის უამრავი მიზეზის გამო, ვეცდები ყველა ჩამოვთვალო:

თინათინი არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ყველას სარკეა, თავიდან რომ ვნახე მისი ლექციები მივხვდი როგორი ძალა ჰქონდა მის სიტყვას, ღიმილს, მომანდომა მეც გავხვდე ჩემი თავის ბესთ ვერსია. ეს უნარი არცერთ ადამიანში არ შემხვედრია, მისი სული რომ გეძახის და გიბიძგებს შენც დაიწყო ცვლილებები.

თინი არის უზომოდ პროგრესული, რაც ნიშნავს რომ მუდამ ისნპირაციულია მისი ქმედებები და გვეხმარება ამ პროგრამის წევრებს სულ ფხიზლები ვიყოთ.
თინის აქვს უზარმაზარი დადებითი თვისება - ესაა გულწრფელობა, ისეთი გულახდილი და ბავშვურია სულ ჩახუტება მინდება გამოხმაურებები))

თინი არის საუკეთესო და თინის გამოსდის შენი სიტყვებით გელაპარაკოს, მარტივად დაგანახოს პრობლემა და მაშინვე გაპოვნინოს ხსნაც.

მოკლედ ბევრი თინი გვჭირდება♥

ქვეყნის წარმატებს ერთადერთი გამოსვალია გაცნობიერებული, მოაზროვნე, ფხიზელი ადამიანების თანაცხოვრება და მათი ჰარმონიული მოქმედება ერთი დიდი მიზნისკენ, ვიყოთ სასარგებლონი,უანგაროდ მოყვარულები, სიკეთის კეთებისკენ მომზირალნი.

ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიძახი ხმამაღლა რომ ბევრმა გაიგოს, შეცვალოს თავისი სამყარო და საბოლოოდ შეცვალოს და გარდაქმნას სიკეთისკენ მსოფლიო."

სრულად

თბილისი, საქართველო

"შენს რჩევას მიყევი და სამუშაო რვეულს ჩავხედე, ვინ ვიყავი პროგრამის წინ. იქედან დაღვრემილმა, ფაზლებად დამტვრეულმა ჩემმა თავმა ამომხედა, პრინციპში, ისეთმა, როგორსაც ვხედავდი ხოლმე სარკეში ყურების დროს ყოველთვის, ნაწილ - ნაწილ, ნატეხ-ნატეხ ადამიანმა. გოგომ, რომელსაც ყოველთვის რაღაც აკლდა, ყოველთვის არ იყო საკმარისი, რომელიც, ხანდახან, სულაც არ მინდოდა, რომ ჩემი ისტორია ყოფილიყო, რომელიც მინდოდა, რომ თავიდან დაწერილიყო.

იცი რა, შენამდე, მეგონა რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ტყუილად ვიცხოვრე, დანაშაულის ტვირთი, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, უკვე იმდენად იყო დამძიმებული ახალი „შეიმინგებით“ რომელიც ჩემს თავს გამოვუწერე სხვების წარმატების თუ ნებისმიერი რამის შემყურემ, რაც მე ოდესმე მდომებია - ყველაფერი, რაც გამაჩნდა არ მეგონა, რომ მე გამომივიდა და მე გავაკეთე.

არა, ვაჭარბებ, კი მეგონა, მაგრამ ხანდახან, ნათელი გონების დღეებში, რომელსაც ძალიან ვცდილობდი, დამემახსოვრებინა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა ჩვეულებრივი მელანქოლიის კვირების და თვეების კოლონაში. ფიზიკურად არ მამახსოვრდებოდა, როგორი იყო.

ახლა იმ მდგომარეობაში ვეღარ წარმომიდგენია, როგორ ვიარსებე, როგორ ვიყავი, როგორ გადავრჩი, როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი.

არ ვიცი, ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარ თავზე ასე იძალადოს.

სულ უკან ვაყენებდი თავს, არავისი სიყვარულის არ მჯეროდა, ლოგიკურად მეჩვენებოდა, თუ ვინმე გულსატკენს მეტყოდა ან გულს გამიტეხდა, ეს იყო ნორმა, რომელიც სულ მიმართლდებოდა და აქედან მივდიოდი საკთარი თავისთვის ახალი დანაშაულის გამოწერისკენ, რომ მიამიტი ვიყავი და ასე იმიტომ დამემართა.

მიკვირდა, ადამიანები რომ მოდიოდნენ და რჩებოდნენ, რომ არ მტოვებდნენ, რომ არ მღალატობდნენ და სულ ველოდებოდი, შიშით ველოდებოდი, რომ ეს მოჩვენებითი ბედნიერება დამთავრდებოდა ერთ დღეს.

მთელი ჩემი ფსიქიკა მიმართული იყო იქეთკენ, რომ მობილიზებული ვყოფილიყავი, იმ დღისთვის, როცა რამე ცუდი მოხდებოდა. თუ არ ხდებოდა, ეს იყო კალენდარში კიდევ ერთი დღე უსიამოვნების გარეშე - პწიჩკით.

ყოველთვის ფენიქსის სიმბოლოს ვადარებდი ჩემს თავს, ბევრი ბრძოლით და ბევრი კვლევა-ძიებით რომ ვძლევდი მტკივნეულ მოვლენებს, მაგრამ რეალურად ამ პროგრამის მერე მივხვდი რას ნიშნავს რეალური ტრანსფორმაცია, ჩამოიშორო ყველაფერი რაც იყო და დაიბადო თავისუფალ ადამიანად, მძიმე და დამთრგუნველი მეხსიერების გარეშე, პროგრამის გარეშე, რომ მე იმავე გზის გავლა მომიწევს, ისევ დაწვა და ისევ ახლიდან დაბადება, რომ ეს ჩემი კანონზომიერი გზაა, რომ მე მუდამ აღმადაღმა სიარულში ვიქნები. წარსული ისევ არის ისეთი, როგორიც არის, მაგრამ აღარ არის შავთეთრი. ეს არის რეალური განსხვავება.

შემიძლია არ დავამთავრო, იმდენი ვწერო. მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ რასაც მე მივაღწიე ეს არის:

საკუთარი თავის მიღება, სიყვარული.

საკუთარი ისტორიის მიღება და სიყვარული.

დანაშაულის გრძნობის მოცილება.

განვითარებაში უდიდესი ნაბიჯები, წინა წლების წონის ერთად.

სიხარულის განცდა "ბექგრაუნდის" გარეშე.

სიყვარული საკუთარი რწმუნებულებების გარეშე. სხვა ადამიანის სიყვარული შვილის, მეგობრის, ქმრის თუ მშობლის ისეთების, როგორებიც არიან.

მათი ქმედების მიღება ისეთის, როგორიც მათი მაქსიმუმია იმ კონკრეტულ მდგომარეობაში.

ვაჟა ფშაველას გველისმჭამელივით დამემართა, სამყაროს ენა მესმის, ადამიანების ენა მესმის. ეს არის უდიდესი ბედნიერება. მე აღარ ვლაპარაკობ მათ მაგივრად, მე აღარ ვფიქრობ მათ მაგივრად, მე მათ ვისმენ და საკუთარი გონების ზუზუნი არ მიხშობს ხმებს.

ეს არის სიხარული. მართლა.

რა ბედნიერება ყოფილა სხვისი დანახვა საკუთარი ჩრდილის გარეშე.

სიცხადე, როდესაც ადამიანი ამბობს საწყენს, ის საკუთარ თავს უსადაგებს ამ ტრავმულ თქმას და მე საერთოდ არ მიკავშირდება.

სიმშვიდე, აღარ ვეძებ მოწყენაში თავშესაფარს.

ენერგია, აზროვნება, მკაფიო ხედვა აქ და ახლა მდგომარეობის.

ზუსტი პასუხების პოვნა, დასმულ კითხვებზე, რადგან აღარ მიშლიან ხელს დაჯერებული მაჯლაჯუნა ფიქრები.

საკუთარ თავთან დაბრუნება, ოჯახთან, შვილებთან.

თინი, მართლა შემიძლია, დილამდე ვწერო.

პ.ს. რეკომენდაციას რაც შეეხება, თავად მეკითხებიან სად "დავწყნარდი" ასეო, რომ მოვიდნენ  😀 იმედია, ისინიც იპოვიან გზას შენამდე.

ჩემთვის ეს არის ყველაფერზე სუფთა ინდიკატორი, ვფიქრობ, შენთვისაც ასე იქნება  <3"

სრულად

თბილისი, საქართველო

"დღეს დილით გავიღვიძე და ჩემი მეუღლე ჩემს გადაწყვეტილებას რაღაც საკითხთან დაკავშირებით არ იღებს, ვერ იგებს  და უცბად დავდარდიანდი, რადგან ამ საკითხში მისი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტირე: მინდოდა მეგრძნო მისი სიძლიერე მისი გვერდში დგომით, რომ მეც გავძლიერებულილყავი.

მაგრამ უცბად მივხვდი, გამინათდა რომ ეს სიძლიერე ჩემშია და ეს ვიგრძენი. ვერ აგიღწერთ ეს როგორი შეგრძნება იყო! საოცარი სიძლიერე ვიგრძენი საკუთარ თავში და მხარდაჭერა საკუთრი თავის. ის თუ ვერ მიხვდება ეს მისი საქმეა გავიფიქრე და ავდექი ცრემლები მოვიწმინდე და კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს, მართალია არ მინდა მეორე ადამიანს ვაწყენინო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მე რა მინდა აი ამაზე დავფიქრდი, ის თუ ვერ გამიგებს ეს მისი საქმეა. დავრწმუნდი რომ სწორედ ეს მინდა, რაც გადავწყვიტე და როგორც გადავწყვიტე რომ მოვიქცე.

აი სწორედ ეს ძალა მაპოვნინე თინი შენ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ! როცა პროგრამაში პირველად ჩავერთე მაშინაც დამეხმარე ძალიან და ეს დღემდე გრძელდება, ფეხზე დამაყენე და მსხვერპლის როლიდან მასწავლე როგორ უნდა გამოვიდე, როგორ ავიღო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგელობა ეს ყველაფერი შენგან ვისწავლე და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. თვითგანვითრება მასწავლე, როგორც დედა ასწავლის შვილს თვითაღზრდას, ოღონდ ეს როცა ხდება სწორი გზით. სწორედ ამ გზაზე ვდგავარ შენი დამსახურებით!

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ჩევნი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ვიპოვე საკუთარი თავი ნელ-ნელა, მაგრამ იმ ტემპით, რაც მე შემეფერება. და ვგრძნობ რომ საოცარმა ძალამ გაიღვიძა ჩემში, ძლიერი საყრდენი საკუთარ თავში ვიპოვე და გარეთ აღარ ვეძებ.

შენთან ერთად მუშაობა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დამეხმარა, დამეხმარა წარსულთან ის უსასრულო ძაფები გამეწყვიტა, რაც ასე ძალიან მიშლიდა ხელს წინსვლაში. ახლა თამამად ვაბავ ამ ძაფებს მომავალთან. ორიენტირებული ვარ აწმყოზე და მის მიღებაზე ისეთად, როგორიც არის ის. შენი დამსახურებით ვაპატიე სხვებს და საკუთრ თავს ძალიან ბევრი რამ, რაც ასე ძალიან მბოჭავდა და არ მაძლევდა განვითარების საშუალებას.

დამეხმარე რომ ჩემი შინაგანი გაყინული მე გალმღვალიყო და დაეწყო სითბოს და სიყვარულის მიღება და გაცემა. რეალობის აღქმა იმ საოცარი ინსტრუმენტით, რასაც „სამუშაო“ ქვია და ის  დამიტოვე როგორც  უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც მუდამ ჩემთან იქნება და ყოველთვის დამეხმარება.

რეკომენდაციას გიწევ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ ხარ ადამიანი რომელსაც თავის საქმე ძალიან უყვარს. აქ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ უფრო კარგად რომ გაიგოს ყველამ ვიტყოდი, რომ შენ ხარ პროფესიონალი შენი საქმის, შენ ხარ ნამდვილად შინაგანი ძალის ექსპერტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ, რაც რა თქმა უნდა შენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს. შენ ხარ ძალიან მიმღებელი, მეგობრული და კეთილი ადამიანი რაც ასევე ძალიან აუცილებელია შენს პროფესიაში."

სრულად

შტუტგარტი, გერმანია

"თინი თანამედროვე სპეციალისტია, რომელიც მუდმივად განვითარების და ახალი მეთოდების ძიებაშია. ის ქართველებს აძლევს შანსს, ფეხი აუწყონ თანამედროვე ფსიქოლოგიას და გაეცნონ ძალიან ეფექტურ ფსიქოლოგიურ ტექნიკებს თუ პროგრამებს.

თინისთან მუშაობა დამეხმარა, უკეთ გამეცნო საკუთარი თავი, რომელსაც 37 წელია დავატარებ, მაგრამ ნებისმიერ მეგობარზე ცუდად ვიცნობდი. აქედან გამომდინარე სულ მქონდა ფორიაქი და განცდა, რომ ხილული და ობიექტური პრობლემების გარდა კიდევ არის რაღაც, რაც მაწუხებს, მთრგუნავს, საკუთარ თავში მკეტავს და არ ვიცოდი რა იყო ეს. მასთან მუშაობამ მომცა საშუალება, უფრო კარგად გამეანალიზებინა, როგორ უნდა დავეხმარო საკუთარ თავს, როგორ ვიმუშაო საკითხებზე, რომელიც მაწუხებს და რა გავაკეთო მისი კარგად ყოფნისთვის.

თინის მუშაობის სტილი ძალიან უშუალოა. მისი მეთოდი: ეფექტური და ამავე დროს მარტივი მისახვედრი. რამდენიმე სესიაც საკმარისი იყო, სულ სხვა კუთხით შემეხედა და მეტად დამეფასებინა საკუთარი თავი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მივხვდი, მე შემიძლია შევცვალო ჩემი ფიქრები, რომელიც არაფერში მჭირდება და ჩავანაცვლო ისინი ბევრად მეტი სიკეთის მომტანი აზრებით.

ფიქრები, რომლებიც წარმოგაჩენენ მსხვერპლად და სუსტად, თინისთან მუშაობისას სადღაც მიდიან და შემოდიან თავდაჯერებული, ძლიერი აზრები, რომლებიც გაჩვენებენ, რომ ბევრად ნაყოფიერია საკუთარ თავზე მთლიანად შენ აიღო პასუხისმგებლობა. ასე ხდები შენი თავის საუკეთესო მეგობარი. ამას მოაქვს ისეთი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, ისე გჯერა შენი თავის, რომ გსიამოვნებს და გიხარია მასთან ურთიერთობა. ეს კი წარმატების წინაპირობაა.

მე მანამდე რამდენიმე ფსიქოლოგთან მიმუშავია და ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის წინ თინის შესახებ გავიგე. ეს გოგო დიდი საჩუქარია ქართველებისთვის და არა მარტო.

ის ხშირად ამბობს, რომ მისი მისიაა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის პოვნაში და ის ამას უკვე წარმატებით აკეთებს. შინაგანი ძალაა, რაც თანამედროვე ადამიანს ძალიან ჭირდება და რომლის გარეშეც თავს დაკარგულად, შეუმდგრად გრძნობს. თინის კი აქვს ნიჭი, ხელი ჩაგჭიდოს და იმ გზაზე დაგაყენოს, სადაც ენერგიის მოზღვავებას და საკუთარ ძალას იმ დოზით იგრძნობ, რომ გაჩერება აღარ მოგინდება. პირიქით, სიახლეების და განვითარების გზებს დაუწყებ მშვიდად და აუღელვებლად ძებნას.

შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა კი ჰაერივით აუცილებელია წარმატებისთვის.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს უკეთ გაიცნოს, შეიყვაროს და დაუმეგობრდეს საკუთარ თავს, დაინახოს გზები, საკუთარ თავში აღმოაჩინოს უხილავი ძალები და შეიგრძნოს, რომ მას შეუძლია თავად მართოს ცხოვრება, ვურჩევ თინისთან მუშაობას."

სრულად

გერმანია

"პირველი შედეგი ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ მივიღე, არ დამავიწყდება ეს პროცესი რომ დაიწყო ჩემში და სიღრმეში შევედი დავინახე მთელი კავშირი ჩემსა და გარე სამყაროს შორის, განმეორებადი სიტუაციები, ის თუ როგორ ვიზიდავდი ამ ყველაფერს და რომ ეს ყველაფერი ჩემში ხდებოდა და არსად სხვაგან. ამ დროს თითქოს ჩემს გარშემო არსებული ბუშტი გასკდა, რომელშიც ვიყავი მე გამოკეტილი დ საოცარი შეგრძნება იყო.

რაც შეეხება ამ პროგრამას, რომელიც შენი დამსახურებით და შრომით ასეთი ნაყოფიერია, ჩემი ცხოვრება შეცვალა და ყველაზე ძვირფასი მაპოვნინა - ჩემი თავი. ჩემს ბავშვობასთან შემარიგა და სამყაროსთან კავშირი აღმიდგინა. ამაზე მეტი შედეგი არ ვიცი რა უნდა მიმეღო, რაც მვიღე ამ პროგრამისგან.

რეკომენდაციას გაგიწევდი იმიტომ რომ ძალიან ღრმად გვახედებ საკუთარ თავში, არ გვარიგებ, ზედმეტ ინფორმაციას არ გვაწვდი, ზუსტად იმას გვაძლევ რაც გვჭირდება, გვეხმარები ჩვენ თვითონ აღმოვაჩინოთ ჩვენი სიმართლე, ჩვენი ჭეშმარიტება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე პირადად შენ დამანახე ჩემში ის თამუნა, რომელმაც იცის სიმართლე და არ სჭირდება ეს ვინმესგან მოისმნოს, უბრალოდ მასწავლი თვითონ როგორ მოვუსმნო ჩემს თავს, თვითონ როგორ გავუგო და მივიღო ჩემი თავი. ანუ ჩვენში აღვიძებ პირად ფსიქოლოგს, ადამიანს რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია დავეყრდნოთ და ის დაგვეხმარება, ამის პოვნაში გვეხმარები საკუთარ თავში.

და ამას აკეთებ სიყვარულით, მეგობრობით, ძალიან უშუალოდ და ბუნებრივად.

საოცრება ხარ."

სრულად

თელავი, კახეთი

"თინისთან მუშაობა დამეხმარა ძალიან ბევრ რამეში, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი რაცაა ვიპოვე და შევიყვარე საკუთარი თავი. სანამ თინის შევხვდებოდი და ჩავერთვებოდი მასთან სამუშაოს პროცესებში, ვიყავი შინაგანად დათრგუნული, მქონდა უამრავი კომპლექსი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაფასებდი, ყოველთვის სხვა ადამიანებს, მათ გრძნობებსა და ინტერესებს ვაყენებდი პირველ ადგილზე და ვთვლიდი, რომ ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, ამის გამო ვერც სხვა ადამიანებისგან ვიღებდი დაფასებას და მადლიერებას.

მას შემდეგ რაც თინი და სამუშაო ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, რადიკალურად შევიცვალეთ მე და ჩემი ცხოვრება. თინისთან მუშაობა დამეხმარა თავდაჯერებულობის შეძენაში, მისგან ვისწავლე როგორ გავმკლავებოდი ნებისმიერ პრობლემას. თინისთან მუშაობის პირველი დღიდან ვგრძნობდი მის სითბოს, თანადგომას და იმ საქმის სიყვარულს, რასაც აკეთებს. ვისაც თინისთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ყველა დამეთანხმება, რომ ის სტიმულია თითოეული ადამიანისათვის."

სრულად

თბილისი, საქართველო

თინისთან მუშაობა დამეხმარე იმაში, რომ დედას გამოვუტყდი და დაველაპარაკე. მისგან ძალიან დიდი სითბო წამოვიდა და ეს სითბო განმაკურნებელი იყო. დამეხმარა დამენახა ის, რომ საჭიროა ემოციების გამოხატვა და იმის კეთება რაც გვიყვარს.

დედასთან უფრო გახსნილი გავხდი და ვცდილობ კითხვაზე „რა მოხდა დღეს“ პასუხი „არაფერი“ არ ვთქვა. ადამიანს, რომელმაც გული მატკინა ვაპატიე და დავინახე რომ სინამდვილეში მე ჩემ თავს ვატკინე.

რეკომენდაციას გაგიწევდი იმიტომ, რომ ძალიან ქარიზმატული ხარ. შენი ღიმილი იმდენ სიხარულს იტევს და ჩვენკენ „ჩუდოებს“ აგზავნის, რომ ენით აღუწერელია. პიროვნული თვისებების გარდა, შენ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი ხარ."

სრულად

საქართველო, თბილისი

"თინი არის თავისი საქმის პროფესიონალი, მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე და ეს ძალიან იგრძნობა მუშაობის პროცესში. ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო მასთან მუშაობა, ჩემი მსოფლმხედველობა ძალიან გაიზარდა და შესაბამისად სხვაგვარი გახდა სამყარო ჩემს გარშემოც.

მანამდე გარე სამყაროში და სხვა ადამიანებში ვეძებდი წარუმატებლობის მიზეზებს, ვბრაზობდი სხვებში დანახულ ნეგატიურ თვისებებზე, სამუშაოს შემდეგ კი მივხვდი, რომ ის მიზეზები, რასაც გარეთ ვეძებდი, თურმე ჩემში ყოფილა, რამაც ძალიან გამიმარტივა საკუთარი თავის და შესაბამისად სხვა ადამიანების მიღება, შესაბამისად ცხოვრებაც ძალიან გამარტივდა.

დიდი მადლობა თინის ამისთვის."

სრულად

ლატვია, რიგა

"თინათინს რეკომენდაციას გავუწევდი, როგორც ძალიან გახსნილ, გულმოდგინე, მხარდამჭერ ფასილიტატორს. ის ქმედებებზე და განვითარებაზე ორიენტირებულია. თინათინმა  უმოკლეს დროში უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც იმას ამტკიცებს, რომ მას უდიდესი სურვილი აქვს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს "სამუშაო."

"I could recommend Tinatin as very open, diligent, supportive facilitator. She is action and development orientated. As my study mate Tinatin made huge development progress in very short time which is prove to her huge willingness to bring the Work to more people."

სრულად

საქართველო, თბილისი

"თინი, როგორც ამბობენ "ცოდნა არის ის რასაც გასცემ და თავად არაფერი გაკლდება". იშვიათად შევხვედრივარ პროფესიონალებს რომლებიც ბოლომდე ცდილობენ საკუთარი ცოდნის გაზიარებას, მუდამ ცდილობენ, თითქოს საკუთარი ეგოიზმის დასაკმაყფილებლად დაიტოვონ, ცოდნის ნაწილი, რომელიც "მხოლოდ მათ იციან" და ამით კმაყოფილები არიან. შენთან მუშაობის პროცესში შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მართლა მისიას ასრულებ რომ გასცე უსაზღვრო ცოდნა, გამოცდილება და მხოლოდ ამით მიიღო სიამოვნება."

 

სრულად

საქართველო, თბილისი

"საოცრად სასიამოვნო ენერგეტიკა მოდის თინისგან, პოზიტიური. პირველად მისმა ვიდეო ჩანაწერმა დამაინტერესა, მოვუსმინე თუ არა მივხვდი ეს იყო ის, რაც იმ ეტაპზე ძალიან მჭირდებოდა, ჩავერთე ონლაინ პროგრამაში ”გააღვიძე შინაგანი ძალა” და მივიღე უამრავი გათვიცნობიერება, აღმოვაჩინე საკუთარი თავი სხვა კუთხით და გამიჩნდა მეტი მოტივაცია მიმეღო ის, რაც ჩემი სულის ჰარმონიისთვის იყო საჭირო. ამ პროგრამაში ჩართულობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას საკუთარ თავთან, აღმოაჩენ რომ შენში არის ნამდვილად ის შინაგანი ძალა რომლის გაღვიძებაც ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია. ბაირონ ქეითის სამუშაოს დახმარებით გავიაზრე რომ ფიქრები რომლებიც ჩვენ გვიტრიალებს არის მხოლოდ ჩვენი და ის შეიძლება არ შეიცავდეს რეალობას, აღმოვაჩინე პრობლემები რომლებიც მხოლოდ ჩემი შეხედულებით იქმნებოდა პრობლემად."

სრულად

გერმანია, ვალტენჰოფენი

ჩვენი მუშაობის დროს ვიგრძენი, რომ კარგი მსმენელი ხარ. პატივისცემა ვიგრძენი და ადვილი იყო შენი ნდობა, რომ შესამაბისად დაიცავდი სივრცეს. აგრეთვე, შენ გამოსცემ ლამაზ, პოზიტიურ, ცქრიალა ენერგიას. ვიგრძენი, რომ "სამუშაოთი" ნამდვილად აღფრთოვანებული ხარ და მისით შენც ენთუზიაზმით ცხოვრობ.

სიყვარულით, ქრისტიანი"

"during our work I experienced you as a good listener. I felt respected and it was easy to trust you that you will hold the space properly for me. And you radiate a beautiful positive, sparkling energy, too. I felt that you are really excited about The Work and live it for yourself enthusiastically.

Love Christian"

სრულად

ამერიკა, კალიფორნია

"თინათინი საოცრად გულწრფელი და კონცენტრირებულია. მუშაობის პროცესში ის გაძლევს სიყვარულით სავსე, უსაფრთხო სივრცეს და ყოველ მომენტში მხარს მიჭერს, როდესაც ჩემი სიმართლის აღმოსაჩენად ვმოგზაურობ. ის ჭეშმარიტი პროფესიონალია და სიღრმისეულად წვდება მედიტაციის ღრმა ბუნებას და ჩემი ფიქრების გამოკვლევას, რომელსაც ცხოვრებას ცვლის. სამუდამოდ მისი მადლიერი ვიქნები.

საუკეთესო სურვილებით და სიყვარულით, რაიანი."

"Tinatin is tremendously sincere and present.  In inquiry, she holds a loving and safe space, supporting me every moment as I travel towards my Truth.  She is truly professional and has a clear understanding of the profound nature of meditation and the life-changing effects of questioning my thought.  I am forever grateful for her Being.

All the best, love, Ryan."

სრულად

საქართველო, თბილისი

"ქოუჩინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევს ადამიანს, საკუთარ თავში გააცნობიერო ისეთი რაღაცეები, რაზეც არც არასოდეს გიფიქრია და არც წარმოგიდგენია, რომ შენში არის… არადა იმხელა პოტენციალს ვფლობთ თითოეული ჩვენგანი იმისა, რომ მივიღოთ ჩვენთვის საოცნებო ცხოვრება, რომ ქოუჩინგამდე არც კი დაგვესიზმრება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, თინი, იმ უუუუმაგრესი სესიისთვის, რაც გავიარეთ… ჩემი A წერტილი იყო დაბნეულობა და ქაოსი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მუშაობა დავიწყეთ და ერთი საათის შემდეგ თინიმ მიმიყვანა B წერტილში, რომელიც იმდენად ცხადია და ნათელი, რომ სიამოვნებით გადავდგამ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რაც ასევე, თინის დახმარებით აღმოვაჩენინე საკუთარ თავს  ყველას ყველას ყვეელას გირჩევთ, არ გაუშვათ ეს შანსი და ქოუჩინგს გაუსინჯოთ გემო, დარწმუნებული ვარ უდიდეს შედეგებს დაუდებთ საკუთარ თავს… ფანტასტიური ქოუჩი ხარ. უდიდეს წარმატებებს გისურვებ და მადლობა კიდევ ერთხელ :* მიყვარხარ ♥♥♥”

სრულად

საქართველო, თბილისი

"ჩვენნმა ურთიერთთანამშრომლობამ, მე ასე დავარქმევდი, იმ პროცესს რასაც თინასთან ერთად გავდივარ, მიბიძგა ღრმა შინაგანი სამუშაოსკენ, თავად „სამუშაო“ არის ამის გარანტი, თუმცა ძალიან კომფორტულია თავად თინასთან მუშაობა და ამის საწინდარი პირველ რიგში არის ის ნდობა რაც არ შეიძლება მის მიმართ არ იგრძნო. ფანტასტიურად მოწოდებული მასალა, ადვილად აღქმადი და რაც მთავარია სასარგებლო „სამუშაო“, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში და ნაბიჯ-ნაბიჯ გააღვიძა ის თვისებები და უნარები, რომელიც მეგონა, რომ არ მქონდა. მე მაქვს პატარ-პატარა გამოცდილება სხვა ექსპერტებთან მუშაობისა და თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ თინიმ მოახერხა ჩემი „დაბმა“ ამ კონკრეტული ტექნიკისა და თავად მისი ფანტასტიური ენერგეტიკის, პოზიტივის და გახსნილობის წყალობით. როდესაც მას ვუსმენ - მე მჯერა! რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არა მხოლოდ მე დავრჩე მასთან და გავაგრძელო „სამუშაო“, არამედ სხვასთანაც თამამად გავუწიო რეკომენდაცია."

სრულად

საქართველო, თბილისი

"სპეციალურად გავიყვანე რამდენიმე დღე სესიის შემდეგ, რათა გადამეფასებინა ყველაფერი და ნაკლები ემოციებითა და მეტი კონკრეტიკით გაჯერებული, ობიექტური გამოხმაურება გამომსვლოდა.
უკვე 7 წელია ამ ნიშაში ვსაქმიანობ და პირდაპირ გეტყვი, რომ წარუმატებელი გამოცდილებისა და რამდენიმე იმედგაცრუების გამო, ვერიდებოდი ქართველ ტრენერებთან, როგორც კლიენტი ურთიერთობას [სამწუხაროდ, ამ მხრივ ჯერ ძალიან ღარიბია ჩვენი ბაზარი].
როდესაც შენი პოსტი დავინახე, თავიდან ისე ჩავუარე – გავატარე  მაგრამ შემდეგ რაღაც ვიგრძენი შიგნიდან, რამაც დამაბრუნა და მონაწილეობის მიღების სურვილი გამომათქმევინა.
მოკლედ, ეს რაც შეეხებოდა შესავალს, ახლა კი თავად სესიაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა
ინფორმაციულ დონეზე, როგორი კომპეტენტურიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მისი თავდაჯერებულობა და ცნობიერების დონე დაბალია ის ვერანაირ შედეგს ვერ მისცემს ადამიანს. შენმა თავდაჯერებულობამ და ცნობიერმა მდგომარეობამ კი, არა თუ გამაოცა, არამედ ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა ჩემს ტრანსფორმაციაზე – კონკრეტულად იმ და არა მხოლოდ იმ საკითხში, რომელზეც ვიმუშავეთ.
ეს ერთი… მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესიონალ ქოუჩინგში – ეს არის მიუკერძოებლობა და არადირექტიული ქოუჩ-პოზიცია, რაც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია და პერსონალური განვითარების უმაღლეს დონეს მოითხოვს ადამიანში და ეს ყველაფერი შენში საკმაოდ მაღალი დოზით არის.
და ბოლოს, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მთავარი… შენ შეძელი და ისე გაართვი ამ ყველაფერს თავი, რომ ერთი წამითაც არ დაგიტოვებია შენი ქალური საწყისი და არ გადასულხარ მამაკაცურს საწყისში, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქალი კოლეგების 99% არ გამოსდის და კაცურად უძღვებიან ტრენინგებსა და სხვადასხვა პროექტებს.
გეტყობა, რომ ეს შენი თემაა და იმდენად დიდ სიამოვნებას იღებ პროცესით, რომ შედეგებიც ფენომენალური გექნება – როგორც შენ, ასევე, შენს კლიენტებს.

ბოლოს კი, ვინც მიცნობს და სჯერა ჩემი, მინდა ვურჩიო: მეგობრებო, ვისაც გსურთ საკუთარ თავში არათუ კოსმეტიკური, არამედ გენერალური “უბორკის” ჩატარება, თვითგამორკვევა და ყველაფრის ლამაზად, თაროებზე დალაგება, მიმართეთ თინის, გაიარეთ მასთან გრძელვადიანი პროგრამა და ნუ დაგენანებათ ნურცერთი თეთრი, რომელსაც გადაიხდით. იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილი პროფესიონალის ხელში იქნებით, რომელიც ექსტრა-კლასის დონეზე გაართმევს თავს თქვენს A პუქტიდან B პუნქტისკენ ცნობიერ მოგზაურობას.
მე გადავწყვიტე, უახლოეს მომავალში გავიარო შენთან გრძელვადიანი ინდივიდუალური პროგრამა.
სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT"

სრულად

თურქეთი, ბოდრუმი

"თინათინი "სამუშაოს" არაჩვეულებრივი ფასილიტატორია. ის ძალიან გახსნილი, კონცენტრირებულია და ემპათიის, თანაგრძნობის საოცარი უნარი აქვს. ფაცილიტაციის პროცესში, ის თავის სამუშაოსაც ასრულებს, ამიტომ  შებრუნებების დროს, როდესაც ეს საჭიროა იყო, ჩემთვის ძალიან სასარგებლო ვერსიებს მთავაზობდა. მისი ქარიზმატული პიროვნება  და მჩქეფარე ბუნება, დიდი ენთუზიაზმი მას დიდებულ ფასილიტატორად ხდის.

დიდი სიყვარულით, მელეკი."

"Tinatin is a Great Facilitator of the Work. She is very open, present, empathetic and compassionate. She does her own work while she facilitates so her suggestions for turnarounds when needed are very helpful. One needs space and presence when it comes to be facilitated and she offers plenty of both. Her charming personality and bubbly nature adds to her enthusiasm as a great facilitator.

Lots of love Tinatin"

სრულად

საქართველო, ქუთაისი

თინი გავიცანი ნიკოლაი ლატანსკის საიტზე. მომეწონა ამ ადამიანის გულწრფელობა, ყურადღება მხარდაჭერა. ეს ჩემთვის რთულ პერიოდში მოხდა, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა, დეკემბერში ჩავერთე მის ონლაინ პროგრამაში. ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ვიცნობდი, მაგრამ დამოუკიდებლად მიჭირდა სიღრმეებში ჩასვლა. თინისთან მუშაობისას იგრძნობა მისი მხარდაჭერა და სანდოობა, ეს მთავარია ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესრულებისას. თინი თბილი, ყურადღებიანი, სანდო ადამიანია. მასთან მუშაობისას საკუთარი თავის პატივისცემასაც და დიდ მხარდაჭერასაც იგრძნობთ.

რაც შეეხება ბაირონ ქეითის "სამუშაოს" - ძლიერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საკუთარ თავში მოიპოვოთ თავისუფლება, ნამდვილი ბედნიერების შეგრძნება. მუშაობით დაინახავთ თუ როგორ ჩარჩოში ჩასმულია ჩვენი გონება და მას სხვაგვარად ფიქრი არ შეეძლო. "სამუშაოს" შესრულების პროცესში აღმოაჩენთ, რომ არავინ და მითუმეტეს არც თქვენ დამნაშავე ან ცუდი არ ხართ. სულ სხვა თვალით შეხედავთ ადამიანებს, ახლობლების ქცევა გასაგები გახდება და რაც მთავარია ეს თქვენი, საკუთარ თავთან დაბრუნების, დიდი და ძალიან საინტერესო გზის დასაწყისი გახდება. ყველას გისურვებთ ამ შინაგანი ბედნიერების მოპოვებას, რაშიც თინი ნამდვილად დაგეხმარებათ."​

სრულად

საქართველო, თბილისი. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი "პიკი"

“თინი ბასილაია – ძალიან მაგარი გოგო! თქვენ კიდევ ბევრჯერ გაიგებთ მის სახელს."

სრულად

უკრაინა, კიევი

"დიდი მადლობა დახმარებისთვის თინა! მე ვიცოდი, რომ შენ ძალიან ყოჩაღი იყავი, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ შენ არაჩვეულებრივი ქოუჩი ხარ!"

სრულად

საქართველო, თბილისი

"მეგობრებო, თინისთან ინდივიდუალური სესიის შემდეგ მინდა ჩემი დადებითი ემოცია გამოვხატო, რამეთუ ეს იყო მეტად ნაყოფიერი მუშაობა ნამდვილ პროფესიონალთან, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთან. ნაყოფიერი იყო იმიტომ, რომ თინის, თავისი ვირტუოზული ტექნიკების წყალობით, მიჰყავხარ შედეგამდე. შედეგი კი ნამდვილად გაგაოცებთ. რაზეც საერთოდ არ მიფიქრია და აზრადაც არ მომივიდოდა, თუ არა ახალი გაცნობიერება ვერასოდეს მივხვდებოდი. ასე, რომ ვისაც რაიმე პრობლემა გაქვთ და პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, სჯობია მიმართოთ პროფესიონალს, ასეთი კი გახლავთ ჩვენი განუმეორებელი თინი."

სრულად

საქართველო, თბილისი

"ცხოვრებაში პირველად, მთელი გულით მომინდა საქვეყნოდ გავაკეთო კომენტარი და გამოვხატო უდიდესი მადლიერება თინის მიმართ. ამ ადამიანმა დღეს მოახდინა საოცრება, გადამიყვანა აბსოლიტურად სხვა სამყაროში და ერთი სესიით მოხსნა ალბათ 10-ზე მეტი პრობლემა ერთდროულად. ასეთი ტრანსფორმაციული სესია არასოდეს მინახავს არც სხვაზე და მე მითუმეტეს არ განმიცდია.უდიდესი მადლობა თინის. ეს ადამიანი შედგა როგორც სერიოზული პროფესიონალი, რომელსაც თავისი პროფესიონალიზმით, გულისხმიერებით, მონდომებით და უდიდესი ცოდნით საოცრებების კეთება შეუძლია.თინი, შენ სულ მალე გახდება საქართველოში ცნობილი ფსიქოლოგი და იმედია ჩემთან სამუშაოდ ყოველთვის მოძებნი დროს.მადლობა რომ საქართველოში ასეთ ახალგაზრდა ასაკში ასეთი პროფესიონალიზმი, ასეთი ხარისხი არსებობს, ვერ ვმალავ ემოციებს, ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა თინი, მადლობა."

სრულად

როდესაც თინათინთან ერთად მუშაობა მახსენდება, პირველი რაც თავში მომდის, ეს არის- გულწრფელობა, გამაოგნებელი გულწრფელობა. მისი გახსნილობა და ზუსტი შეკითხვები - ეს ის არის, რაც დღეს დიდი იშვიათობაა და მსოფლიოს ასე სჭირდება და ეს პარტნიორთან მუშაობის სარგებელს ნამდვილად ზრდის. ჩემთან მისი სესიები ყოველთვის მდიდარი, გასაოცარი იყო და ყოველთვის ვგრძნობდი ყურმილის მეორე ბოლოში ის პროცესში როგორი ჩართული იყო. ის აკურატულად იცავდა ჩემთან სივრცეს, მისი სწორი შეკითხვები და მისი იომორი ამ ყველაფერს მხიახრულებას მატებდა. ამ მომენტში ყოფნა, გამაცოცხლებელი მუშაობა - იდეალური კომბინაციაა!"

Honesty, mind-blowing honesty, is what comes to my mind when I remember working with Tinatin. Her openness and genuineness upon every question is as rare as necessary in today's world, and it's something that definitely enhanced the benefits of working with a partner. My sessions with her were always enriching, surprising and I could feel her presence on the other side of the line. The space that Tinatin held for me was precise, her questions accurate, and her humor added the joyfulness this is all about. A warm presence, a refreshing work, perfect combination!"

 

სრულად

საქართველო, თბილისი

"თინიი ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება ის რომ შენ ჩემს ცხოვრებაში აღმოჩენა ხარ, თავდაპირველად ერთი შენი კლიენტისგან გავიგე შენ შესახებ რომელიც მეუბნებოდა რომ ძალიან დიდ პრობლემას რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა რაღაც ეტაპზე, შენთან მუშაობის შედეგად ძალიან მალე გაართვა თავი, შეიძლება ითქვას შენთან სესიების შემდგომ მომენტალურად და აღფრთოვანებული მიყვებოდა ამ სესიაზე და შენზე.. ამის შემდგომ მაშინვე დაგიმატე მეგობრებში და თვალყურს ვადევნებდი შენს გვერდს, ბაირონ ქეითის სკოლაში წასვლამდეც გგულშემატკივრობდი და მას შემდგომაც მოუთმენლად ველოდებოდი (რატომღაც) თუ როდის გაგვაცნობდი იქ შესწავლილი "სამუშაოს" შედეგად.. როგორც კი ჯგუფი შექმენი "ბაირონ ქეითის სამუშაო საქართველოში" იმ დღიდან ვკითხულობ იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და გაოგნებული ვიყავი თითოეული ფრაზით თუ რამდენად მოქმედებდა ჩემზე და მომავალში უკვე გაცნობიერებების შედეგად თავად მივდიოდი იმ გაცნობიერებებამდე... შენი ყოველი ლაივ ჩართვის შემდეგ შეიძლება ითქვას ვიცვლები და იცვლება ჩემი მოქმედებები, ძალიან ბევრს ვიღებ თითოეული ვიდეოს ყურებიდან, შემდგომ კვლავ ვნახულობ ხელახლა და კიდევ უფრო ღრმად ვიგებ შენს სათქმელს..

 

შენთან ინდივიდუალური სესია კი ნამდვილი ჯადოქრობა იყო, იმდენად ღრმად ჩავდიოდი საკუღარ თავში და იმდენად ბევრი მივიღე თუნდაც იმ ერთი სესიიდან, რომ მოვდიოდი გზაში ვფიქრობდი ვინ ვიყავი საერთოდ, მეგონა რომ იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა რადგან ცვლილება აშკარა და მომენტალური იყო..."

სრულად

საქართველო, ქუთაისი

"თინისთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ ვისწავლე ახალი გაცნობიერებების მიღება, გამომიმუშავდა უფრო ღრმა ხედვა,მივხვდი რომ ესა თუ ის პრობლემა იწყებოდა ჩემგან და ასახვას ვპოულობდი სხვებში, ვისწავლე ჩემი ცხოვრებით ცხოვრება, ადამიანების და პრობლემების გაშვება და არა ჩაჭიდება და რაც ყველაზე მთავარია მივიღე სამყარო ისეთი როგორიც რეალურადაა,ზედმეტი "გალამაზების" გარეშე!"

 

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის შესახებ თინისგან გავიგე. თავიდან თვითონ წავიკითხე წიგნი და ვიფიქრე თვითონ გავართმევდი თავს. ოთხი მარტივი კითხვა, რომლებზედაც პასუხის გაცემა მეტად რთული აღმოჩნდა. დახმარებისთვის ჩავეწერე თინის ონლაინ კურსზე. იქ თინი გვიტარებდა ინდივიდუალურ სესიებს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რომ არა თინის ჩატარებული სესიები, მე ამ მეთოდის სიღრმეს ვერ ჩავწვდებოდი. თინისთან ერთად დავამუშავეთ პრობლემები, რომლებსაც ეხლა საერთოდ ვეღარ აღვიქვამ პრობლემებად. მან გამიადვილა ცხოვრებისთვის თვალის გაასწორება და მომცა სტიმული გამეგრძელებინა ბაირონ ქეითის მეთოდით საკუთარ თავზე მუშაობა. ყველას გირჩევთ დასაწყისში მაინც იმუშავოთ თინისთან ერთად, რომ კარგად ჩაწვდეთ ამ მეთოდს, მის ძალას და სიღრმეს, რაც თინის ძალიან კარგად გამოსდის."

 

სრულად

აშშ, კალიფორნია

"თინათინთან ერთად "სამუშაოს" შევასრულე და თინათინი იყო ძალიან კეთილი, ძალიან გახსნილი და პროცესში ჩართული ფასილიტატორი. ის მაძლევდა სივრცეს, რომ ჩემი თავი ღრმად გამომეკვლია და შებრუნებების დროს ჩემთვის სასარგებლო მაგალითებს მთავაზობდა. "სამუშაოს" მიმართ მისი ენთუზიაზმი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და მასთან ერთად "სამუშაოს" შესრულება ძალიან სასიამოვნოა. სხვებსაც გავუწევდი რეკომენდაციას, რომ თინათინთან ერთად "სამუშაო" შეასრულონ."

 

I have done The Work with Tinatin and experienced her as a kind, open, willing and engaging facilitator. She gave me ample space to explore my inside and offered turnaround examples that were useful to me. Her passion about the Work is admirable, and it is a delight to do the Work with her. I recommend people to seek her out for doing the Work.

სრულად

საქართველო, თბილისი

"თინი, მახსოვს პირველად რომ შედგა ჩვენი შეხვედრა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. როგორ თავისუფლად და დაჯერებულად გამოგყავდი პრობლემიდან, მაშინვე ვიგრძენი შენი ენერგიულობა და ის რომ როგორ გააბედნიერო ადამიანი. მთელი გულით გირჩევდით თინისთან მუშაობას იმიტომ რომ მას შეუძლია მოგქცეთ მოტივაცია, დაისახოთ მიზანი და მიაღწიოთ წარმატებას. თინი თავის საქმის პროცესში არის ვირტუოზი."

სრულად

გერმანია, ფრანკფურტი

"თინათინთან მუშაობას რეკომენდაციას გავუწევდი, ვინაიდან მის მიერ "სამუშაოს" ფასილიტაციის პროცესი არის საყვარელიც და ძალიან გამოცდილიც, რადგან ის სივრცეს გაძლევს, რომ შეკითხვებს ღრმად ჩაუფიქრდე. მე თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი, ძალიან კარგ კომპანიაში, აგრეთვე ძალიან ყურადღებით მისმენდა​ და ამავდროულად  იმ სივრცეს მაძლევდა, რომ ჩემს პროცესში ღრმად წავსულიყავი. ჩვენი სესიების განმავლობაში ძალიან საყვარელი აღმოჩენები მქონდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!"

 

"I would recommend working with Tinatin as her way to facilitate the Work is both loving and very experienced as she holds the space to drop int the questions. I felt very comfortable and in very good company, very much listened, too, and at the same time Tinatin gave me all the space to go deeply into my process. I've had so lovely findings during our sessions. Thank you so much again!."

სრულად

საქართველო, თბილისი

"გულწრფელად ვურჩევდი ყველას თინისთან მუშაობას! არ ვაჭარბებ! მასთან გავლილი ერთი ტრენინგის შემდეგ მთლიანად შემეცვალა ჩემს შვილთან დაძაბული ურთიერთობა. მე გამუდმებით ვსაყვედურობდი ჩემს შვილს. მინდოდა ყოფილიყო საუკეთესო, წარმატებული. არ ვაძლევდი საშუალებას ეცხოვრა თავისი შეხედულებისამებრ. მუდმივად ვერეოდი მის საქმეში. არ ვაძლევდი არჩევნის საშუალებას. ეს იწვევდა კონფლიქტს ჩვენს შორის. თინისთან ურთიერთობის მერე, მას შემდეგ, რაც მან გამაცნო ბაირონ ქეითის ,,სამუშაო,, და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ ჩემს პრობლემაზე, მე მთლიანად შემეცვალა ჩემს შვილთან ურთიერთობა! სახლში დავბრუნდი ბედნიერი. ჩემს შვილს მოვუხადე ბოდიში, რომ ასე ვამახინჯებდი მის ცხოვრებას ჩემი ნეგატიური აზროვნებით მის მიმართ! მე დავინახე ჩემი შვილი ისეთი , როგორიც იყო; ლაღი, ბედნიერი, ჭკვიანი, ლამაზი! მას შემდეგ ჩვენ გვაქვს ჰარმონიული ურთიერთობა. არ ვაჭარბებ!!! ამ ,,სამუშაოს,, შესრულების შემდეგ მე მთლიანად შემეცვალა ხედვა! სულ ვფიქრობ რომ არ შევხვედროდი თინის და გამეგრძელებინა ჩემი არასწორი შეხედულებებით ცხოვრება, მე ნამდვილად დავღუპავდი ჩემს შვილს! ამისთვის დიდი მადლობა ჩემთვის ძვირფასს ადამიანს-თინის!!!"

სრულად

საქართველო, თბილისი

"სანამ მე და თინი შევხვდებოდით ერთმანეთს ჩემთვის ბევრი რამ ჩემს ქმედებებში გაუგებარი იყო. ხშირად ვიყენებდი სიტყვას მეზარება, ჩემს უმოქმედობას სხვებს ვაბრალებდი, ხანდახან ნაბიჯის გადადგმისას შიში მეუფლებოდა და წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რა იმალებოდა ამ ჩემი (გამართლების მიღმა).

მუშაობის დროს ჩემში ისეთი გარდატეხა მოხდა, ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, რომ მივხვდი კი არ მეზარებოდა, არამედ რაღაც სხვა იმალებოდა ამ ჩემი გამართლების მიღმა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. იმ გულში ჩადებული წყენის გაქარწყლებაც კი შესაძლებელი აღმოჩნდა.

ეხლა ღია გულით, მიტევებით, ნათელი გონებით, ბედნიერების შეგრძნებით, იმედით და სიყვარულით სავსე ვხვდები ყოველ ახალ დღეს და მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი როგორც თავდაჯერებულმა და ბედნიერმა ადამიანმა."

 

სრულად

საქართველო, თბილისი

"ყველაზე მთავარი, რაც ჩემში შეიცვალა არის ის, რომ ცხოვრებით და ადამიანებით უკმაყოფილებას მათ აღარ ვაბრალებ, არამედ მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებ, ვაანალიზებ და ვცდილობ შევცვალო საკუთარ თავში მათზე მცდარი წარმოდგენები. გავხდი უფრო მშვიდი, მომთმენი და თავშეკავებული. მართალია გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ მთავარია სწორი მიდგომა. მხოლოდ ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედს და წარმოდგენებს ცხოვრებაზე და შეგვიძლია მათი შეცვლა.

თინის წყალობით აღმოვაჩინე ბაირონ ქეითი, მისი "სამუშაო".

თინი არის საოცრად პოზიტიური, გახსნილი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ეხმარება სხვებს, უზიარებს თავის გამოცდილებას, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე დიდი აქვს.

მინდა წარმატება ვუსურვო ამ რთულ გზაზე. როგორც ექიმის საუკეთესო საჩუქარია პაციენტის მადლიერი, გაბრწყინებული სახე, ასევე თინისთვისაც დიდი სიხარულის მომტანი იქნება წარმატებები და საინტერესო, ჩვენთვის სასარგებლო გაცნობიერებები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის."

სრულად

სამხრეთ კორეა, სეული

"თუ როგორ მაძლევდა მუშაობის დროს სივრცეს, მისი ადამიანების მიმართ სიყვარულით სავსე დიდი გული, მისი ენთუზიაზმი "სამუშაოსთან" დაკავშირებით... ჩემთვის ყველაფერი ეფექტური იყო

ძალიან მიხარია, რომ ქართველებს თინათინი ყავთ და მიხარია, რომ მასთან მუშაობით ძალიან დიდი სიცხადე და სიყვარული შევა მათ ცხოვრებაში.

სიყვარულით, სუძიანი."

The way she held the space for me, her big loving heart for people, her enthusiasm about The Work.. all worked well for me. I'm so happy for Georgians to have Tinatin and excited about the love and clarity they would experience by working with her. xoxo Sujung

სრულად

საქართველო, თბილისი

მოგესალმებით ყველას . პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლიერი რომ, „საკუთარ თავთან ჰარმონია“ ვიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობით, განსაკუთრებით ძალიან ძლიერი სირღმისეული მუშაობით თინისთან, პირადი სესიებით გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ. ისეთ სიღრმეებში ჩავდივარ ისეთ მიგნებები და გაცნობიერებები მქონდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პირადი ურთიერთობა მეგობარ გოგოსთან რა დავარქვა ამას ხილვა გონება გამინათდა. დავინახე ჩემი თავი დამოკიდებულება იმ სიტუაციაში ამ ადამიანთან ჩემ თავთან. რა ფიქრი მიშლიდა ხელს რას ვერ ვხედავდი ეს ყველაფერი განსაკუთრებით პირადი სესიების თინისთან მუშაობის შედეგად დავინახე. მუშაობის პროცესში ისეთ მოულოდნელ შებრუნებებს კითხვებს მისვამს თინი გაოცებული ვრჩები რო ვერ წარმოვიდგენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვაცნობიერებ და ნათლად ვხედავ. ვთავისუფლდები არასწორი მცდარი ხედვებისგან, ფიქრებისგან . ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენის გაკეთება შეიძლება საკუთარ თავთან მუშაობით. ასევე ძალიან კარგია ჯგუფის ჩართულობა მუშაობის პროცესში. ერთმანეთის მხარდაჭერა იგრძნობა ჯგუფში და საინტერესო გაცნობიერებებს ვუზიარებთ ერთმანეთს . საკუთარ თავში ძალის პოვნაში თინი და ჯგუფი ძალიან დამეხმარა. ძალის პოვნაში ვგულისხმობ იმ მხარდაჭერას იმ პირობებს რომ, მე შემიძლია სრულიად გახსნილი ვიყო საკუთარ თავთან და თინისთან მუშაობის პროცესში როცა მთლიანად ვიხსნები ნდობა მაქვს ამ ადამიანის მიმართ და ასე ჰარმონიულად ვუღრმავდები ჩემ თავს ჩავდივარ სიღრმეებში და მთლიან სურათს მკაფიოდ ვხედავ მთელ სურათს ასე ვთქვათ ჩემი მოქმედებები ფიქრები . უნიკალური პროცესია .
მადლობა,

 

სრულად

იაპონია, ტოკიო

თინათინი საყვარელი, გულითადი ფასილიტატორია, რომელიც მუშაობის დროს ხელში მყარად გიჭერს. შებრუნებების დროს მაგალითების მოძებნისას თუ მისი მხარდაჭერა დაგჭირდება, მას განსაკუთრებული გაცნობიერებები აქვს შენთვის​, თუმც ის არ გაძალებს. თითოეული მათგანი მისი წმინდა გამოცდილებიდან მოდის. ის მხარს გიჭერს გამოკვლევის პროცესში შენი საკუთარი სიმართლე იპოვო. მე მას გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას თუ შენ ნამდვილად გსურს "სამუშაოს" დახმარებით საკუთარ თავს დაუბრუნდე."

 

Tinatin is a sweet, heart-filled facilitator who hold you very tightly in your facilitation.  She has a special insights if you need her support finding examples to your TA, yet she is not pushy.  They all come from her own experience of sincere inquiries.  She supports you find your own truth through inquiry.  I sincerely recommend her if you want to undo yourself through The Work.

 

სრულად

საქართველო, ბათუმი

"18 წლის ვიყავი როცა მძიმე დეპრესია მქონდა. ვერ ვეგუებოდი ჩემს ასაკში ასეთ მდგომარეობას, ამიტომ გამოსავალს ვეძებდი ყოველთვის. მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ფასიან თუ უფასო პროგრამებში, მაგრამ არც ერთი არ მშველიდა. ასე გადიოდა დღეები სანამ ნაცნობმა თინი ბასილაია არ მირჩია. სხვათაშორის ფსიქოლოგებზე უკვე ზოგადი შთაბეჭდილება მქონდა შექმნილი. ახლობლებისგან ვიცოდი რომ საუბრებოდნენ საათობით ცხოვრების სირთულეებზე და ბოლოს ზოგი წამალს გამოუწერდა და ზოგიც კიდე სამოგზაუროდ წასვლას ურჩევდა. ამიტომ მათთან წასვლა არ მინდოდა, ფული ნამდვილად არ მქონდა ჩეჩქივით. მაგრამ ვინც მირჩია თვითონ ჰქონდა თინისთან ნამუშევარი და მითხრა მსგავს რაღაცეებს ადგილი არ ჰქონდა. მოკლედ სხვა გზა არ მქონდა, ბედი უნდა მეცადა, რადგან ჩემი მდგომარეობა აუტანელი იყო უკვე. დავიწყე თინისთან მუშაობა. არ ვისაუბრებ იმაზე თუ თითოეული სეანსი როგორი საოცრად ტრანსფორმაციული იყო. თქვენ ეს არ გაინერესებთ. აგიღწერთ სამუშაოს სტრუქტურას რამაც ძალიან მომხიბლა და გეტყვით ჩემს შედეგებს. თინისთან არ არსებობს შეკითხვა, რომელზეც მზა პასუხს მიიღებთ. (არ ვგულისხმობ სამუაშაოს ინფორმირებას). პირიქით თინის მიერ დასმული საჭირო და ზუსტი შეკითხვებით საკუთარ თავში გაუგებრობას ასრულებთ. პროგრამის გავლის შემდეგ ჩემი აზროვნება სრულიად შეიცვალა. (ბევრს ეს აშინებთ, მაგრამ მე შევცვალე ჩემი აზროვნება იმდენად რამდენადაც მზად ვიყავი და მინდოდა) აზროვნების შეცვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ყოველდღიურად იცვლება. დღითიდღე უფრო მეტად ვგრძნობ თავისუფლებას, უფრო და უფრო მეტ ბედნიერებას, სილაღეს. ჩემი უინტერესო და მოსაწყენი ცხოვრება შეიცვალა ცხოვრებისეული თავგადასავლებით და თამამი გადაწყვეტილებებით, მოვაწესრიგე ყველანაირი ურთიერთობა და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ამის მიზეზი არის შიშების, წყენების, შეხედულებების გამოკვლევა და გაანალიზება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. თინისთან მუშაობა იმდენად მაგარია, რომ ვინც კი იგებს შინაგანი ძალის მნიშვნელობას და აბრაკადაბრა არრის ყველას ვეუბნები. ჩემი სამეგობრო წრიდან უკვე მუშაობენ თინისთან და მათი რეაქციები უნდა ნახოთ თქვენ :დ ჩემი დაკვირვებებით ერთი რამ შევამჩნიე, ხშირად თავს ვინც ცუდად გრძნობს ის უფრო ჭირვეულობს ნაბიჯის წინ გადადგმას, ვიდრე ის ვინც თავს კარგად გრძნობს. დიახ, თინის სეანსები არ გულისხმობს მხოლოდ კარგად გახდომის საშუალებას. ყველა ადამიანი კარგად მყოფიც და ცუდად მყოფიც თინისთან მუშაობის დროს იღვიძებს და გამოდის სიბნელიდან. ეს არის საშუალება მართო შენი ცხოვრება ისე როგორც შენ გინდა. შეუცვალო მდინარეს კალაპოტი. გაძლევს საშუალებას აკეთო დიდი საქმეები. და მეც უკვე დიდი საქმისაკენ ვდგამ ნაბიჯებს. მხოლოდ მხოლოდ იმ ადამიანებს ვურჩევ თინისთან მუშაობას ვინც თავს ცუდად გრძნობს, ვურჩევ მათ ვისაც გული უღრღნით დიდი საქმეებისკენ და ნამდვილად უნდათ ცხოვრების შეცვლა. მათ ვინც ცხოვრებისგან გადაიღალნენ და გაქცევა სურთ. სხვა ადამიანებს კი ვისაც ერთ პოზაში ყოფნა სურთ დარჩნენ ადგილას და იყონ კმაყოფილები."

სრულად

საქართველო, თბილისი. "ბადაგონის" PR მენეჯერი

"მე დიდი სიამოვნებით და სიხარულით მინდა გავუწიო რეკომენდაცია თინის იმ ადამიანებთან, ვისაც სურს იმუშაოს საკუთარ თავზე, გააცნობიეროს თავისი შინაგანი ძალა და აისრულოს ოცნებები! თინის აქვს პირველ რიგში ნიჭი სიღრმეების წვდომისა, ის არასდროს არაა ზედაპრული, ბოლომდე მიყვება პროცესს და არ რჩება მხედველობიდან არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მე მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ ფაქტსაც, რომ თინის სპეციალობაა ფსიქოლოგია და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს გავლილი სხვადასხვა ტრენინგი და კურსი საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩემთვის ძალიან საინტერესო და პატივსაცემ ფსიქოლოგებთან. ეს ყველაფერი მას აძლევს საშუალებას ადამიანებთან მუშაობისას ერთი მეთოდით არ შემოიფარგლოს და პროცესის განვითარების მიხედვით იქვე მიხვდეს, თუ რა მეთოდი იმუშავებს ყველაზე ეფექტურად. და ბოლოს, თინი თვითონ არის პოზიტიური მუხტით სავსე ადამიანი და მისი ეს მდგომარეობა გულწრფელია და არა "მიწებებული", ის თვითონ არის უკვე წარმატებული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მასთან ურთიერთობისას გრძნობ, რომ ზედმეტი გართულებების გარეშე მარტივად შეგიძლია წახვიდე წინ და ცხოვრების ყოველი წუთით მიიღო სიამოვნება! 🙂 "

სრულად

"თინათინი ძალიან თავაზიანი, დეტალებზე-ორიენტირებული, საზრიანი და მზრუნველი ფასილიტატორია. ის თავის კლიენტს სიყვარულით და პატივისცემით ექცევა. ის ძალიან გონება გახსნილია და კლიენტს სიმშვიდეს ანიჭებს. გრძნობ, რომ ის გიღებს და გაღიარებს იმით, რომ შენს სივრცეს გიტოვებს. სივრცეს, სადაც შეგიძლია საკუთარ თავს ადვილად ჩაუღრმავდე და შენში არსებული ემოციები განიცადო. შეგიძლია საკუთარ თავში ღრმად ჩაყვინთო ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ შეგაწყვეტინებს. მან იცის როდის დაგისვას შეკითხვა ან როდის გესაჭიროება მეტი სივრცე შენი პასუხების საპოვნელად.

ეს არის დედამიწაზე ანგელოზის სინაზით ფასილიტაცია."

Tinatin is very gentle, detail- oriented, thoughtful and careful facilitator. She is handling the client with love and respect. She is very open minded and puts the client at ease. You will feel acceptance and will get validation by the way she will gives you your own space. Space in which you can easily drop into your own being and feel your own emotions. You can dive deep without being afraid of interruptions. She knows when to ask a question or when you need more space to find your answers.

Down to earth facilitation with gentleness of an angel.

სრულად

საქართველო, თბილისი

21 საუკუნეში სტრესით გამოწვეული ფსიქოლოგიური, მენტალური თუ ფიზიოლოგიური პრობლემები აღარავის უკვირს და თითქოს ამ საუკუნის ლაიტმოტივადაც იქცა. საბედნიეროდ არსებობს სტრესთან ბრძოლის უამრავი მეთოდი, ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოვყოფ  ბაირონ ქეითის "სამუშაო“-ს.

თავდაპირველად თინი ბასილაიასთან პროფესიული გადაღლის თუ სტრესის გამო გადავწყვიტე მისვლა.

სამსახურებივი ყოველდღიური რუტინა ბოლო პერიოდში აუტანელი იყო, რაც ძალიან მძაბავდა და დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, ენთუზიაზმს და სტიმულს მიკარგავდა, თუმცა ვაცნობიერებდი რომ, სამსახური ძალიან მჭირდებოდა და მისი დაკრაგვა არ მინდოდა, საკუთარი თავისთვს რაღაცით უნდა მეშველა.

სანამ თინისთან დავიწყებდი  „სამუშაოს“  შესრულებას უფრო კონკრეტულად  ჩემი ფსიქოლოგიური მდომარეობა ასეთი იყო: შეგრძნება მქონდა რომ, საკუთარ თავთან ,კონტაქტი მქონდა დაკარგული, კი არ ვცხოვრობდი, უფრო ვარსებობდი, მექანიკურად ვმოქმედებდი, მქონდა მეხსიერების და კონცენტრირების პრობლემები, მემართებოდა პანიკური შეტევები, ფობიები, რასაც ფიზიოლოგიურ ცვლილებებამდე მივყავდი. იმდენად ვიყავი დაშორებული საკუთარ თავს რომ, იდენტიფიცირებას  მითოლოგიურ პერსონაჟთან სიზიფესთან ვახდენდი, მისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილით თვითკმაყოფილებას განვიცდიდი და ამ დისკომფორტში კომფორტულად ვგრზნობდი თავს. განუწყვეტლივ ვიმეორებდი: მე ვარ სიზიფე, მე ვარ სიზიფე......

ამ მდგომარეობით მივედი თინისთან, განსაკუთრებით დამაინტერესა მისმა ახალმა პროგრამამ ბაირომ ქეითის "სამუშაომ“, თინის პოზიტიურმა დამოკიდებლებამ, შემართებამ და პროფესიონალიზმმა პირველივე სესიაზე გამოიღო შედეგი, სესიის პროცესშივე ვიგრძენი რომ, ჩემს შიგნით რაღაც განათდა, გავთავისულდი და შინაგანი სისავსე ვიგრძენი, თითქოს ფრთები გავშალე, გავიფიქრე: ღმერთო რა კარგია რომ გიპოვე, აქამდე სად იყავი?:)))

გაოცებული ვიყავი თინის გულწრფელობით, ჰუმანური დამოკიდებულებით, შეგრძნება მქონდა რომ, იმ მომენტში მხოლოდ ჩემთვის არსებობდა, მაქსიმალურად მობილიზებული და მომართული, ენერგიით სავსე, ზუსტად აგნებს პრობლემას, ფაქიზად სწვდება მის არსს, ამოაქვს სააშკარაოზე და მარტივად მიყავხარ სწორ გადაწყვეტილებამდე და თავადვე გაცემინებს პასუხებს, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ხარ, გეღიმება და ძალიან, ძალიან კარგად გრძნობ თავს, რაც სესიის შემდეგაც გრძელდება და მრავალ სხვა სტრესულ სიტუაციებშიც გეხმარება.

მადლობა თინის და ბაირონ ქეითს რომ საკუთარი თავის სიყვარული და რწმენა მასწავლეს, ჩემი მინუსის პლიუსად წარმოჩენა, ახალი მიზნების დანახვა და განხორციელება, რომ „არასოდეს თქვა არასოდეს“.:)))

სრულად

კანადა, ვანკუვერი. www.innerland.com

თინათინი ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ძალიან ნიჭიერი ფასილიტატორია. რამდენჯერმე მქონდა პრივილეგია, რომ მასთან პირადად მემუშავა.

გამოკვლევის პროცესში ის ჩემთან ძალიან ღრმად და გულწრფელად მუშაობდა, მაძლევდა სივრცეს საკუთარი პასუხები მეპოვნა. თინათინს უდავოდ გავუწევდი რეკომენდაციას ყველა იმ ადამიანთან, ვინც მზად არის თავიანთი "სამუშაოს" და პიროვნულ ტრანსფორმაციას სერიოზულად მოეკიდოს."

"Tinatin is a truly gifted facilitator of The Work of Byron Katie. I've had the privilege of working with her several times and she always holds the space of inquiry in a very deep and heartfelt way. I would definitely recommend Tinatin to anyone willing to take their Work and personal transformation seriously!"

 

სრულად

საქართველო, თბილისი

"არაფერი არ ხდება უბრალოდ...
ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ციმციმა, თბილი და ულამაზესი სხივი თინი.
მასთან ინდივიდუალური მუშაობა არის უდიდესი სიამოვნება!
როდესაც გრძნობ მის სიყვარულს, თუ როგორი მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და ყოველი შენი განცდა მისი ხდება. სითბო რომელიც გაძლიერებს.
ზოგჯერ ჩვენი კომპლექსების გამო გვერიდება ყველგან და ყველასთან ამა თუ იმ თემებზე საუბარი, მაგრამ არასდროს არ არის გვიან გადავდგათ ნაბიჯი და გავიხსნათ. გავიხსნათ საკუთარ თავთან, საყვარელ ადამიანებთან... ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად ეს ყველაფერი თინისთან გამომივიდა. ადამიანი რომელიც გახდა ჩემთვის ყველაზე ახლო. მასთან მუშაობისას აღმოვაჩინე უამრავი შინაგანი ძალები, რომლებსაც ჩემში ეძინათ ან კიდევ მოსვენებას არ მაძლევდნენ და არ ვიცოდი როგორ მემართა. აღმოჩნდა, რომ მათი მართვა შესაძლებელი ყოფილა ისევე როგორც ფიქრები, აზრები... ამ მოკლე ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ვისწავლე სხვა თვალით მზერა, დამილაგდა ურთიერთობები, შემეცვალა დამოკიდებულება... მინდა ვაკეთო სიკეთე, რომ მე ბედნიერი ვიყო! მინდა ვისუნთქო ღრმად, ბედნიერებისაგან! მინდა ვიფიქრო პოზიტიურად რადგან ეს მე ბედნიერს გამხდის! ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება ბევრად ფერადი გავხადოთ! ჩვენ ყგელაფერი შეგვიძლია! ეს ყველაფერი ჩვენშია;)

იყავით ბედნიერები..."

სრულად

ინგოლშტადტი, გერმანია

"მე გავაცნობიერე ძალიან ბევრი სიკეთე, რომელმაც დიდი სიმშვიდე მომიტანა.

მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები და გრძნობები, გაგამხნევოთ და მოგცეთ სტიმული, რომ არ დაიზაროთ თქვენს თავზე მუშაობა.

ჩემი ცხოვრება იმაზე მეტად საინტერესოა ვიდრე იყო და ჩემი დამოკიდებულება ადამიანებთან მეტად თავისუფალი, მშვიდი და უშუალო.

დღეს რომ ასე თამამად ვწერ ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე არის თინის დამსახურება.
თინი, შენ ხარ უდიდესი რესურსების მქონე ადამიანი, რომელიც არის უძლიერესი პროფესიონალი მუდამ მზადყოფნაში, რომ სულ განვითარების ნაკადში იყო. ამიტომ შენთან მუშაობა არის სასწაულად შედეგიანი.

მიუხედავათ იმისა, რომ უმადური არასდროს ვყოფილვარ, ეს რესურსი შენთან მუშაობაში ისე გამიაქტიურდა და გამოიკვეთა ჩემში, რომ ხანდახან ემოციებს ვერ ვმალავ და მინდა ბედნიერებისგან ვიყვირო.
„მადლობა დედიკო, მადლობა მამიკო, მადლობა ჩემო უსათნოესო, ულამაზესო დაიკოებო და ჩემო უკეთილშობილესო ძამიკო, რომ ამხელა სიყვარულს მაძლევთ და თქვენი თვითოეული სიტვით და საქმით გვერდში მიდგახართ მუდამ.
მადლობა ჩემს უანგარო, უთბილეს და უტკბილეს ანას, რომ ბავშვობიდან ჩემს გვერდითაა, ვუყვარვარ და თინი იმ დროს გამომიგზავნა ცხოვრებაში, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა.

მე ვაცნობიერებ, რომ ჩემში არის უდიდესი ძალა, რომელიც ყოველთვის ჩემთანაა.

ეს ძალა არის ჩემი თავის იმედი, სიყვარული, მომავალი, სიმშვიდე, სიკეთე, თვითრწმენა და ნდობა ადამიანების მიმართ.

ეს ძალა არის სრულყოფილი, მიმტევებელი, ძლიერი და მოსიყვარულე.

ეს არის ხმა, რომელიც მიძინებული, მისტიური და ბუნდოვანი ბურუსიდან მაფხიზლებს.

მე მიხარია, რომ ვიცი, რომ ჩემს ძალას არ ეზარება თვალი გაუსწოროს ჩემში არსებულ წინააღმდეგობებს და დამაბრუნოს რეალობასთან.

მიყვარს რეალობა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს მას. დანარჩენი არის გამოგონილი, არამყარი კონსტრუქტი, რომელიც ჩემში გამოიწვევდა მხოლოდ გაუგებრობას და ღელვას.

შინაგანი ძალა არის გამბედაობა გადავლახო ბარიერები, განვითარდე, მივუტევო ჩემს თავს და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს.

ეს ძალა მეხმარება ჩემი ცხოვრების ყოველი დღის ახალი ფურცელი დავწერო მხოლოდ დიდი სიყვარულით, ნდობით, პატივისცემით, პასუხისმგებლობით, სიმშვიდით, ბედნიერებით, კეთილგონიერებით, კეთილგანწყობით, შეცდომების დანახვის და მათი გამოსწორების მზადყოფნით.

მე ვაღიარებ ჩემს თავს და ამისთვის არ მჭირდება არანაირი ინსტრუმენტი, შედარება და შეჯიბრი, იმიტომ რომ ყველა რესურსი არის ჩემში, რომ მივცე ჩემს თავს.

მე ვარ თავისუფალი ჩარჩოებისგან და ადამიანებსაც ვხედავ თავისუფლებს. მე ვხედავ პასუხისმგებლობიან, ერთგულ დედებს და მამებს, მოსიყვარულე და-ძმებს, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ ახალგაზრდებს, უდიდესი გამოცდილების მქონე ბებიებს და ბაბუებს. უანგაროდ შეყვაერბულ წყილებს, ძვირფას მეგობრებს, მხიარულ ბავშვებს, მებრძოლ და ძლიერ ადამიანებს.

მე ვულოცავ ჩემს თავს ამ ძალის აღმოჩენას და ვუსურვებ გამუდმებითი კავშირის შენარჩუნებას სიმართლესთან და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების სიმართლესთან.

მე ვიცი, რომ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ეს ძალა ჩემშია.

მე ძალიან მინდა ყველას გქონდეთ ის განცდები და გაცნობიერებები რაც მე მქონდა. თინისთან მუშაობა არის საკუთარ თავზე მუშაობა, დაფიქრების სწავლა და თვითცნობიერების ამაღლების გარანტია.
ეს არის სიმართლე, სიყვარული, სიმშვიდე,ძალა და საკუთარი თავის რწმენა."

სრულად

ჩემი ცხოვრება თინიმდე და თინის შემდეგ ....... ეს სიმართლეა !?

შეიძლება ძალიან მხატვრულად გამომდის , მაგრამ ეს სიმართლეა.. შენ ხარ პროფესიონალი რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მაქიმუმს იყენებს, შრომისმოყვარე, უსაზღვრო ენერგიის მქონე.  სანამ რეალურად გნახავდი, მეგონა ფიზიკურადაც ისეთივე ძლიერი და დიდი იყავი როგორ ენერგიასაც ასხივებ, როდესაც პირადად შეგხვდი, ვფიქრობდი როგორ შეიძლება ამდენ რამეს  ეს ერთი ციდა ადამიანი აკეთებდეს.

შენთან მუშაობის პროცესში მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ იგივეს განიცდი რასაც შენი კლიენტი, თითქოს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგიცდია, ყოველთვის შეგრძნება მაქვს რომ ვიღაც კიდევ არსებობს ჩემი მსგავსი და მარტო არ ვარ პრობლემის წინაშე.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს იყო მომენტი როცა მე არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, რა მინდოდა, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდი და თითქოს რაღაცის ძიებაში ვიყავი ... ამ პერიოდში ჩავერთე ბაირონ ქეითის „ სამუშაო „- პროფესიულად შესასწავლ ონლაინ პროგრამაში, სადაც მახსოვს როცა დავწერე ჩემი მოლოდინების შესახებ, ვთქვი: „ ველოდები როდის შევხვდები საკუთრ თავს“.  ეს პროგრამა არის პირველ რიგში საკუთრი თავის შესასწავლი - და შემდეგ უკვე პროფესიული პროგრამა. აქ არის გარემო სადაც ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ თავშია ძალა, რომ არსებობენ ადამიანები სხვადასხვა კონტინენტებიდან , რომლებსაც ერთნაირი სტრესული ფიქრები აქვთ, რომლებსაც ერთნაირად უჭირთ და გონიათ რომ მხოლოდ ისინი არიან განსხვავებულად „ცუდები“ ,  სინამდვილეში აღმოვაჩინე რომ თურმე მათაც იგივე ფიქრები აქვთ,  მათაც შენსავით სტკივათ და უხარიათ. ამ პროგრამამ მე სიყვარული მასწავლა, რომ ყველაფრის და ყველას სიყვარული ნამდვილად შესაძლებელია. მასწავლა რომ ყველა ერთნაირ გზას გადის ცხოვრებაში . ეს თითქოს თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ როცა ხედავ როგორ იცვლებიან ადამიანები შენს თვალწინ, როცა 6 თვის განმავლობაში ხედავ უბრალოდ ადამიანების ტრანსფორმაციას ხვდები რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სრულად

შენთან ურთიერთობის დროს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს, სასარგებლოს და სასიამოვნოს ვსწავლობ. შენთან მუშაობის პროცესმა ცხადად დამანახა ჩემი შესაძლებლობების მთელი ნაკრები და ამის ცხადად დანახვამ რწმენა, თავდაჯერებულობა და განსაკუთრებულობის შეგრძნება დამაბრუნებუნა. შენთან მუშაობის პროცესი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ სრულიად მიმღებლური ხარ ადამიანების მიმართ და საკუთარი მაგალითით გვასწავლი, რომ  გვიყვარდეს ის რაც არის, გვიყვარდეს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და თუ სხვაში რაღაც არ მოგვწონს, ვერ ვიღებთ ან გვაღიზიანებს, ამის მიზეზი ყოველთვის ჩვენშია. ადამიანები ჩვენი სარკეები არიან და ყველაფერი ჩვენს გარშემო ჩვენი პროექცია. ამის გაცნობიერება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სრულიად სხვა თვალით შევხედე ურთიერთობების თემას და დღეს უკვე ჩემი რეალობა სწორედ რომ ამ ახალი ხედვის დამსახურებაა. უამრავი ახალი მეგობრები, საინტერესო ნაცნობები, ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და რაც მთავრია საკუთარ  თავთან. ეს ძალიან დიდი   ბედნიერებაა.

თინისთან მუშაობა დამეხმარა აზროვნების ტრანსფორაციაში. საკუთარ თავში ჩაღრმავება და პასუხების მოძებნა საკუთარ თავში ვისწავლე. ადრე თუ კი ველოდებოდი, სხვებისგან მომესმინა სწორი პასუხები, ახლა ვხვდები რომ ყველა პასუხი ჩვენშია და ისიც ვიცი ეს პასუხი როგორ ვიპოვო. ეს ისაა, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება. ეს შეუფასებელი ცოდნაა და ამის მადლიერი მთელი ცხოვრება ვიქნები.

აზროვნება როგორც კი შევცვალე სხვადასხვა საკითხების მიმართ, სრულიად  ანალოგიურად შეიცვალა ჩემი რეალობა და გარშემო ყველა ფერი. ადამიანები, მათთან ურთიერთობა, უხვად მოვიდა ჩემთან სამყაროს საჩუქრები და სხვადასხვა სასიამოვნო შესაძლებლობები. ამ ყველაფრის დანახვა, აღიარება, მიღება - დიდი ბედნიერებაა.

თინის რეკომენდაციას გაგიწევდი იმიტომ, რომ განსაკუთრებულად გიყვარს და განსაკუთრებულად ეკიდები შენს საქმეს. მთელ გულს და სულს დებ რათა დაეხმარო ადამიანებს გათავისუფლდნენ სტრესული ფიქრებისგან და არ არსებობს რაიმე პატარა დეტალიც კი, რომ უყურადღებოდ გამოგრჩეს. შენთან მუშაობა კომფორტული, შედეგიანი და სასიამოვნოა. ესაა მოგზაურობა  სრულიად ახალ, საოცარ განზომილებაში.

სრულად

არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა დღესასწაულს გავს, ყოველდღიურ დღესასწაულს.

გრძნობ რამხელა ენერგია მათში. გრძნობ როგორ ივსები და მთლიანდები შინაგანად. როგორ იცვლება შენი დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ. როგორი ფერადი და საინტერესო ხდება სამყარო გარშემო. საკუთარი თავის მიმართ გიჩნდება მეტი პატივისცემა, აღიარებს საკუთარ შესაძლებლობებს და თვითშეფასება 1-100 მატულობს.

გიხარია! ბედნიერი ხარ! ეს განწყობა დროებითი კი არ არის, შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. შენი გონება, სხეული გრძნობს ამას და შესაბამისი გამოხატულება აქვს. უბრალოდ ბედნიერი ხარ და ამას გარშემო ყველა ამჩნევს, აღიარებს და ეს ყველაფერი სხვისთვისაც სასურველი ხდება! 😊💝

არსებობენ ადამიანები რომლებთან ურთიერთობა დღესასწაულს გავს და ერთერთი ასეთი ადამიანი თინათინ ბასილაიაა. მე ასეთ ადამიანებს  ღვთის საჩუქარს ვეძახი!

არ არის საჭირო ისაუბრო მასზე, მის პროფესიონალიზმზე, მის შესაძლებლობებზე, საოცარ ტექნიკებზე რომელსაც ის ფლობს. მის წარმატებაზე, მის უნიკალურ ხასიათზე, მის ადამიანობაზე, ღირებულებებზე. მის თვისებებზე. საკმარისია დაინახო ის, დაეკონტაქტო მას და მაშინვე მიხვდები როგორი განსაკუთრებულია! ის არავის გავს საკუთარი თავის გარდა. ის არის არაჩვეულებრივი ადამიანი. საოცარი რესურსების პატრონი და  მას აქვს უნარი გააბედნიეროს ადამიანები! 😇

💝🎊

მადლიერი ვარ ღმერთის რომ ეს ადამიანი გამაცნო და მომცა საშუალება მასთან მემუშავა, განმეცადა ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მინდა  ბევრი თინი იყოს ჩვენს რეალობაში, რომ გარშემო  მეტი ღიმილი, მეტი სიხარული, მეტი ბედნიერება, მეტი სიყვარული, მეტი აღფრთოვანება, მეტი სიყვარული, მეტი რეალიზებული და წარმატებული ადამიანი იყოს!

სრულად

თინათინთან მუშაობის შედეგად საკუთარ თავში დამალული სტრესული ფიქრები აღმოვაჩინე, რომელზეც მუშაობამ თავისუფლება/განთავისუფლების განცდა მომიტანა,

ძირითადი სამუშაო თემა ჩემთვის კარიერა/პროფესიასთან დაკავშირებით საკითხები იყო, და ამ სფეროში შედეგი თვალსაჩინოა,

საკუთარ თავზე მუშაობა დიდ შედეგს იღწევა და თინის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ამაში.

სრულად

ბათუმი, საქართველო

თინისთან მუშაობით ყველაზე საოცარი და დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში. ვინ ვარ მე? თინისთან მუშაობის შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი თავი. შედეგები რომელიც მე მივიღე და ვიღებ არის სასწაული უბრალოდ. ვიყავი უამრავი მაკა და ეხლა ვარ მხოლოდ ერთი, ვინც იცის რა უნდა ცხოვრებაში, როგორ უნდა განავითაროს საკუთარი თავი, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და არა სხვისთვის. დამეხმარა დამეძლია კომპლექსები, სტრესული სიტუაციები, ელემენტარული წყენა ადამიანების მიმართ, შიშები. დამეხმარა რომ მეპოვნა საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედაგად ჩემი ცხოვრება ყოველ დღე ერთი ნაბიჯით წინ იწევს, ეს მართლა საოცარია. მეც კი არ მჯერა ჩემი შედეგები, დილით ვდგები და ყოველი დღე სხვანაირია. თინი არის ერთ-ერთი ადამიანი საქართველოში, ვინც დამეხმარა, შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო მასთან მუშაობის დროს, ვხდებოდი და ვგრძნობდი როგორ ვტრანსფორმირდებოდი და როგორ შემოდიოდა ჩემში სამყაროსადმი სიყვარული.

მე აღბრთოვანებული ვარ მისი პროფესიონალიზმით, პუნქტუალურიბით, სტილით, ადამიანებთან დამოკიდებულებით, პიროვნებითა და მოქმედებებით. მას აქვს განსაკუთრებული სტილი იმისა რომ დაგანახოს რეალობა და ეს რეალობა მიიღო და შეიყვარო და არა უარყო და იწუწუნო. საოცრება ეს გოგო.

სრულად

თინისთან მუშაობის შემდეგ გავხდი მეტად თავდაჯერებული, მიზანდასახული, მოტივირებული. ვუსმენ საკუთარ გულს და არა გონებას. გავხდი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი და გახსნილი. ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვისწავლე სიტუაციების დაკვირვება და გაანალიზება. აღარ ვბრუნდები წარსულში და მომავალში ფიქრებით, ვისწავლე დაკვირვება აქ და ამჟამად რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ამ სამუშაომ ჩემი თავი მაპოვნინა. ჩემი აზროვნება შეიცვალა დადებითი კუთხით. სიტუაციები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვიღებ მარტივად, აღარ ვითრგუნები, ვმუშაობ ამ სიტუაციებზე და შემდეგ ვთავისუფლდები ამ სიტუაციებისგან. მასწავლე, ბედნიერებას არ უნდა ველოდოთ სხვა ადამიანებისგან, არამედ ბედნიერება თავად ჩვენშია. გავხდი პოზიტიური, ლაღი, თავისუფალი. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. საკუთარ თავზე თვითკრიტიკული აზრებისგან გავთავისუფლდი. სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე.

თინი, უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარ თავზე აღებული. ხარ მიზანდასახული, მოტივირებული, შენი მაგალითებიდან გამომდინარე დავინახე, რომ მიუღწევადი არაფერია ამ ცხოვრებაში. გიყვარს შენი საქმე რასაც აკეთებ, მასში იმხელა ძალას და ენერგიას დებ. ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებ. არ ჩერდები, მუდმივად ვითარდები და იზრდები პიროვნულად. შინაგანი ძალის ექსპერტი ხარ. შრომისმოყვარე, პოზიტიური, უსაზღვროდ კეთილი. ადამიანებს მუხტავ დადებითი ენერგიით. შენ ჩემი უფლის საჩუქარი ხარ ამ სამყაროში,რომელმაც საკუთარ თავთან დამაბრუნა. შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება თინი.

სრულად

სანქტ-პელტენი, ავსტრია

თინისთან მუშაობის შემდეგ, ჩემში შემოვიდა სიმშვიდე და ჰარმონია. აქამდე ჩემი მიზნებისკენ უკან მოუხედავად მივისწრაფოდი და ჩემს თავს, ჩემთვის საყვარელ ხალს ვერ ვამჩნევდი. ჩემს თავს ვტკენდი და გავურბოდი. ეხლა კი ჩემი თავის დანახვა ვისწავლე, ჩემი მიზნისკენ მშვიდი და ნდობით აღსავსე მივდივარ.

შემიძლია შედარება გავაკეთო, რაც სხვათაშორის დღეს გავაცნობიერე. აქამდე ვიყავი ცხენი, ჩემი სხეული იყო ცხენი, რომელასაც მათრახს ვურტყამდი და მთელი ძალით მივაჭენებდი, ვერ ვამჩნევდი რომ უკვე მეტი არ შეეძლო და აი აი წაიქცეოდა. ახლა კი დავინახე ჩემი სხეული, ცხენი როგორი ჯანსაღი და ჯამრთელია, შავი, მუქი ყავისფერი, პრიალა კანით რომელიც გაჭენების გარეშე მიქრის, ჰაეროვნად, მსუბუქად. მიაჭენებს თავის მიზნისკენ დარტყმის გარეშე, არამედ პირიქით თავისით მიქრის.

თინი დამეხმარა მეპოვა ჩემი თავი, ჩემი თავის სიმშვიდე, შემი თავის ნდობა და მოსმენა. დამეხმარა ჩემს ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ჩემს შვილთან ამ მეთოდით ვმუშაობ და ვხედავ როგორ დღითიდღე თავისუფლდება ჩემი შვილი მისი პრობლემებებისგან, როგორ შემოდის მასში ბედნიერება, თავისუფლება და დედის უსაზღვრო ნდობა და სიყვარული. დამეხმარა მეორე შვილთანაც რომელიც ძალიან მგავს და ხშირად ერთმანეთთან ვკამათობდით, დღეს ეს მეტჯერ არ ხდება. დამეხმარა სიყვარულის მიღებაში. ჩემს მეუღლესთან გაუხსნელი კარტების გახსნაში, აქამდე რასაც თითქოს ვერ ვამჩნევდი ან ვცდილობდი არ შემემჩნია და ტვირთად მივათრევდი, ეს ტვირთი ჩამოვიტოვე. დამეხმარა ადამიანებთან ურთიერთობაში, პატიებაში, მიღებაში. დამეხმარა სამსახურში პრობლემების გადალახვაში, ასევე ზოგადად, დღეს არ არსებობს ჩემთვის პრობლემა ან სტრესული სიტუაცია, ფიქრი რომელზე მუშაობის მერე შვებას და თავისუფლებას არ ვგრძნობდე.

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გავხდი მშვიდი, ჩემს თავთან დარჩენის არ მეშინია, არ მეშინია სიმშვიდის, ნდობა მაქვს სამყაროს და უფლის მიმართ. ჩემთავს ვაფასებ და მიყვარს, ვეფერები და ვუსმენ. ეს არის სასწაული ერთიანობის შეგრძნება, რომელიც ჩემშია რომელსაც სხვაგან არ ეძებ.

თინის მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი, რადგან თინი არის პირველი ქოუჩი რომლის დავიჯერე, რომელთანც მისვლა მომინდა და ვენდე. თინი არის სასწაულად გულრწფელი და აქვს სასწაული შინაგანი ძალა. თინი მაგონებს ჩემს ახალგაზრდობას. თინის შეუძლია ადამინის ცხოვრება შეცვალოს და შეცვალოს ეს ყველანაირი ზეწოლის დაჩქარების გარეშე. თინისთან არ არსებობს ტემპი, ტემპი შენშია, შენია. თინი გაძლევს სივრცეს და მასში ცურვის საშუალებას. თინი არის ყვავილი, ლამაზი ყვავილი რომელიც გაფურჩქნვისას მისგვერდით მყოფ ყვავილებსაც აყვავების საშუალებას აძლევს. თუ თინის თაიგულში მოხვდი შენც ხვდები ულამაზესი ჯიშის ყვავილი. ყველას ჩვენი ჯიში გვაქვს მთავარია ის ჩვენი აყვავდეს, ფერი მისცეს და სიცოცხლე. მე თინის დაუფიქრებლად გაუწევ რეკომენდაციას ისე რომ ახსნასაც არ დავუწყებ როგორ და რატომ, მხოლოდ ვეტყოდი რომ მიენდეთ, მიყევით და ის მიგიყვანთ იმ სინათლემდე რომელსაც თქვენ მთელი ცხოვრება ეძებდით.

სრულად

თბილისი, საქართველო

თინი გავიცანი ჩემი ცხოვრების  ძალიან რთულ ეტაპზე,  სირთულეები მქონდა, პირად ურთიერთობაში, მშობლებთან და დებთან ურთიერთობაში,  კარიერაში ვერ ვითარდებოდი, შვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მეუღლის სამსახურის დაკარგვა და კიდევ უამრავი რამ. ეს პერიოდი ძალიან სტრესული  იყო ჩემთვის და სწორედ ამ დროს გავიცანი თინი და მან როგორც მზის სხივმა, შეაღწია ჩემს დაბინდულ გონებაში და გაანათა ის, დამანახა რომ რეალობა ბევრად უფრო კეთილია ვიდრე მეგონა.

ჩვენ ვიმუშავეთ პირად ურთიერთობაზე, შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელშიც თავს ვიდანაშაულებდი და  მან დამანახა რეალობა რა იყო და ის  რაც ტკივილს მაყენებდა, მხოლოდ ჩემი გონებიდან მოდიოდა. მე შემეცვალა შვილთან ურთიერთობა, მე მხოლოდ  შევცვალე ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავად მოხდა. მისი ქცევები სტაბილური გახდა. ეხლა ვიცი თუ ისევ იქნება რამე მხოლოდ საჭიროა ვიმუშაო და ისევ ჩადგება ყველაფერი თავის ადგილზე.  დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით.

თინისთან  მუშაობა არის  უდიდესი საჩუქარი რომელიც შეიძლება თავს გაუკეთო, ამიტომ მე მას რეკომენდაციას ვუწევ. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სულ განვითარების და  სიახლეების მაძიებელი, ის სრულყოფს თავის ცოდნას და ეს უძლიერეს შედეგს იძლევა  მუშაობისას რადგან ის მუშაობის დროს იყენებს უძლიერეს ტექნიკების სინთეზს. მომწონს ის რომ, გრძნობს როდის რა კითხვა გჭირდება, თავს არ გახვევს თავის რჩევებს, შენ თავად პოულობ პასუხებს და აკეთებ დასკვნებს, მიდიხარ პასუხამდე რომელიც გჭირდება იმისთვის  რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო.

სრულად

ბაირონ ქეითის სამუშაო

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ პირველად სწორედ თინისგან გავიგე და ძალიან დამაინტერესა ამ მეთოდმა. განსხვავებული და გამორჩეული ინსტრუმენტია, რომელიც მუდამ თან გაქვს და გეიმედება. იცი, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია და შეგიძლია მისი საშუალებით მძიმე ფიქრები შეიმსუბუქო და მათთან „ზავი“ დადო. მე ამ მეთოდის კარგად შეთვისების და დამუშავების პროცესში ვარ და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, მეხმარება მოვიშორო გამოუსადეგარი და შემაწუხებელი ფიქრები. მეხმარება კარგად გავაანალიზო თუ საიდან მოდის თითოეული ფიქრი და მაქსიმალურად აღმოვფხვრა ის რაც არ მჭირდება.

ამ მეთოდს ვურჩევდი ყველას ვინც დაინტერესებულია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით და უნდა ძალიან ბევრი რამ გააცნობიეროს, რაც შეიძლება აქამდე დამალული იყო მისთვის."

სრულად

თბილისი, საქართველო

"ეს არის ის სასწაული, რომელსაც ჩემთვის 21 საუკუნის აღმოჩენას ვეძახი ❤

ეს არის იმ შინაგანი ძალის გამოღვიძების პროგრამა, რომელსაც ეს ყველაფერი შეუძლია... რომელსაც იმ სულიერი სიძლიერის პოვნა შეუძლია ჩვენში, რომელსაც სულ მუდამ გარეთ ვეძებთ, სხვებში... შემდეგ ვერ ვპოულობთ, ვერ ვპოულობთ და იმედი გვიცრუვდება...

ეს არის ის პროგრამა, რომელსაც შეუძლია 180 გრადუსით მოახდინოს შენი შინაგანი სამყაროს გადატრიალება და მოგცეს ის ყველაფერი, რაც იქამდე შენთვის ოცნება კი არა საერთოდ წარმოუდგენელიც კი იყო ❤

ეს არის ის უპირობო სიყვარული, თანადგომა, მეგობრობა და ერთმანეთზე ზრუნვა რაც მხოლოდ ამ პროგრამაშია ❤ ეს პროგრამა არის ის სიყვარული რომელიც კურნავს ❤

"გიყვარდეს ის რაც არის" აი ეს არის, ეს პროგრამა რომელსაც ჩემს გარშემო ყველას ვურჩევ ვისაც კი ამის მზაობა და სურვილი გაუჩნდება ❤

 

ბაირონ ქეითის "სამუშაო" არის ის სულიერი საყრდენი, რომლის გარეშეც, თუ ერთხელ გაუგებ გემოს, ვეღარ გაძლებ და როცა კარგად გაიწაფები, თავად "სამუშაო" იწყებს შენზე მუშაობას. აი ასეთი, მართლაც ჯადოსნური პროგრამაა, რომელის ეფექტიც მუშაობისთანავე ისახება ჩვენზეც და ჩვენს ცხოვრებაზეც..."

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის "სამუშაო" აღმოჩნდა რომ ჩემთვის არის შექმნილი. ესაა მარტივი ხერხი მიუდგე შენს თავს და მართლა ამ წამიდან დაიწყო ახალი ცხოვრება.

ამ "სამუშაომ" დამანახა, რომ ჩემი პიროვნება უფრო მეტია, ვიდრე ჩემი ფიქრები. მივხვდი როგორ მოვიქცე სტრესული ფიქრების მოსვლის დროს, რა კითხვები დავუსვა, როგორ გავაკეთლშობილო ისინი.
ყველა ახალგაზრდამ თუ ზრდასრულმა მინდა გაიცნოს ეს შედევრი. სულის გახსნის უნიკალური გასაღები.
ცხოვრება რა არის? ჩვენ ვინ ვართ ამხელა სამყაროში?
რა არის ბედნიერება?
სწორედ ეს "სამუშაო" გაგიკვლევს გზას იპოვო პასუხები ამ შეკითხვებზე.

გადავწყვიტე პროფესიონალურად შევისწავლო ეს "სამუშაო" და ბაირონ ქეითიც გავიცნო ამის შემდეგ. ამ ადამინამა თინისთან ერთად უკვე შეცვალა ჩემი ცხოვრება და უფრო მეტად შემცვლის ამას ვხედავ და მჯერა, ამიტომ ჩემი მადლიერება უნდა გამოვხატო მის მიმართ. ჩავეხუტო და ვუთხრა მადლობა რომ არსებობს."

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის სამუშაო არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც უცებ, მოკლე, ნაკლებად სტრესული მაგრამ უუუუზომოდ ღრმა და შთამბეჭდავი გზით მიჰყავხარ ჭეშმარიტებამდე.

მისი დახმარებით მომენტალურად პოულობ ზღვარს, ზომიერების შეგრძნებას, აღმოაჩენ ვირუსულ/მომწამვლელ ფიქრებს, რომელსაც ზიანი მოაქვს და თავისუფლდები მათგან, პოულობ სამუშაო ფიქრებს, რომლებიც შეიძლება სხვა რამეს ნიშნავს და შენ სხვა მნიშვნელობა მიეცი. პოულობ სიმართლეს, რომელიც სადღაც ქვეცნობიერში ისედაც იცი, მაგრამ არ გჯეროდა იმ გამოცდილებების და "ჯანქ" ინფორმაციის გამო, წლების მანძილზე რომ დაგიგროვდა.

ხდები მამაცი, ხდები ბედნიერი. გყოფნის შენი თავი, ყველაფერი გყოფნის რაც გაქვს და ამას იყენებ იმისთვის, რომ გახდე უკეთესი.

მისი დახმარებით ლოგიკურად აანალიზებ მოვლენებს და გამოგდის: სტრესიდან ლამაზად გამოხვიდე და გადარჩე. არ დაიმტვრე, არ დაინგრე. ჭეშმარიტება დაიყვანო მარტივ მოცემულობამდე, მოხსნა მას შენი შეკერილი ლანდების ჩრდილი და შეხედო რა შეგიძლია გააკეთო შენ იმისთვის, რომ ამ მოცემულობასთან ჰარმონიაში იცხოვრო.

ეს სამუშაო ძალიან კარგი სავარჯიშოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აზროვნება და ფიქრი უყვარს და ძალიან ძლიერი ირაღი, მისთვის, ვისაც საკუთარი თავის, ცხოვრების გადაფასება უნდა, ვინც ყოველ დღე თავის წინა ვერსიაზე უკეთესია, ვისთვისაც თავისუფლებაში ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი.

დიდი მადლობა თინი, სიყვარულით

არა

უზომოდ დიდი სიყვარულით, სითბოთი, პატივისცემით და კიდევ რაღაც განცდით, რომელსაც სიტყვიერი შესატყვისი არ აქვს, რომელიც მიჩნდება ხოლმე მაშინ, როცა მედიტაციის დროს იმ სამყაროში გადავდივარ სადაც შემიძლია გონების დაწყნარება, სადაც ვარ ჰარმონიულად, მშვიდად და სადაც მომდის სწორი პასუხები, ან სულაც არ მომდის არაფერი და It’s okay,

აი ამ განცდით <3

Vin Venture

p.s როგორც ჩემი სახელის გმირმა, მეც შევძელი გამექრო ხმები, რომლებიც მიშლიდნენ ხელს მყვარებოდა ადამიანები, სამყარო და საკუთარი თავი.

მეც შევძელი მერწმუნა ჩემი და გარშემო ადამიანების ძალების, სიკეთის, სიყვარულის, მეპოვა ბევრი ჯადოსნური თვისება ჩემში და სხვებში.

ძალიან მაგარი გოგოა ვინი და ძალიან მიხარია, რომ მართლა ვგავარ თურმე.

შენი წყალობით."

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის "სამუშაო“ არის ჯადოსნური პატარა კითხვარი რომელიც საშუალებას გაშლევს გარკვე რეალობაში, სად არის რეალობა, რა არის რეალობა და სად იწყება შენი ფიქრებით შეთხზული სურათი.

"სამუშაო" გაძლევს სასუალებას აპატიო მარტივად როგორც სხვებს ასევე საკუთარ თავსაც. ის ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების გადაფასებაში, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგელობის აღებაში, იმ საოცარი მსხვერპლის როლიდან გამოსვლაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში აქტიურად ვირგებდი და ვიტანჯებოდი.

"სამუშაოს" საშუალებით იძიებ  მტკივნეულ სიტუაციას და ფაზლივით აწყობ რეალურ სურათს ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ 4 კითხვის საშუალებით და ბოლოს 3 შებრუნებით, რომელიც ცოტა რთული მეჩვენბოდა და ხანდახან ახლაც მეჩვენება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გახსნილობასა და მზაობაზეა დამოკიდებული.

"სამუშაომ" ისეთი გაცნობიერებები მომცა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მომცა საშუალება აწმყოში წარსულის ისტორიების გარეშე ვიყო მადლიერი და ბედნიერი.

ყველას ვურჩევ "სამუშოაო" გამოსცადოს და გახდეს საკუთრი ფიქრების გამომძიებელი, დაინახოს, რომ ფიქრი მართავს ადამიანს ხშირად და არა ადამიანი ფიქრს და რეალობას. ყველას ვურჩევ ვინც მზად არის ცვლილებებისთვის, რომელიც ჩვენში იწყება და შემდეგ აისახება სხვებზე, ვინც მზად არის რომ პასუხისმგელობით მოეკიდოს საკუთარ ცხოვრებას და იაროს წინ საკუთრი თავის და გარშემომყოფების მაქსიმალური მიმღებლობით ყველანაირი ისტორიების გარეშე. იაროს წინ და თვითონ იყოს საკუთრი ცხოვრების შემოქმედი, შეცვალოს დამოკიდებულებები, ვინც მზად არის ფიქრები სწორი გზით წარმართოს რომ სამყარომაც პასუხი დაუბრუნოს  ბედნიერების, სიხარულის, სიყვარლის, წარმატებისა და მადლიერების სახით ...."

სრულად

შტუტგარტი, გერმანია

"ბაირონ ქეითის შესახებ რამდენიმე წლის წინ გერმანელი ქოუჩისგან გავიგე. გერმანიაში წარმატებულად იყიდება მისი წიგნები და ტარდება ვორქშოფები. ძალიან გამიხარდა, როცა სრულიად შეთხვევით თინის მოვუსმინე, როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ქალბატონზე, მის „სამუშაოზე“ და წიგნზე, რომელიც თარგმნა: „გიყვარდეს ის რაც არის“.

ეს მეთოდი არის საოცრად ეფექტური და ამავე დროს ძალიან მარტივი გასაგები. აი, ამას მინდა გავუსვა ხაზი. ერთი შეხედვით, ისეთი მარტივი, რომ შეიძლება იფიქრო, ეს რა შედეგს მოგცემს, მაგრამ ზუსტად აქ იმალება მთავარი. ისე მარტივად მიყვები ინსტრუქციებს, რომ პროცესში ვერც კი ხვდები, ბოლოს რამხელა შედეგს იღებ. ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი აღიარებს მის სიძლიერეს, თუკი ერთხელ მაინც იმუშავებს ამ ტექნიკით.

მაგალითად, სამუშაოს ერთი ნაწილი: ოთხი მარტივი შეკითხვა, თითქოს რა ეფექტი უნდა ქონდეს, მაგრამ გადის დრო და შედეგს თვალნათლივ ხედავ. შეიძლება იმ წამშივეც კი შეიცვალოს შენი დამოკიდებულება გარკვეული საკითხის მიმართ. და თუკი იცვლება დამოკიდებულება, იცვლება სიტუაციაც ისე, რომ მერე გიკვირს, ამას შენ თვითონ აქამდე როგორ ვერ მიხვდი. ვერ მიხვდი იმიტომ, რომ არასოდეს მოგისმენია შენი თავისთვის, ქვეცნობიერისთვის ასეთი ინტენსივობით. ეს მეთოდი კი გეხმარება მედიტაციაში და გარკვეული საკითხების მარტივად აღქმაში.

„სამუშაო“ არის საკუთარ თავზე მუშაობის ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომლის შესრულებაც შენ და შენს გვერდით ადამიანებს უფრო ბედნიერს და საკუთარ თავთან ჰარმონიულს გახდის."

სრულად

გერმანია

"ბაირონ ქეითის "სამუშაო" არის იარაღი, რომელიც ნელ-ნელა ჩვენში ყალიბდება და ჩვენი საყრდენი და ძალა ხდება. ის იდეალურად გვაჩვენებს რა ხდება ჩვენი ფიქრების მიღმა, სხვა სამყაროში გვიხსნის კარს და ეს სხვა სამყარო არ არის ილუზია, ეს არის ჩვენი ნამდვილი შინაგანი სამყარო. რაც ყოველთვის ჩვენშია უბრალოდ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ, დაგვავიწყდა, მივატოვეთ. აი აქ გვაბრუნებს „სამუშაო“.

ის გვეხმარება გამოვყოთ საკუთარი თავი იარლიყებისგან, სტატუსებისგან, ისტორიებისგან და გავუშვათ ზედმეტი. ესაა ის, რაც შენში ანსხვავებს მართალს და ტყუილს, ეს არის ფილტრი, რომელშიც  ნებისმიერი ფიქრის გატარება შეგვიძლია და დაკვირვება, თუ რას გვეუბნება ეს ფიქრი, „სამუშაო“ კი ფიქრების მიღებას და მათ მოსმენას გვაწავლის და არა მათგან გაქცევას.

სამუშაო არის სათუთი, უსაფრთხო ინსტრუმენტი, რომელიც შენთანაა და გეხმარება რეალობა გაარჩიო ტყუილისგან, გათავისუფლდე ზედმეტისგან.

არ ვიცი ვის შეიძლება ეს არ სჭირდებოდეს? თუ არსებობს ვინმე ასეთი, ანუ მან უკვე გაიარა ყველა ეს საფეხური და სხვა  ცნობიერებაზეა, მაგრამ მე ეს მჭირდება და ვფიქრობ ასევე სჭირდება ყველას ვისაც რაღაც ფიქრების სჯერა საკუთარი თავის შესახებ.

საბედნიეროდ ის აქაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია."

სრულად

თელავი, კახეთი

ბაირონ ქეითის "სამუშაო" გახდა ჩემი პირველი ნაბიჯები და თვალის ახელა სამყაროს მიმართ. მე გამოვცადე "სამუშაო" საკუთარ თავზე და მივიღე უამრავი სინათლის სხივი.
"სამუშაო" არის ყოველდღიურობა, მას დასასრული არ აქვს, ესაა კეთილი იარაღი, რომელიც მუდმივად ხელში უნდა გეჭიროს.

"სამუშაოს" მეშვეობით ჩემს პრობლემებს კი არ შევებრძოლე, არამედ დავუმეგობრდი, მოვუსმინე რას მეუბნებოდნენ და ვუთანაგრძნე.

ბაირონ ქეითის "სამუშაო" არის ის ხიდი, რომელიც გვაკავშირებს და გვაახლოვებს ჩვენ, ჩვენს ქვეცნობიერთან.

გისურვებთ ყველას შეგეგრძნოთ "სამუშაოთი" მიღებული სიამოვნება და სიმსუბუქე. ჰარმონია და სიმშვიდე შემოსულიყოს თქვენში

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის "სამუშაოს" გამოყენების შედეგად გავხდი უფრო ტოლერანტული და ვხვდები, რომ ჩემი ფიქრები ზოგჯერ არ არის მართალი. როდესაც ჩემში შემეოდის უარყოფითი ფიქრი მე მას ვაფიქსირებ და გამოკვლევისთვის გადავდებ. მე უფრო ბედნიერი და მადლიერი ვარ და ნაკლებად ვღიზიანდები.

ეს არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საშუალება, რომ განთავისუფლდე ნეგატიური ფიქრებისგან. "სამუშაო" განახებს ყველაფერს სხვა კუთხით, ხანდახან იმ კუთხით, რომლის დანახვაც არ გინდა."

სრულად

ბაირონ ქეითის „ სამუშაო“ - ეს არის ინსტრუმენტი რომელიც მაძლევს საშუალებას დავჩე საკუთრ თავთნ, ვისწავლო საკუთრი თავის მოსმენა, ვისწავლოს  რთულ სიტუაციებთან საკუთარი ძალებით გამკლავებას. ჩემთვის ბაირონ ქეითის „ სამუშაო“ ,  არის იმედი. თითქოს ვიცი რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს.

„სამუშაო“ არის ძალა, იმედი  და ენერგია.  ინსტრუმენტი რომელიც  საშუალებას გაძლევს დაინახო რთული სიტუაცია სხვადასხვა კუთხით, შეხედო მას სხვა თვალით, დაინახო პრობლემის რეალური მხარე, ის გაძლევს მოტივაციას, რომ ძალა მხოლოდ საკუთარ თავშია..

სრულად

ბაირონ ქეითის “სამუშაომ” საკუთარი თავი გამაცნო და საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობის საშუალება მომცა. ეს ჩემთვის დიდი შინაგანი ძალის პოვნას ჰგავდა. რომელსაც სულ ვეძებდი და ამ პროგრამაში მოცემული დავალებებით და ტექნიკების გამოყენებით ვიპოვე. ეს ყველაზე დიდი შედეგია, რაც კი შეიძლება მიმეღო. ყველას ვუსურვებ ისეთი ბედნიერების შეგრძნებას და მერე ამ შეგრძნებით ცხოვრებას, რაც საკუთარ თავში ძალიან დიდი ძალის და საყრდენის აღმოჩენას მოაქვს.

სრულად

სანქტ-პელტენი, ავსტრია

ეს არის მეთოდი, რომელიც რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყო გამოგიყვანს მდგომარეობიდან. დაგანახებს რეალობას, დაგაბრუნებს რეალობაში, გაგაანალიზებინებს სად ხარ, ვინ ხარ. რა არ მოგწონს შენს თავში, რას არ იღებ შენს თავში. გაძლევს საშუალებას დაუხლოვდე შენს თავს, მიიღო შენი თავი ისეთი როგორიცაა და ამ ყველაფერს სიმშვიდე და შენი თავის სიყვარულის უდიდესი შეგრძნება მოაქვს.

სრულად

ბათუმი, საქართველო

ეს ტექნია დახვეწილი, ზუსტი, ეფექტური, პროფესიონალურად ჩამოყალიბებული სამუშაოა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში სიცხადე და სილაღე შემოიტანა. მაგრძნობინა თავი თავისუფლად, მარტივად ვდგამ ნაბიჯებს, მიყვარს ის რაც აქამდე არ მიყვარდა, აღარავის ვთლი ჩემს მტერად არა ის, არ ვთლი რომ არავის არ ვუყვარვარ, მხოლოდ განვიხილავ სიყვარულის საკითხს თუ ვინ მიყვარს და ვინ შევიყვარო. აღარაა ჩემში უარყოფისა და მიუღებლობის განცდა, აღარ ვფიქრობ ცუდზე, აღარ მეშინია პრობლემებთან შეხვედრის, აღარ განვიცდი იმას რაც მე არ მეხება, აღარ ვერევი სხვის საქმეში, ადვილად არ მიმაქვს პრობლემები გულთან ახლოს უბრალოდ ვჭრი მათ თუ შემხვდნენ, ვმოქმედებ და არა ვფიქრობ. ვგრძნობ სამყაროს და მის მოწოდებულ სიახლეებს ვიღებ ისეთ როგორიც არის. აღარ მაქვს პროტესტის განცდა. ვტკბები ჩემი არსებობით და მიხარია რომ მე მერგო სიცოცხლის უფლება წილად. მიყვარს ეს სამუშაო და მიყვარს ყოველი ჩემი არსებობის წამი, წუთი, საათი, დრო. მიყვარს ბაირონ ქეითის სამუშაო. მე  შემიძლია თამამად ვთქვა რომ მე ვარ მაკა ქათამაძე და არ მეშინია ამის ხმამაღლა თქმის.

სრულად

თბილისი, საქართველო

ბაირონ ქეითის სამუშაომ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, დამანახა მოვლენები ისე როგორც არის და არა ისე როგორც მე ვხედავდი და მეგონა რომ იყო, უბრალოდ დავინახე რეალურად რა ხდება, სამუშაო მეხმარება რომ საკუთარ თავში ღრმად ჩავიხედო და ის სტრესები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვეძებო მე თავად  სად ვექცევი  საკუთარ თავს იგივენაირად და რა უნდა შევცვალო ჩემში, მე არ მქონდა ურთიერთობა მამასთან, დედასთან და დებთან მქონდა ეჭვიანობები და წყენები, ასევე მეუღლესთან და შვილებთან კონფლიქტები, კარიერაში  უკმაყოფილება, მე სამუშაოს დახმარებით გავაანალიზე და მივხდი თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი და ნელ ნელა ყველგან შეიცვალა მდგომარეობა, დღეს მე მამასთან ჩვეულებრივ ვურთიერთობ, დედასთან და დებთან  ყოველდღიური გულწრფელი ურთიერთობა მაქვს, მეუღლესთან და შვილებთანაც ლაგდება და კარიერაშიც ვიცი რომ იქ არ ვიყავი სადაც მინდოდა და ჩემი მხრიდან მოდიოდა ყველაფერი, მე უკვე ვიცი როგორ შემიძლია გავხადო ჩემი ცხოვრება ისეთი როგორიც მინდა რომ იყოს და თქვენც გირჩევთ რომ გაეცნოთ და გაიგოთ ამ უძლიერესი მეთოდის შესახებ. ეს ის ცოდნაა რომელიც თქვენ ღრმად საკუთარ თავში ჩაგახედებთ და დაგანახებთ რა არის რეალობა, რომელიც  შეუძლებელია არ  გიყვარდეს.

სრულად

ბაირონ ქეითის "სამუშაოს" პროფესიული შესწავლის პროგრამა

იცით რას ვფიქრობ ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ? ეს პროგრამა ერთგვარი გზაა ადამიანური ბუნების უკეთ შემეცნების, თქვენ გაიგებთ თუ რამდენად შეიძლება იყოთ საკუთარი ფიქრების ტყვეები, თუ რამდენად აფერხებთ თქვენსავე განვითარებას,  როცა გვჯერა არასწორი ფიქრების. მე ამ პროგრამამ მომცა საშუალება სიღრმისეულად მემოგზაურა საკუთარ თავში, მემუშავა და გავთავისუფლებულიყავი მცდარი ფიქრებისგან, რომლებიც  იწვევდა სტრესს ან ხელს მიშლიდა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. ამ პროგრამაში მონაწილეობით დავრწმუნდი ამ ტექნიკისეფექტურობაში და უნიკალურობაში, იცვლები და იცვლება ყველაფრი შენს გარშემო! თანაც მხოლოდ უკეთესობისკენ! ღირს საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს ცვლილებები, ეს სიმშვიდე და სილაღე, რაც ამ მეთოდით მუშაობას მოაქვს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, განათლებით ვინ ხართ, უფრო მეტსაც გეტყვით, თუნდაც იყოთ ფსიქოლოგი, ეს არის ძალიან საჭირო და ძლიერი ტექნიკა საკუთარ თავზე და სხვებზე  მუშაობის. გულითადი მადლობა თინათინ ბასილაიას ძალიან საინტერესო კურსისთვის და  ამ უნიკალური პროგრამის ჩვენამდე მოტანისთვის.

სრულად

ჩემი ცხოვრება თინიმდე და თინის შემდეგ ....... ეს სიმართლეა !?

შეიძლება ძალიან მხატვრულად გამომდის , მაგრამ ეს სიმართლეა.. შენ ხარ პროფესიონალი რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მაქიმუმს იყენებს, შრომისმოყვარე, უსაზღვრო ენერგიის მქონე.  სანამ რეალურად გნახავდი, მეგონა ფიზიკურადაც ისეთივე ძლიერი და დიდი იყავი როგორ ენერგიასაც ასხივებ, როდესაც პირადად შეგხვდი, ვფიქრობდი როგორ შეიძლება ამდენ რამეს  ეს ერთი ციდა ადამიანი აკეთებდეს.

შენთან მუშაობის პროცესში მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ იგივეს განიცდი რასაც შენი კლიენტი, თითქოს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგიცდია, ყოველთვის შეგრძნება მაქვს რომ ვიღაც კიდევ არსებობს ჩემი მსგავსი და მარტო არ ვარ პრობლემის წინაშე.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს იყო მომენტი როცა მე არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, რა მინდოდა, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდი და თითქოს რაღაცის ძიებაში ვიყავი ... ამ პერიოდში ჩავერთე ბაირონ ქეითის „ სამუშაო „- პროფესიულად შესასწავლ ონლაინ პროგრამაში, სადაც მახსოვს როცა დავწერე ჩემი მოლოდინების შესახებ, ვთქვი: „ ველოდები როდის შევხვდები საკუთრ თავს“.  ეს პროგრამა არის პირველ რიგში საკუთრი თავის შესასწავლი - და შემდეგ უკვე პროფესიული პროგრამა. აქ არის გარემო სადაც ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ თავშია ძალა, რომ არსებობენ ადამიანები სხვადასხვა კონტინენტებიდან , რომლებსაც ერთნაირი სტრესული ფიქრები აქვთ, რომლებსაც ერთნაირად უჭირთ და გონიათ რომ მხოლოდ ისინი არიან განსხვავებულად „ცუდები“ ,  სინამდვილეში აღმოვაჩინე რომ თურმე მათაც იგივე ფიქრები აქვთ,  მათაც შენსავით სტკივათ და უხარიათ. ამ პროგრამამ მე სიყვარული მასწავლა, რომ ყველაფრის და ყველას სიყვარული ნამდვილად შესაძლებელია. მასწავლა რომ ყველა ერთნაირ გზას გადის ცხოვრებაში . ეს თითქოს თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ როცა ხედავ როგორ იცვლებიან ადამიანები შენს თვალწინ, როცა 6 თვის განმავლობაში ხედავ უბრალოდ ადამიანების ტრანსფორმაციას ხვდები რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სრულად

ამ პროგრამაში არის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, რისი დამუშავების შემდეგ ადამიანი უბრალოდ განწირულია წარმატებისთვის. ამ პროგრამაში მუშაობ ცხოვრების ყველა სფეროზე. ეს პროგრამა გაძლევს საშუალებას, თავიდან შექმნა საკუთარი თავი და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ამ პროგრამამ საკუთარ თავზე სწორად და ნაყოფიერად მუშაობა მასწავლა და კიდევ უფრო შემაყვარა. განსაკუთრებით საოცარი არის ის, რომ არ არსებობს თემა, როემლიც შეიძლება დაამუშაო და გარკვეული დროის შემდეგ შედეგი უკვე რეალობაში არ დადგეს.

ჩემი შინაგანი ტრანსფორმაცია, ყველა ის გაცნობიერება რაც კი მქონია და დღემდე მაქვს ხოლმე, არ მექნებოდა რომ არა ეს პროგრამა. ადრე, ეჭვის თვალით ვუყურებდი ფრაზას, რომ რაღაც პროგრამამ, შეიძლება შენი ცხოვრება შეცვალოს, ახლა ჩემი თავიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ეს თურმე შესაძლებელი ყოფილა. ეს პროგრამა დამეხმარა საკუთარ თავზე სწორად მემუშავა, ნეგატიური და სტრესული ფიქრებისგან თავი გამეთავისუფლებინა და მართლაც ახალი ცხოვრება დამეწყო და რაც ყველაზე მთავარი და სასიხარულოა, ეს მხოლოდ დასაწყისია მთელი გულით მჯერა!

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე და ამ პროგრამის შემდეგ - მარტივად რომ შევადარო, ასე ვიტყოდი: ვინც ძველ მარიამს იცნობდა, დღევანდელს ვეღარ მიცნობს. თითქოს მარტივად ჟღერს მაგრამ, ცნობიერების შეცვლა აისახა, ჩემს ხასიათზე, გადაწყვეტილებებზე, არჩევანზე, მოქმედებაზე და ადამიანებთან ურთიერთობებზე. მე მიხარია, რომ ეს პროგრამა არსებობს და მე მერგო წილად ამ პროგრამაში მონაწილეობა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რა კურსები და პროგრამებიც არ უნდა გავიარო, ზუსტად ვიცი, რომ ეს პროგრამა ჩემთვის პირველი ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის მომტანად დარჩება.

სრულად

სანქტ-პელტენი, ავსტრია

პროგრამამ მომცა:

სიმშვიდის შეგრძნება

ჩემს თავთან დაბრუნების საშუალება

ჩემი თავის რწმენა და სიყვარული

ცხოვრებაზე დაკვირვება და გაანალიზება

სიყვარულის გაცემა და მიღება

სითბო და სიყვარული

მშვიდი ურთიერთობა ჩემთვის საყვარელ ხალხთან და საერთოდ ადამინებთან

ჩემს საქმეში დარჩენა მასწავლა

ჩემს შვილთან მუშაობის და შედეგებით ნახვის საშუალება

ასევე ძალიან კარგი მეგობრების შეძენა, უაზროდ კარგი სულიერად ერთგული მეგობრების.

ამ პროგრამას იმიტომ გაუწევდი რეკომენდაციას, რომ ის გრძელდება 6 თვე, 6 თვეში ინტენსიურად ჩართული მუშაობ შენს თავთან.10 სხვადასხვა მოდულზე. უძლიერეს გუნდთან ერთად, სადაც უდიდეს ბონუსად გყავს თინი რომელიც სულ ჩართულია და ძალიან დიდ ენერგიას, ძალისხმევას და ჩერთულობას იჩენს ყოველ ჯგუფის წევრთან მიმართებაში. ეს არის ჯგუფი რომელშიც ყველა თემაზე ვსაუბრობთ, ისეთ თემებზეც კი რომელსაც შენს თავსაც ვერ უტყდებოდი და ეს არის ბომბი აფეტქებასავით ცუდი ფიქრებისგან გასანთავისუფლებლად. ამ ჯგუფის მეშვეობით დაუახლოვდებით უმაგრეს ხალხს, რომლების არსებობა შენს ცხოვრებაში უდიდეს ძალას, ბედნიერებას და სიყვარულს შეგმატებს.

ჩემი ცხოვრება პროგრამამდე იყო ზოგ დღეებში შავი ბნელი ღამეებით, რომლიდანაც გამოსვლა მიჭირდა და ხან რა და ხან რა გზით ვცდილობდი დაძინებას, დავიწყებას, გადაგორებას. დღეს მე ესეთი ღამეები აღარ მაქვს მე შემიძლია სამუშაო შევასრულო, თუნდაც მარტომ დავჯდე და გავაკეთო. მაგრამ ამ პროგრამის მერე იმის ფუფუნებაც გაქვს რომ დაწერო ჯგუფში ვის ცალია და ეგრევე გამოჩნდება ვინმე რომელსაც ცალია შენთან სამუშაოდ და მთელი გულით შენთვის აქ არის, მთელი შემართებით იმუშავებს შენთან. დღეს მე ვარ მშვიდი, ჰარმონიული, მოსიყვარულე და მთელი ნდობა მაქვს სამყაროს მიმართ. მე ვარ აქ და ახლა. მე არსად არ მეჩქარება. მე მიყვარს ის რაც არის და მე მიყვარს თინი უზომოდ. საქართველო არის ქვეყანა რომელსაც თინი ყავს, თინი მილიონობით ადამინაებს გააბედნიერებს, მათ გულებში სიყვარულს და სითბოს შეიტანს.

ეს არის უფლის მიერ მოვლენილი ადამინი. თინი მადლობა რომ არსებობ. შენი მხოლოდ არსებობა გულს და სულ მითბობს. თინი მიყვარხარ. ❤ ❤ ❤

სრულად

პიროვნული და პროფესიული განვითარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მოტივაციით დაუკავშირდი ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროფესიულად შესასვლელ პროგრამას. როცა თინის გამოქვეყნებულ პოსტებს ვნახულობდი, სადაც ის აღწერდა ამ არაჩვეულებრივი პროგრამის შედეგების და მიღწევების შესახებ დიდი სურვილი გამიჩნდა საკუთარ თავზე გამომეცადა და შემესწავლა ის ახალი მიმართულება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო იმ გამოცდილებიდან რაც მე მქონდა.

აქამდე ბევრ პროგრამაში, ტრენინგებზე თუ კურსზე ვყოფილვარ და მაშტაბურად დიდი შედეგები მიმიღია. ეს პროგრამა კი რადიკალურად განსხვავდება სხვებისგან თავისი უბრალოებით და კონკრეტული მიმართულებით რომელიც მოიცავს თითქოს უმნიშვნელო კითხვებს, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლის ადამიანის წარმოდგენას იმ რეალობის მიმართ რისიც სჯერა და წამს. ბაირონ ქეითის “სამუშაოს” საშუალებით ვაცნობიერებთ რომ ჩვენ თავად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ფიქრების, რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნიან. ამის გაცნობიერებას შინაგანი ძალა სჭირდება, რაც მხოლოდ საკუთარი თავის დაკვირვებით, ჩვენი ფიქრების გამოკვლევით არის შესაძლებელი.

იცვლება საკუთარ თავთან ურთიერთობა, გარემოსთან ურთიერთობა, სამყარო უფრო მიმღები და გულისხმიერი ხდება შენს მიმართ. იცვლება შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ისინიც იცვლებიან. უფრო საინტერესო და ფერადი ხდები შინაგანად. მოზღვავებულად გრძნობ სიყვარულს, ბედნიერებას, სიმშვიდეს, თავისუფლებას, ჰარმონიას და უბრალოდ მადლიერი ხარ იმ ყველაფრის რაც გაქვს აქ და ამჟამად.

მთელი გულით ვისურვებდი საქართველოში ბევრ ადამიანს ქონდეს წვდომა იმ მოდელებთან რასაც ეს პროგრამა მოიცავს, იმისთვის რომ იყოს მეტად რეალიზებული და ბედნიერი ჩვენა გარშემო ადამიანები.

დიდი მადლიერება და სიყვარული ჩემგან თინის ამ არაჩვეულებრივი პროგრამის გაზიარებისთვის!

სრულად

ამ სკოლაში მოხვედრა კიდევ ახალი ინსტუმენტის ასათვისებლად გადავწყვიტე.

სკოლა მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, და შედეგებს იძლევა სხვადასხვა მიმართულებით.

რეკომენდაციას ვუწევ, საკუთარ თავზე მუშაობისთვის, სხვადასხვა არასასიამუვნო პრობლემების და საკითხების მოგვარებაში დასახმარებლად.

როგორც უკვე ავღნიშნე, აქ მოხვედრის მთავარი მიზანი ახალი, ძლიერი ინსტრუმენტის ათვისება იყო,  საკუთარ თავზე გამოვცადე შედეგები და ახლა თამამად შემიძლია სხვებსაც გავუზიარო.

ჩემი გამოცდილება სკოლის შესახებ:

სკოლის ფარგლებში ვიმუშავე  არაერთ საკითხზე, რომელმაც უდიდესი ენერგიის გამონთავისუფლება მოახდინა ჩემში, გარდა ამისა ავითვისე ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი. ამ სკოლამ მომცა ძალიან მაგარი მხარდამჭერი, გვერდში მდგომი გუნდი, საოცარი გოგოები. მომცა ასევე “სამუშაოს “ გამოცდილება, როგორც კლიენტის ასევე ფასილიტატორის როლში.

სრულად

ბათუმი, საქართველო

”ბაირონ ქეითის პროფესიულად შესასწავლი პროგრამა”, ეს პროგრამა არის  სინათლე და სხივი ჩემს ცხოვრებაში. მისი ტექნიკა არის სასწაული პიროვნების ასამაღლებლად და განსავითარებლად. მე ახალად დავიბადე ამ პროგრამის შემდეგ, მე ვარ ის ვინც აქამდე უნდა ვყოფილიყავი და ამ სამუშაოს დახმარებით ვიპოვე მაკა. ამ პროგრამ მაჩუქა საკუთარი თავი, ის ფასი რასაც მე ვიხდი არის საჩუქარი იმასთან შედარებით რასაც ეს პროგრამა მაძლევს.

რა მომცა? ჩემი პასუხია “ყველაფერი”, მე მაქვს ყველაფერი.

ეს როგორ? როგორ და განვეწყობი ისე რომ მე დღეს ამას გავაკეთებ და ყველაფერი ისე იქნება როგორ მე მინდა და ზუსტად ისეა როგორც მე მინდა იმიტომ რომ შენ შინაგან სამყაროში რაც ხდება იმას იზიდავ სამყაროდანაც. აი ეს მასწავლა ამ პროგრამამ.

იცით რატომ მომწონს ეს პროგრამა? იმიტომ რომ ის პროგრამა არ არის, ეს არის მთელი შენი მომავალი, რომელიც სასურველ გზაზე გატარებს ისე რომ არცერთ წამს არ ინანებ და გეცოდინება როგორ მართო შენი ცხოვრება და როგორ გაუმჯობესო ის. ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო მოლოდინებით, ნერვიულობით, მოთხოვნილებით, კომპლექსებით, შიშით სავსე.

ამ პროგრამის შემდეგ კი ამ რწმუნებულებების საპირისპირო რწმუნებულებები მივიღე. მართლა სასწაულია ეს პროგრამა და კიდე არვიცი არმყოფნის სიტყვები იმის ასაღწერად თუ რა ძალაა აქვს ამ პროგრამას და როგორი აუცილებელია ის ყველა ადამიანისთვის რომ იპოვნონ საკუთარი თავი და ეზიარონ ნამდვილ ბედნიერებას და ჰარმონიას.

სრულად

თბილისი, საქართველო

"ბაირონ ქეითის "სამუშაოს" პროფესიულად შესასწავლი  პროგრამა არის უძლიერესი  პროგრამა,  მე ამ მეთოდის დახმარებით თითქოს ახალი ფანჯარა აღმოვაჩინე და  გავაღე ჩემში, დაეხმარა  საკუთარი თავის შეცნობაში და რეალური სამყაროს დანახვაში, რომელიც გაცილებით უფრო კეთილია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მე არასოდეს დამავიწყდება ეს გამოცდილება რაც ამ პროგრამაში მივიღე.

ეს პროგრამა არის უნიკალური, ის მორგებულია როგორც პროფესიონალ ფსიქოლოგზე ისე ფსიქოლოგიის არ მცოდნე ადამიანებზეც, ყველას შეუძლია  შეისწავლოს ეს მეთოდი და  ცოდნა რასაც ამ პროგრამის შედეგად მიიღებ, ძალიან ღირებულია და ის როგორც ცხოვრებაში ასევე პროფესიული კუთხით გამოსაყენებლად უძლიერესი საშუალებაა.

ამ პროგრამაში ძალიან კარგი მეგობრები გავიჩინე, გავიცანი  საუკეთესო ადამიანები,  რომელთაგან ძალიან დიდ სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ. სხვა თუ არაფერი, მარტო ამ ადამიანების გაცნობისა და დაახლოვებისთვის ღირდა ეს პროგრამა.

ჩემი ცხოვრება პროგრამამდე ძალიან გავდა  გზა დაკარგული ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც თითქოს ყველაფერი ქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ ვერ ამჩნევდა და პოულობდა ბედნიერებამდე მისასვლელ გზას, ეხლა კი ნამდვილად ვიცი რა მინდა და ისიც ვიცი თუ როგორ მივიღო ის რაც მინდა. ვიცი რომ ჩემი ცხოვრება ძალიან მალე შეიცვლება და გახდება ისეთი როგორიც მე მინდა რომ იყოს და ჩემი ცხოვრების შეცვლის შედეგად მე შევძლებ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.

სრულად

ამ პროგრამამ ჩემი თავი მაპოვნინა.ჩემი აზროვნება შეიცვალა დადებითი კუთხით.სიტუაციები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვიღებ მარტივად,აღარ ვითრგუნები.ვმუშაობ ამ სიტუაციებზე და ვთავისუფდები ამ ფიქრებისგან. ამ პროგრამამ მასწავლა როგორ გავთავისუფლდე სტრესული ფიქრებისგან. როგორ ვიყო ბედნიერი აქ და ამჟამად. ამ პროგრამამ ჩემში სრული ტრანსფორმაცია მოახდინა. ეს ის პროგრამაა ,რომესაც შეუძლია თქვენი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისაკენ. გათავისუფლდეთ სტრესული ფიქრებისგან.გახდებით მეტად მოტივირებულები, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები. სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ. სანამ ამ პროგრამაში ჩავერთვებოდი ვიყავი პესიმისტი ადამიანი, რომელიც ყველაფერში ცუდს ხედავს. რაც ცუდი ხდებოდა ჩემს გარშემო სხვა ადამიანებს ვაბრალებდი, რომ ისინი ყველაფერში იყვნენ დამნაშავეები.თუ რამე არ გამომდიოდა საკუთარ თავს კი არა ჩემს გარშემო ადამიანებს ვაბრალებდი. არ ვიყავი სამყაროს მიმართ გულწრფელი და გახსნილი.მქონდა თვითკრიტიკული აზრები საკუთარი თავის მიმართ.რაც ხელს მიშლიდა მიზნების განხორციელებაში. ამ პროგრამის მერე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.გავხდი სამყაროს მიმართ გულწრფელი და გახსნილი.გავხდი მეტად ენერგიული, თავდაჯერებული, მიზანდასახული. გავთავისუფლდი ნეგატიური ფიქრებისგან. გავხდი პოზიტიური, ბედნიერი, თავისუფალი. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. გავთავისუფლდი თვითკრიტიკული აზრებისგან საკუთარ თავზე. ვისწავლე რომ რომ ეს ჩემი საქმეა, ეს სხვისი საქმეა და ეს უფლის საქმე. ჯანმრთელობის პრობლემა მომიგვარდა. ფიქრებით ან წარსულში ვიყავი ან მომავალში გადავდიოდი. აქ და ამჟამად რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად ვარ მავიწყდებოდა .ოჯახის წევრებთან ჯანსაღი ურთიერთობა დავამყარე. ოჯახის წევრებს და ასევე ჩემს გარშემო ადამიანებს თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ აღარ ვითრგუნები.ვფიქრობ რომ ის უფლის საქმეა და ყველაფერი ხდება ისე როგორც ხდება.დანარჩენი უფლის ნებაა.კონფლიქტურ სიტუაციებში სიმშვიდეს ვინარჩუნებ და დიპლომატიურად ვაგვარებ. რაც შეეხება ფულს და კარიერას.იმდენი ფული მაქვს რაც მჭირდება კონკრეტულ მომენტში. რაც შეეხება კარიერას დავისახე გეგმა, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ დამეხმარება კარიერულ წინსვლაში. თუ რა მაქვს გასაკეთებელი ჩემი მიზნები რომ შევასრულო.ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე,გავხდი საკუთარი თავის მიმართ გავხდი გახსნილი და გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. გავთავისუფლდი თვითკრიტიკული ფიქრებისგან საკუთარ თავზე.ჩემი აზროვნება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ბაირონ ქეითის სამუშაომ მოახდინა ჩემში სრული ტრანსფორმაცია.

სრულად

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

თელავი, კახეთი

"პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში" ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საკუთარ თავზე მუშაობის ყველაზე ტრანსფორმაციული სამი თვე. რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე კითხვები დამიგროვდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი და აქედან გამომდინარე, კითხვებიც ძალიან მწვავე იყო და მათზე პასუხების არქონა კი ზედმეტად სტრესული.

როგორი იყო ჩემი ცხოვრება და როგორ შეიცვალა პროგრამის გავლის შემდეგ?

ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. მოკლედ გეტყვით, რომ მრავალი წელი დაკარგული ვიყავი. მიჭირდა იმ გოგოს პოვნა, რომელიც დავკარგე და რომელიც ასე მენატრებოდა. ამის მიზეზები უამრავი შემიძლია მოვიყვნო.. ერთ ერთი ფაქტირი კი იყო ჩემი მეუღლის ავადმყოფობა.

ჩემი მეუღლე არის ფსიქიკური ავადმყოფი, "პარანოიდული შიზოფრენიის" დიაგნოზით. ადრე ამ საკითხზე საუბარიც კი მიჭირდა. როცა მისი ავადმყოფობა გამჟღანდა, ჩემთვის ძალიან რთული და სტრესული იყო ამის მიღება. უიმედობა, დაუცველობის შეგრძნება, ტკივილი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში... და ზოგადად შიში ცხოვრების, მომავლის... ხანგრძივი დეპრესიის წლები და თავის მოკვლის სურვილი ამ პროცესს თან ახლდა... 25 წლის გოგოსთვის მერწმუნეთ ეს მაშინ სიკვდილის ტოლფასი იყო. ამ ტკივილმა სხივი გამიქრო თვალებში, დაიმსხვრა ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და რაც მახარებდა.

ჩემი მეუღლის მდგომარეობა იყო არასტაბილური, ჩემს მიმართ ქონდა გამოხატული აგრესია, შეეძლო უბრალო ერთი გამოხედვით, სიტყვის უთქმელად მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ჩემი სიმშვიდე დაერღვია. არ შეეძლო საქმეზე კონცენტრირება. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა ჩემს ბედნიერებაზე, ჩემს კეთილდღეობაზე მთელ წილ პასუხისმგებლიბას მაინც მას ვაკისრებდი.

რა მომცა ამ პროგრამამ?

პროგრამამ მაპოვნინა საკუთარი თავი, საკუთარ თავის სიყვარული, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავიღე საკუთარ ცხოვრებაზე 100% ით პასუხისმგელობა. პროგრამამ მომცა ბედნიერების, სიხარულის, სისავსის შეგრძნება, მომცა შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულობა. პირველ რიგში კი მომცა საკუთარი თავის აღიარების შეგრძნება, განცდა განსაკუთრებულობის, უნიკალურობის... მაპოვნინა საყრდენი საკუთარ თავში...

ბაირონ ქეითის ,,სამუშაო" დამეხმარა გავთავისუფლებულიყავი ყველა იმ სტრესული ფიქრისგან, რაც ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით მქონდა. ,,სამუშაო" ესაა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც მოკლე გზის გავლით გათავისუფლებს სტრეული ფიქრებისგან და გაბრუნებს ნადვილ ,,მე"-სთან. ,, სამუშაოს" შესრულება ეს არის ღრმა და ტრანსფორმაციული მოგზაურობა ჩვენს ქვეცნობიერში. ოთხი შეკითხვა და სამი შებრუნება გიჩვენებს ჭეშმარიტებას, რომელიც სტრესული ისტორიის მიღმა არსებობს. ,,სამუშაოს" შესრულების დროს ,,ჩვენ შევდივართ იმ გამზომილებაში, სადაც კონტროლი გვაქვს - ჩვენს შინაგან სამყაროში."

,,გქონდეს გზა, რომ ტანჯვის ილუზიის მიღმა გაიხედო - ეს უდიდესი საჩუქარია"

როგორ შეიცვალა ჩემი მეუღლის მდგომარეობა?

ის გახდა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული. გაუქრა აგრესია, შემიძლია საუბარში ავიყოლიო. გახდა შრომისუნარიანი.... და ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ.

პროგრამამ სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება და სრულიად მიმღები გამხადა ამ პროცესების მიმართ. როდესაც იღებ არსებულ რეალობას ისეთს, როგორიც არის, მაშინ იცვლება ის იმ სასურვლი შედეგისკენ, როგორიც გინდა რომ დადგეს....

,,ყველაფერი ჩემთვის ხდება და არა ჩემს წინააღმდეგ"

ახლა უკვე ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო ორ ეტაპად: პროგრამამდე და პროგრამის შემდეგ. ამ პროგრამაში ახლიდან დავიბადე, ეს იყო ,,ფერისცვალება", ,,აღდგომა".... მე დავარქმევდი - ორი დაბადება ერთ სიცოცხლეში.

,,შენს გარეთ ვერაფერი მოგცემს იმას, რასაც ეძებ"

ახლა ვარ ძალიან ამაყი საკუთარი თავით, საკუთარი გადაწყვეტილებით და საკუთარი ოჯახით! მე მიყვარს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. მიყვარს თითოეული დღე, წუთი და წამი, რომელიც გავიარე.

მიყვარს სამყარო, რომელმაც მომცა უნიკალური შანსი, საკუთარ თავში მეპოვა უდიდესი ძალა... მიყვარს სამყარო, რომელიც ასე უხვი და კეთილია ჩემს მიმართ...

მინდა ყველას გირჩიოთ პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში". გაუკეთეთ ეს განსაკუთრებული საჩუქარი საკუთარ თავს და გახდით ,,თავისუფალი" ....

ჩემი ისტორია კი მინდა იყოს თქვენთვის შთამაგონებელი. მინდა თქვენც გამოსცადოთ ამ პროგრამის უნიკალურიბა საკუთარ თავზე."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამამ “საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ ნამდვილად ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში კარგად ორგანიზებული და დაგეგმილია, რაც მარტივს ხდის მისადევნებლად, პირადი კაბინეტი რომელიც თინიმ მონაწილეებისთვის შექმნა ძალიან კომფორტული და ადვილად გამოსაყენებელია.

ვიდეოები, დავალებები, რჩევები, ტექნიკები - ძალიან ბევრ და სასარგებლო ინფორმაციას და მუშაობის საშუალებას იძლევა.

დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამ პროგრამას ზედმიწევნით გაივლის საუკეთესო შედეგს მიიღებს.

პირადად მე ძალიან დამეხმარა საკუთარ თავთან დარჩენაში და ძალიან ბევრ საკითხზე დაფიქრებაში, მივხვდი და დავინახე რამდენი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და პროგრამის საშუალებით ამ საკითხებზე მუშაობა დავიწყე, რაც სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

ძალიან მომწონს თინის მიერ შექმნილი მონაწილეების ჯგუფი, სადაც ხდება ერთმანეთის გამოცდილების, პრობლემების, სხვადასხვა საკითხების (რაც გვაწუხებს), გაზიარება და ერთმანეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რჩევების მიცემა. ამან ძალიან დამაახლოვა ადამიანებთან და მიმახვედრა, რომ მარტო არასდროს არ არის არც ერთი ადამიანი, საკუთარ ფიქრებშიც კი.

თინი, როგორც პროგრამის შემქმნელი თავისი დადებითი ენერგიით დიდ გავლენას ახდენს პროგრამის მსვლელობაზე, რაც მონაწილეებზეც აისახება და უკეთესი შედეგების მიღებაშიც ეხმარება თითოეულს. <3

სრულად

გურია, საქართველო

"ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სამი თვის განმავლობაში, გავხდი უფრო მშვიდი თავდაჯერებული. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება მხოლოდ ჩემი ილუზიების ანარეკლია, რომ თუ გავთავისუფლდებით შემზღუდველი რწმუნებულებებისგან, რომლებიც ცხოვრებას გვიწამლავენ ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალებას არ გვალევენ, გავაღვიძებთ შინაგან ძალას, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლია!!!

პროგრამის დაწყებამდე ადამიანებისგან ყველაფერი მწყინდა, ყოველთვის ვეძებდი სამართლიანობას და ყოველთვის მე ვრჩებოდი დაზარალებული, გულნატკენი და დათრგუნული. პროგრამის შემდეგ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ადამიანების ცუდ თვისებებს და ვცდილობ მათ საქმეში არ გადავიდე და ვეძებო მათში მხოლოდ დადებითი 🤩

ასევე მქონდა გარკვეული შიშები, რომელიც ტრავმამ დამიტოვა და როგორც კი შფოთვა შემიპყრობს, მეღიმება და ვაცნობიერებ, რომ ის, რისიც მეშინია მხოლოდ ჩემი ფიქრებია და ის, რასაც ვფიქრობთ შეიძლება არც არასოდეს არ მოხდეს 🤩🤩🤩

აქვე მინდა ავღნიშნო რომ არაერთ ტრენინგს დავსწებივარ და ბევრი ტექნიკაც გამივლია, მაგრამ შედეგი, რომელიც ბაირონ ქეითის სამუშაოს ააქვს, არცერთი ტრენინგისგან არ მიმიღია.

თუ ღრმად, გემრიელად იმუშავებთ 100% თავისუფლდებით ყველა ტკივილისგან, შიშისგან შფოთვებისგან, რასაც მხრებით ვათრევთ და გვამძიმებს წლების განმავლობაში და რაც მხოლოდ არც მეტი არც ნაკლები ჩვენი ფიქრებია 🤩

ვფიქრობ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს პროგრამა რომ ირგვლივ ნეგატივმა, შიშებმა იკლოს და ჰარმონიამ დაისადგუროს ❤️❤️💖💖🌈🌈🦋🦋

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პროგრამამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, რომ დილით ვიღვიძებ ენერგიული, თავისუფალი და მზად ვარ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას კარგს თუ ცუდს ერთნაირი სიმშვიდით შევხვდე ❤️❤️❤️

აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ იძენ მეგობრებს გაქვს ჯგუფი, სადაც შეგიძლია ნებისმიერი შენი ტკივილი გააზიარო და მხოლოდ სიყვარულს, თანადგომას მიიღებ არანაირი კრიტიკა, არანაირი ნეგატიური განხილვა, მხოლოდ სიყვარული, სითბო სიტკბო 🤗 და ეს ადამიანები იმდენად გაძლიერებენ რომ ამას ერთ წინადადებაში ვერ დაატევ.

ამ პატარა გოგომ (თინიმ) შეძლო ამ ჰარმონიული გარემოს შექმნა, სადაც ადგილი არა აქვს არანაირ უარყოფით ემოციას თუ დამოკიდებულებას ეს მართლა " ჩუდოა" და კურატორები რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად არიან დაგეხმარონ არიან საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანები 🤗🤗🤗

მადლობა თინის კურატორებს, თითოეული ჯგუფის წევრს, რომ ერთად ეს ტკბილი მხიარული, სიყვარულით სავსე სამი თვე გავიარეთ 💖🌈❤️

მინდა ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროგამაში - "საკუთარ თავთან ჰარმონიაში" და ეზიაროს ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ძალას, თინის და მისი კურატორების თანადგომას და უპირობო სიყვარულს. ❤️❤️❤️

სრულად

თბილისი, საქართველო

"როცა ეს პროგრამა ვნახე და დავინტერესდი ცოტატი ვორჭოფობდი, დამეხმარებოდა თუ არა. საბოლოოდ გავბედე და შევუერთდი.

ფაქტიურად სრული გადატრიალება მოხდა, ყოველდღე უფრო და უფრო მიხარია გაღვიძება, ვგრძნობ როგორ ვაგვარებ ყველა პრობლემას და მამაცად ვხვდები ყველა გამოწვევას.

დამეხმარა საკუთარი თავის მერწმუნა და დამეჯერებინა შეუძლებელი არაფერია, რომ ყველაფრის მოგვარება და მიღწევა შეიძლება. შეიცვალა ყოველი დღე, შეიცვალა რიტმი ცხოვრების, შევიცვალე მე და ეს ყველაზე მთავარია💕

თინი არის ადამიანი რომელიც არასოდეს გაკრიტიკებს, გისმენს, გეხმარება მაქსიმალურად, ნათლად გაჩვენებს შედეგებს და გასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თინი არის ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის რა გჭირდრბა რა მომენტში და ზუსტად გაძლევს მითითებებს, ზუსტად იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერს გასწავლის იმისთვის, რომ შენც შეძლო და მიაღწიო.

ბაირონ ქეითის სამუშაო თავიდან ძალიან რთულად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი არ გამომივიდოდა, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდი რომ ეს პროგრამა არის გასაღები ლაღი და მშვიდი ცხოვრების, მივხვდი, რომ ის ფერად ფერებს მოიტანს ცხოვრებაში და მეც აქტიურად შევუდექი.

მასწავლა პატიება, მასწავლა სტრესიდან განოსვლის გზა, მასწავლა სწორი გზის პოვნა და პასუხისმგებლობის აღება.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ჩვეულებრივი რუტინა, ერთფეროვანი დეპრესიით სავსე და უამრავი სასტიკი ფიქრით, რაც მტანჯავდა. მეგონა ვერასდროს ვიპოვიდი ამ ჩიხიდან გამოსავალს, ამ პროგრამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა 360 გრადუსით, აღარ ვიტანჯები უაზრო ფიქრებით, აღარ მგონია რომ ვერ შევძლებ, მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება, რაც გულით მინდა, ვარ ლაღი, ფერადი, მომღიმარი და მშვიდი, ზუსტად ვიცი ყველაფერი შესაძლებელია.

ვინც იტანჯებით და გგონიათ რომ გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ სცადეთ, უბრალოდ უსმინეთ, იმუშავეთ და თქვენ მიხვდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში ხართ."

სრულად

თბილისი, საქართველო

პროგრამა ყველაზე მეტად ორი რაღაცის გამო მომწონს:
1. ანონიმურობა
2. კურატორები
ეს ორი რაღაც არის ის ძალიან მნიშვნლოვანი, რაც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა...

 

ამ პროგრამამ პროგრამა მომცა ის, რასაც აქამდე სულ ვეძებდი და ვერ გამეგო საიდან დამეწყო, როგორ მეპოვა და ეს საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ბოლოს ამაშიც კი ეჭვი შემეპარა... ეს არის პირველ რიგში საკუთარი, ჩვენი ნამდვილი "მეს " პოვნა და ამის შემდეგ დაიწყო ის საოცრებები, რაც დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების სახით...

რადგან, როცა შენში იცვლება ყველაფერი, ეს გარემოზეც ავტომატურად ისახება და მოგყვება ისიც, "რა ცვლილების დანახვაც მინდოდა გარემოში, ის ცვლილება შევეცადე, რომ ჯერ თავად გავმხდარიყავი..." და ეს ასეც მოხდა...

ეს პროგრამა არის ის უპირობო სიყვარული, რაც ჯგუფში ტრიალებს, უპირობო მიმღებლობა, გვერდში დგომა... ერთმანეთის გამოკვლეული ფიქრები და ისტორიები თითოეულ ჯგუფის წევრზე ისახება ავტომატურად და გაცნობიერებაც მოდის ამ ყველაფრის... ეს ის ჯადოსნური წრეა, საიდან გამოსვლაც არასდროს მომინდება და მინდა რომ იყოს სულ მუდმივი ❤

ამ პროგრამამ მომცა და მაპოვნინა ის შინაგანი ძალა და სულიერი საყრდენი საკუთარ თავში, რასაც სულ სხვებისგან მოვითხოვდი და ვისტრესებოდი.. რადგან ეს ყველაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული და სხვების შეცვლაზე ფიქრს და ლოდინს მივყავართ სრულ დეპრესიამდე ... როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავში აღმოვჩინე, შევწყვიტე გარეთ ძებნა, მაშინ მოხდა სწორედ ის გადატრიალება ჩემს შინაგან სამყაროში და ეს აისახა გარესამყაროზეც... ვიპოვე თანამოაზრეები, უსაყვარლესი ადამიანები, მეგობრები და მათთან ყოფნა და საუბარი შემიძლია თავისუფლად შევადარო ათასი საინტერესო და ღრმა წიგნის წაკითხვას, რომლის დასრულება აღარ გინდა და გინდა, რომ ეს შენი ყოველდრიურობა გახდეს... ეს არის ის სიკეთე, რაც მართლაც უსაზღვროა...

კურატორები ხომ თავისი საოცარი მუშაობის სტილით, ყველანი გამორჩეულები არიან უსაყვარლესები და თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რაც გეხმარება აქ ყოფნა იმაზე მეტად ეფექტური გახადო, ვიდრე ამას მარტო ახრეხებდი.

თინი შენ ხარ ის სასწული, რომლის ლამაზმა და ღრმა გონებამ ეს ყველაფერი მოიფიქრა, შექმნა და თავი ერთად მოუყარა... მინდა ციტირება მოვახდინო ერთ-ერთი მონაწილის სიტყვების: "თინის უფროსი შვილები არიან კურატორებიო და ჩვენ მონაწილეები კი პატარ შვილებიო" მართლაც, რომ სწორი შედარება იყო თინი, შენ დედასავით კი არა დედაზე ახლოსაც მყავხარ... შენ იცი ის, რაც დედაჩემმა ჩემზე საერთოდ არ იცის...

შენ დამაყენე ფეხზე და მართლა სიარული მასწავლე, ცხოვრება მასწავლე, როგორ გავხდე ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო, როგორ ავიხდინო ოცნებები და როგორ ვიყო ისეთი თამამი და თამამად დავაფიქსირო და უშიშრად საკუთარი აზრი დავიცვა და ბოლომდე გავიტანო...

ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის შენი დამსახურება, ჩემი გამოღვიძება არის შენი და ამ პროგრამის დამსახურება, რადგან ეს ყველაფერი შენ ხარ... პროგრამაც, კურატორებიც და ყველაფერი... ქეითის წიგნიც შენ რომ არ გეთარგმნა მე ალბათ კაი ხანი ვერ ვეზიარებოდი ამ ცოდნას ...

ძალიან მადლიერი ვარ ამ პროგრამის, თითოეული მონაწილის, კურატორების და პირველ რიგში შენი თინი..

ჩემი ყოველი წარმატება იქნები შენ და ეს მინდა რომ სულ ასე იყოს და იქნება კიდეც... კიდევ და კიდევ ბევრ პროგრამაში ვიქნები შენთან ძალიან დიდი სიამოვნებით, მონდომებით, და სიყვარულით.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე არც კი ვიცი თუ იყო ან რაც იყო იმას ასე ვიტყოდი" ცხოვრება არ ერქვა"... ეს იყო მუდმივი უკმაყოფილება, კრიტიკა და გაუთავებელი წუწუნი როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების, სამყაროს მიმართ... მუდამ სხვა იყო დამნაშავე მე თუ რამე ვერ მქონდა კარგად ან არ გამომდიოდა... მუდამ სხვები უნდა შეცვლილიყვნენ მე რომ კარგად ვყოფილიყავი... მუდამ სხვების ცხოვრებასთან შედარებაში ვიყავი და განვიცდიდი ამას.. მუდამ წარსულით ვცხოვრობდი და იქ ვიქექებოდი.. მუდამ "მომავალში ვიქნები ბედნიერი" ამ სიტყვებით და გეგმებით ვცხოვრობდი და სულ ვიყავი ორიენტირებული იმაზე, რომ რა არ მქონდა და რამდენი რამე არ მქონდა...

თინი შენ მასწავლე როგორ უნდა ამეღო სრული პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და მეკეთებინა ის, რაც მინდოდა, მეთქვა ის, რაც მინდოდა და გამეკეთებინა მიზნების დაფა და მემოქმედა მიზანმიმართულად და გაბედულად... ეს პროგრამა იყო სწორედ ის გადატრიალება, რამაც დამანახა, რომ საკუთარ თავზე როცა იღებ პასუხიმგებლობას და ისე მოქმედებ მეტად საინტერესო, აზარტული და კეთილია სამყაროც და ყველა შენს მიმართ...

არავინ არაა დამნაშავე, როცა რაიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით და ეს მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით არ უნდა ვიყოთ ფრუსტრირებულები და გულგატეხილები... პირიქით უნდა გამოვიკვლიოთ ეს გამოწვევა რისთვის გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ვიმუშაოთ ჩვენს ფიქრებზე და აღმოვაჩინოთ მას რისი თქმა სურდა, ეს გამოწვევა, რომელსაც ხშირად "პრობლემას ვარქმევთ" რისი სწავლა უნდოდა ჩვენთვის ან დანახება... ასეთი სწორი მიდგომით და აზროვნებით როცა ვიწყებთ გააზრებულ ცხოვრებას ძალიან მაგარი ხდება შემდეგ ყველაფერი... ძალიან ადვილი და საინტერესო ...

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ პროგრამაზეც და შენზეც თინი და არასდროს დავიღლები თითოეული თქვენგანის მიმართ მადლიერების გამოხატვით... ძალიან
მიყვარხართ და მაბედნიერებთ.

სიყვარულით და მადლიერებით,
თამთა

 

სრულად

თბილისი, საქართველო

"რატომ მომწონს ეს პროგრამა?

ამ პროგრამამ მოცა პირველივე დღიდან დავიწყო ისეთი პიროვნების შენება, როგორიც ყოველთვის მსურდა.

აქ დავიჯერე და სარკეში დავინახე, რომ ნამდვილად ვიზრდები, ვითარდები, ვძლიერდები, სიყვარულით ვივსები. ეს პროგრამა გახდა ჩემი სულის ნაწილი, ყოველი დღე ამ პროგრამის გავლენით ვმოქმედებდი.

მარტივი პროგრამაა, დავიწყე მუშაობა და ისეთი აზარტით ჩავები მის დავალებებში არ მახსენდება მობეზრების მომენტი. ესაა მუდმივი ზრდა, სულ სიახლეები, მაგრამ ისე გვაწვდის ეს პროგრამა სიახლეებს, რომ ამით არ ვითრგუნებოდი, პირიქით.
მაძლევს სწორ, საჭირო ცოდნას როგორ ვიყო ბედნიერი მხოლოდ ჩემთავთან და ის გარეთ არ ვეძებო .

რა მომცა ამ პროგრამამ?

მასწავლა როგორ ვიყო მადლიერი. მასწავლა ჩემს თავთან ურთიერთობა. მასწავლა რას ნიშნავს 100% პასუხისმგებლობა ავიღო და ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით.
მასწავლა გზაა თუ სად იმალბოდა ჩემი სიმშვიდე სულ რომ ვეძებდი.
მასწავლა ბედნიერების მუდმივი შეგრძნება.
მასწავლა სხეულთან ურთიერთობა.
მასწავლა საქმის მიმართ დამოკიდებულება.
მასწავლა მიზანსწრაფული ცხოვრება.
მასწავლა ყოველი დღის დღესასწაულად დანახვა.
მასწავლა ნეგატივთან ურთიერთობა.

ესაა ნამდვილი, ჭეშმარიტი გზა ვიქცეთ ადამიანებად. ეს პროგრამა გვაპოვნინებს ბედნიერ, ლაღ ცხოვრებას.
თუ გინდა შენი ცხოვრება იყოს მოულოდნელი სიურპრიზებით დატვირთული, აი ესაა გზა დაუმეგობრდე სამყაროს.
ამ პროგრამით ისწავლი შეიმეცნო სამყაროს ენა.
ამ პროგრამის დახმარებით მიაღწევ ზრაპრულ ოცნებბეს, დიდ მიზნებს.
ისწავლი რა ვალდებეულებები, რა მისია გაქვს ამ ქვეყნად მოსვლის შემდეგ.
რაც მთავარია გაიცნობ შენს თავს. სინამდვილესი ვინ ხარ.

ესაა უდიდესი გზა რაც გავიარე. ყველაზე ყველაზე მეტად მადლიერი ვარ სამყაროსი სწორედ იმ მომენტში, როცა ეს პროგრამა და თინი გავიცანი.

ვცხოვრობდი გაუცნობიერებლად. ვშრომობდი ბევრს და მუდამ დაღლილი ვიყავი. ვითხოვდი აღიარებას და სულ უკუკავშირები მჭირდებოდა თავი სრულფასოვნად მეგრძნო. არ ვიყავი თამამი ჩემს მიზნებთან, არ ვიცოდი რამხელა ენერგიის პატრონი ვყოფილვარ.

დღეს? დღეს ვარ მშვიდი, თავდაჯერებული, უკვე წარმატებული, მადლიერი ჩემი ყოველდღიურობის. ვუსმენ ჩემს გულს, ვესაუბრები ჩემს ფიქრებს, ვხარობ წარმატებულობით და გამომწვევებით ერთნაირად. ვარ მამაცი და უშიშარი და შევიყვარე დისკომფორტი, ვგიჟდები ჩემს თავს გამოცდებს რომ ვუწყობ.
კარიერულად მართლა ისარივით გავიჭერი წინ.
ყოველდღე ვუახლოვდენი ჩემს დიდ,ზრაპრულ მიზანს.
მაქვს საოცარი ურთიერთობა ოჯახთან და ვტკბები ჩემი სწავლის პროცესით, რაც ადრე მთრგუნავდა და სტრესებს მიქმნიდა.
ვუფრთხილდები ყველა სიტყვას და ქვეცნობიერს ვამარაგებ დადებითი აზრებით."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამა, ჯერ დაგეგმვის თვალსაზრისით, ძალიან საჭირო, დროული და კარგია. ყოველთვის დიდი მოთხოვნა იქნება მასზე, მთავარია შენ გქონდეს დრო და ენერგია, თინი, ამას ამდენი დრო დაუთმო, თორემ ეს healing თერაპია ქართულ სოციუმს დიდი ხანია ძალიან სჭირდება..

უამრავი ადამიანის ერთ ჯანსაღ სივრცეში უკეთესობისკენ ცვლილების იდეით გაერთიანება ფიზიკურად ვერ იქნება რამე სხვა, რაც არ ნიშნავს დადებითს და საუკეთესოს.

მომწონს როგორც დგება პროგრამა, როგორც მუშაობს, როგორც იგეგმება და რომ არის კანონზომიერი, თითქოს, მიჰყვება თავის რუტინას, ლოგიკურ და სწორ დინებას, რომელსაც ისღა აკლია, შენ აჰყვე.

პროგრამამ მომცა ბედნიერება. საკუთარ თავთან მხნედ და მხრებგაშლით დაბრუნების შესძლებლობა.

მაჩუქა ჩემი თავი, რომელიც სულაც არ ყოფილა საზიზღარი, ძალიან კარგი ტიპიც კი გამოვიდა სადღაც.

ვაპატიე საკუთარ თავს და მან მე მაპატია ყველაფერი.

მომცა საკუთარ თავთან, საკუთარ სულთან და გულთან დაბრუნების მხნეობა.

მაჩუქა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ და ეს სამყარო ბედნიერებითაა სავსე.

მომცა ფერები, რომლითაც გარემოს და ადამიანებს აღვიქვამ.

მომცა ხმის დამწევი, როცა ფიქრები ხმაურობენ, მედიტირების ჩვევა და ხმაურში ჩემი თავის უცებ პოვნის ტექნიკა.

მომცა თავდაჯერება, ზომიერების განცდა, მომიხსნა უამრავი შიში.

მომცა შეცდომების უფლება, yeeesss, არ ტეხავს, შემიძლია დავუშვა და მათზე ვისწავლო ისე, რომ ამან უახლოესი 4 წელი არ მომიშხამოს.

გამაშვებინა ხელი კოშმარ ფიქრებზე, ჩაბღაუჭებული რომ მყავდა.

თავიდან მაჩუქა ჩემი საყარელი ადამიანები, მათ უკვე ვხედავ ჩემი ლანდების მიღმა, მაჩუქა ჩემი ქვეყანა, სოციუმი, რომელიც არ ყოფილა შეუფერებელი. დამანახა საკუთარი უნარები და თვისებები, რომელიც არასაკმარისი ან დაგვიანებული კი არაა, დროულია, საჭირო და მისაღები.

მაჩუქა უსაყვარლესი ადამიანები პროგრამიდან თავიანთი პრობლემებით, თავიანთი ფიქრებით და ემოციებით, რაც მათ კიდევ უფრო ადამიანურს, საყვარელს და გასაგებს  ხდის ჩემთვის.

შემახედა მილიონი რამისთვის სხვა ადამიანების თვალებით.

ავტორიტეტები ჩამოვიდნენ კვარცხლბეკებიდან.

მაჩუქა სიმშვიდე და თავდაჯერება.

მაჩუქა საკუთარი თავის სინდისის ქენჯნის გარეშე განებივრების უფლება.

მომცა უფლება, ვიცხოვრო.

(ყველაფერი აკრძალული მქონდა, სიცილიც, ბედნიერებაც, სიყვარულიც, წარმატების სურვილიც, ნდობაც.. რა ვიცი, ყველაფერი ადამიანური. მეშინოდა მძაფრი გრძნობების, მეშინოდა ხვალინდელი დღის).

რეკომენდაციას გავუწევდი ამ ყველაფრის გამო და კიდევ იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი. შენთან გაჟღერებული სტრესული ფიქრიც კი უკვე ნახევარ ძალას ჰკარგავს. არ ვაჭარბებ.

ვიცი, რომ ყოველთვის გაქვს გზა, ფიქრების გზა, სწორი ფიქრების, არაერთი, მილიონი, რომელიც ნამდვილ გამოსავალთან მიმიყვანს.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ძალიან სტრესული, სავსე აზრებით, ფიქრებით, მოლოდინებით და განცდებით, რომ არაფერი არ არის კარგად, ყველაფერზე დასტურს ან უარყოფას ვეძებდი ჩემს გარეთ, სხვებისგან.

ამ პროგრამაში მომიყვანა ზუსტად ამ ფიქრებით ატეხილმა გაუსაძლისმა ხმაურმა. ვიცოდი, რომ ეს უნდა შემეწყვიტა. ეს უნდა დამთავრებულიყო.

ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, სტრესი და სტრესი, ერთმანეთზე დართული, ერთი მეორეზე უფრო ძლიერი.

ყველა მორიგი დარტყმა მიწას მაცლიდა ფეხებიდან და დიდი ენერგიის ფასდ ვდგებოდი.

ვგრძნობდი და უკიდურესად განვიცდიდი სხვების ემოციებს, ვახმიანებდი მათ ფიქრებს, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, როგორ და რა უნდა ეფიქრათ მათ ჩემზე,  ვრეაგირებდი ყველა იმპულსზე, რომელსაც მიგზავნიდნენ, ზღვარი მქონდა წაშლილი მათ ქმედებას და ჩემს ტერიტორიას შორის. სამყაროს ტვირთი მეკიდა მრებზე.

პროგრამის მერე ვარ თავისუფალი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ყველაფერი შემიძლია და გამომივა, ყველაფერი კარგად მაქვს და მექნება.

აღარ ვებუტები სამყაროს, რომელიც ყოველთვის უზომოდ გულუხვი იყო ჩემდამი.

მართლა უზომოდ გულუხვი იყო, რაზე ოცნებაც კი გავბედე, ასმაგი მომცა.

ახლა ისღა დამრჩენია, ვიოცნებო და როგორც მიყვარს ხოლმე, თან დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამა “საკუთარ თავთან ჰარმონიაში”  მომწონს რომ ის არის ნამდვილად ის, რაც ყველას ჭირდება, ერთიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც გასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, აღიარებას, სხვების მიმღებლობას, მადლიერებას და ჰარმონიას საკუთარ თავთან.

პროგრამა ემსახურება საკუთარი თავის შეცნობას, რეალობის რეალურად აღქმას და წარსულისგან გათავისუფლებას. მომწონს ძალიან, რადგან მარტივი 4 კითხვის და 3 შებრუნების შედეგად შეგიძლია იმოგზაურო საკუთრი თავის ბნელ ლაბირინთებში და შიგ შუქი შეიტანო.

თავიდან თითქოს რთული ჩანს მაგრამ თუ თქვენი გაცნობიერებების დრო მოვიდა და მზად ხართ საკუთრ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა - ეს პროგრამა ნამდვილად თქვენთვისაა და ძალიან დიდი სამსახურს გაგიწევთ. ეს პროგრამა მაძლევდა და მაძლევს ძალას რომელიც ამდენი ხნსი განმავლობასი დაკარგული მქონდა და ვერც კი ვგრძნობდი, რომ ეს ჩემში იყო და გარეთ ვეძებდი.  აი სწორედ ამ ძალის აღმოჩენაში დამეხმარა, საოცრად გამაძლიერა და განმავითარა.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო მოსაწყენი, უღიმღამო, უსიყვარულო რეალური სიყვარული რა იყო ვერ ვხვდებოდი. პროგრამის შემდეგ კი, პირიქით ეს ყველაფერი სწორად აღვიქვი და ჩემი ცხოვრების ფერებიც შეიცვალა და გახალისდა. ძალიან დიდი ძალები გამოთავისუფლდა ჩემში და საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე, ასევე აღიარება და იარლიყების გარეშე დავიწყე საკუთარი თავის მიღება და შეყვარება. "

სრულად

შტუტგარტი, გერმანია

"ეს პროგრამა არის განვითარების და საკუთარ თავთან დამეგობრების ძალიან კარგი ინსტრუმენტი. ყველა მოდული ისეა არჩეული და დაგეგმილი, თითქოს ვიღაცამ შენი ფიქრები წაიკითხა და ზუსტად იცის, რაზე გაქვს სამუშაო, რა საკითხები გაქვს გონებაში და გულში გადასამუშავებელი, რა საკითხების გამო გჭირდება ჩაუღრმავდე შენ თავს და გაანეიტრალო ის, რაც სულ გაწუხებდა.

რადგან ეს პროგრამა ანონიმურია, საშუალება გაქვს ისაუბრო ნებისმიერ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ხარ ძალიან გულწრფელი და არ ფიქრობ იმაზე, როგორ შეალამაზო და შეცვალო შენი სათქმელი სამუშაო პროცესისას. თანაც ძალიან საინტერესოა, როცა პროგრამის სხვა წევრებს პირადად არ იცნობ, მაგრამ ისეთ ამბებს უზიარებ, რომელიც გონების ერთ კუთხეში საგულდაგულოდ ჩარაზული გქონდა. ამ დროს კი, ამ უცნობი ადამიანებისგან იღებ უპირობო მხარდაჭერას.

ამ პროგრამაში ჩართვის დროს ვიყავი ძალიან აფორიაქებული. თინისთან რამდენიმე ინდივიდუალური სესია მქონდა კონკრეტულ საკითხზე ახალი გავლილი და ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა შემეწყვიტა ეს საოცარი და ჩემთვის ახალი პროცესი. ამ დროს წავიკითხე პროგრამის შესახებ და დავასკვენი: ეს მოდულები ზუსტად საჩემო იყო. მთელი ცხოვრება მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება. ვეკითხებოდი აზრს ყველას და მერე ძლივს ვიღებდი თვითონ. თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო მეტად იბნევი და ბოლოს აღარაფერს აკეთებ.

პროგრამაში ჩართვისას, ჩემი მე მომავალში დავინახე ისეთი თავდაჯერებული, რომელიც საკუთარ თავს ბოლომდე ენდობა. საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარია და აქედან გამომდინარე აღარც მილიონჯერ ატრიალებს ერთიდაიგივე საკითხს აქეთ-იქეთ, უბრალოდ ინსტიქტს და ინტუიციას ენდობა. ვგრძნობ, რომ ამ საკითხში ძალიან დიდი ნახტომი მაქვს. აქედან გამომდინარე კი ნაკლებად ვფორიაქობ ყოველ წამს გაურკვეველ რაღაცეებზე.

მე დღეს უფრო მეტად მსიამოვნებს ჩემ თავთან ურთიერთობა. თითქოს უფრო კარგად გავიცანი ჩემი მე და დავუმეგობრდი მას. ბევრად ხშირად ვუღიმი მას, ვტკბები მომენტებით და ეს ძალიან მომწონს. მინდოდა მომავალში უპირობოდ მყვარებოდა ჩემი თავი და ნაკლებად გამეკრიტიკებინა ის. აქაც დიდი ნაბიჯები გადავდგი, რამაც შინაგანი სიმშვიდე მომიტანა;

და ყველაზე მთავარი: ახლა მე უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო ჩემ თავთან. ვიცი,როგორ შემიძლია მოვუსმინო და დავეხმარო მას."

სრულად

გერმანია

"ეს პროგრამა მომწონს იმიტომ, რომ არის ხანგრძლივი და ინტენსიური, კიდევ იმიტომ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ყველა ასპექტს მოიცავს.

მომწონს იმიტომ რომ აქ არის უპირობო მიმღებლობა და უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემსავით ცდილობს გაერკვეს საკუთარ თავში, ჩემსავით მუშაობენ და უდიდესი მხარდაჭერის და სიყვარულის წრეა, სადაც თუ მოხვდი შეუძლებელია შენც იგივე არ იგრძნო, იგივე არ გააკეთო სხვების მიმართ.

და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეს მუშაობის სტილი, „სამუშაო“, ძალიან ძლიერი დავალებები, ტელეკლასები სადაც სხვების პარალელურად შემიძლია ვიმუშაო და ბევრჯერ აღმომიჩენია ისეთი ფიქრი რომელიც მე არ მქონდა ცნობიერში და ალბათ არც ვიმუშავებდი სხვებს რომ არ გაეჟღერებინათ.

რეკომენდაციას ვუწევ ამ პროგრამას, როგორც სიყვარულის და მხარდაჭერის სივრცეს.

ამ პროგრამამ მომცა ტოლერანტობა, მხარდაჭერა, უპირობო მიმღებლობა, სიყვარულის უდიდესი ძალა, დამანახა რომ მარტო არ ვარ. გამოცდილება, მეგობრობა, ლოიალობა.  თითოეულ მონაწილესთან ერთად ეს პროგრამა ხდება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სიყვარულს ასხივებს და სულ უფრო და უფრო იზრდება, მეტად ანათებს, კაშკაშებს და ათბობს ყველას ვინც მასთანაა.

ამ პროგრამაში მივიღე ცოდნა, გამოცდილება როგორ ვიმუშაო საკუთარ თავზე დამოუკიდებლად, ანუ აღარ ხარ დამოკიდებული მუდმივად სხვაზე, თვითონ სწავლობ, იძენ ინსტრუმენტს რომელიც ნებისმიერ წამს შენთანაა და მზადაა შენს დასახმარებლად.

ამ პროგრამამდე ვიყავი ადამიანი, რომლის სქესის პირობითი იყო, ვერ ვაძლევდი უფლებას ჩემს თავს ვყოფილიყავი გოგო, ქალი, ვიყავი უამრავ ფიქრში, ისტორიაში, რწმუნებულებებში გახვეული, სქლად მეცვა გარშემო ეს ფენა, ისე სქლად რომ აღარ ჩანდა ვინ იყო ამ ყველაფრის მიღმა, მუდმივად მოუხერხებლად და დისკომფორტში ვგრძნობდი თავს ამის გამო, ვიტანჯებოდი, არ ვიცოდი ვინ ვიყავი, აღარც კი მახსოვდა რეალურად როგორი ვიყავი..

ამ პროგრამის შემდეგ მე გავიხადე ეს სქელი ქურქი, დავინახე გოგო, რომელიც იყო ბავშვი და მე ამ ბავშვს შევურიგდი, ახლოს გავიცანი, დავუმეგობრდი და ამავე დროს ვარ ქალი, რომელიც მშვენიერია და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, მსუბუქად ვარ, ნამდვილი ვარ, ვაგრძელებ საკუთარი თავისთვის მუშაობას ფიქრებზე. აქ და ამჟამად ცხოვრებას ვსწავლობ, ძალას და სიმყარეს ვგრძობ ჩემში, შინაგანი ღიმილი მეტყობა სახეზე, ჩემი სხეული უფრო მოქნილია, უფრო ლაღია, უფრო დახვეწილია.

არ ვიცი რა ეშველებოდა ამ გოგოს მე რომ ამ პროგრამაში არ ჩავრთულიყავი, როგორ იქნებოდა დღეს, კიდევ რამდენ უარყოფით ფიქრს დაიმატებდა და მიიწებებდა უარყოფით იარლიყებს, ასე ნელ-ნელა გადაიქცეოდა ფიქრების გროვად და სამყაროში კიდევ ერთი ადამიანი ტანჯვაში გაატარებდა ცხოვრებას, მაშინ როცა სამყაროს სულაც არ სჭირდება ეს მსხვერპლი ჩვენგან, მაშინ როცა ის მხოლოდ ჩვენს დახმარებას ცდილობს  და საკუთარ თავთან დაბრუნებაში გვეხმარება. მიხარია რომ ვარ, აქ ვარ და ასეთი ვარ."

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამა "საკუთარ თავთან ჰარმონიაში" იყო შანსი, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. პროგრამამდე ჩემი ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი, იმედგაცრუებებითა და ტკივილებით სავსე იყო, ვერ ვაცნობიერებდი თუნდაც იმას, რომ მზის ამოსვლისთვისაც შეიძლება მადლიერი ვყოფილიყავი, სამყაროს აღვიქვამდი, როგორც მტერს.

ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ გავხდი თავდაჯერებული, დავიწყე ჩემი თითოეული ქმედების დაფასება, მადლიერების გამოხატვა.

ამ პროგრამამ მომცა უამრავი გაცნობიერება, დავიბრუნე ძველი ურთიერთობები, დავიწყე წინ გაბედული და მყარი ნაბიჯების გადადგმა, ვირწმუნე საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

პირადი ურთიერთობა მოვაგვარე. ჩემს მშობლებთან ურთიერთობას შევხედე სხვა თვალით და სულ სხვანაირად დავინახე ისინი.

ამ პროგრამამ მომცა სულიერი სიმშვიდე, სიმტკიცე, რწმენა, მიზნები, გაცნობერებები.
მე და სამყარო მეგობრები გავხდით."

სრულად

თბილისი, საქართველო

პროგრამა მომწონს ჯგუფის წევრების მხარდაჭერის გამო. პროგრამის არსის გამოო. თინის და კურატორობის გამო. ანონიმურობის გამო. ჩემს მიერ მიღებული შედეგის გამო.

ეს პროგრამა მაძლევს ადგილს, სადაც შემიძლია ნებისმიერი რამ დავწერო და ყველასგან დადებითი უკაკვშირი მივიღო. ეს პროგრამა მაძლევს საშუალებას დავუბრუნდე ჩემს თავს. ამ პროგრმამ შემიფარა ჩემი ცხოვრების ყველაზე სტრესულ სიტუაციაში და არა მხოლოდ შემიფარა, იქიდან გამომიყვანა.

პროგრამას რეკომენდაციას გავუწევდი ჩემ მიერ მიღებული შედეგების გამო, იმიტომ, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსასვლელად. იმიტომ, რომ მას ყავს შესანიშნავი თინი, კურატორები და ბაირონ ქეითის სამუშაო.

ჩემი ცხოვრება პროგრამამდე შავი ხვრელი იყო და ახლა კი მსოფლიოს ნათელი წერტილი გავხდი. ასე მინდა დავახასიათო ჩემი ცხოვრება.

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროგრამამდე სრულიად დაბნეული და სადღაც ჩაკარგული ვიყავი, ვერ ვფლობდი სიტუაციას, მხოლოდ ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ვკითხულობდი როგორ და სად მეპოვა შინაგანი ბედნიერების განცდა, ვერსას საჭირო პასუხებს ვპოულობდი და მერე ეს მისწრაფებები ბედნიერების ძიებაში აპათიაში გადამდიოდა, არა და ეს ჩემს ხასიათში არ დევს, მქონდა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავთან. პროგრამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ჯერ მე გზის დასაწყისში ვარ, წინ დიდი და ფართო გზა მაქვს გასავლელი საკუთარი თავის შეცნობის და უკეთ გაცნობის. არსად ვეძებ ბედნიერებას, არსად ვეძებ სიყვარულს, რადგან რასაც მანამდე ვეძებდი და ის გამირბოდა, როგორც საკუთარი აჩრდილი, თურმე მას ძებნა არ ჭირდებოდა, რადგან არასდროს დამიკარგავს ის. ის ყოველთვის იყო ჩემთან, უბრალოდ, მე არ შემეძლო მისი დანახვა, მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს, ეს იყო პრობლემა. ამ პროექტით მე ჩემი თავი ვიპოვე! მე, ათას საფიქრალსა და საზრუნავში მყოფს, ერთ მშვენიერ დღეს გადამავიწყდა ჩემივე თავი და მერე შეცდომით ვეძებდი ხან სიყვარულს, ხან სიმშვიდეს, ხან ბედნიერებას; ხოლო ამ პროექტში მოსვლით ჯერ მივხვდი რა უნდა მეძებნა და მერე როგორ უნდა მეპოვა. 🙂 მე ეს შევძელი! მე მყავს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი! ეს მე ვარ პროექტის შემდეგ. <3

სამუშაო" ყველას ჭირდება დიდსაც და პატარასაც, ნეტა ყველა ადამიანი ხვდებოდეს რატომ უნდა გამოიყენოს ეს პროექტი თავისთვის! აუცილებელია ჩვენს გარშემო ბევრი ბედნიერი ადამიანი, მთავარია მათ მოინდომონ,ბედნიერების ინსტრუმენტი უკვე არსებობს. როდესაც ვინმე ახლობელი გაღიზიანებული ან გაბრაზებულია რაიმეზე და ისინი საუბრობენ ამაზე, მე ვეკითხები მათ: -ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე, მათ სახეზე ჯერ დაბნეულობა ჩნდება და როგორც კი თვითონვე გაიაზრებენ, რომ მხოლოდ ფიქრებით რჩებიან დროში, რომელიც უკვე ფაქტის სახით დამთავრდა, ეღიმებათ და მათი განცდებიც სადღაც ქრება, ისინი მშვიდდებიან, მე კი ვეუბნები მათ, რომ არსებობენ ბაირონ ქეითი და თინი ბასილაია და არსებობს ,,სამუშაო" და არსებობენ იმიტომ, რომ ადამიანებს დაეხმარონ! <3 <3 <3"

სრულად

თბილისი, საქართველო

"შენი ეგო გვერდით გადადე და მოუყევი სხვა ადამიანებს ის, რაც ამ პროგრამის შედეგად იგრძენიო. ვერ შევძელი. ვერ შევძელი, მარტო იმიტომ, რომ არ ვიცოდი ასეთი გრძნობები და ემოციები სიტყვებით როგორ გამომეხატა. ახლა, უსაზღროდ დიდ მადლიერებას ვგრძნობ და უფლება არ მაქვს ეს არ გაგიზიაროთ.
გაიცანით, თინი ქვია. შინაგანი ძალის ექსპერტია საქართველოში. ცოტა უცნაურად ჟღერს არა? - გეთნხმები, თავიდან მეც ასე მომეჩვენა. შემოიჭრება შენს ცხოვრებაში, ჩაგეხუტება, თვალებში ჩაგხედავს და აღარ დაგტოვებს. აი იმ დღიდან სულ მისი იმედი გაქვს. იცით როგორი შინაგანი ძალა აქვს? აი ისეთი სულს, რომ გაგითბობს და შენს შინაგან ძალასაც გაპოვნინებს, ფეხზე წამოგაყენებს და შენს თავს შეგაყვარებს. შენს თავთან დაგაახლოვებს, დაგაახლოვებს იმასთან რაც შენს სხეულზე, შენს ემოციებზე, შენს ფიქრებზე აღმატებულია. ჯერ მშობლებთან ურთიერთობას გასწავლის, მერე მეგობრებთან, ათას რამეს გასწავლის, იმასაც გაგრძნობინებს, რომ ჩვენ ადამიანები ერთი მთელის ნაწილები ვართ.
წავიდა ისწავლა და ბაირონ ქეითის უძლიერესი ''სამუშაო" ქართველებს ჩამოგვიტანა. პატარა გოგოა, დიდი გულით და საოცარი შინაგანი ძალით. ვერწარმოიდგენთ როგორი ლამაზი ოცნებები აქვს. უნდა ის რაც თვითონ ისწავლა და იგრძნო ჩვენ ქართველებს გაგვიზიაროს. მისი პროგრამა შეიტანოს სკოლებში, ორგანიზაციებში, ციხეებში, ყველგან სადაც ადამიანია. უნდა მილიონეობით ადამიანს დაეხმაროს, უნდა მივიდეს მილიონობით ადამინის გულამდე. იცით რა საოცარი ტექნიკა აქვს? ეს არის 4 ჯადოსნური კითხვის და სამი შებრუნების იარაღი. ერთ სტრესულ ფიქრს ამოირჩევ, კუთხეში მიიმწყვდევ, გააცნობიერებ, გაგეღიმება და იგრძნობ საოცარ სიშვიდეს რომელიც შენში შემოდის. იგრძნობ სიყვარულს, ჰარმონიას შენს თავთან. იგრძნობ ბედნიერებას!
მინდა ყველას გავაგებინო და მოვუყვე ამ გოგონას არსებობის შესახებ. მინდა თქვენც იგრძნოთ ის რაც მე ვიგრძენი.
თუ ეს პოსტი იაფასიანი რეკლამა გგონია, უნდა გითხრა რომ ჩემი ფინანსური და დროის რესურსი ასე ნაყოფიერად ჯერ არ დამიხარჯავს. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე უამრავი ადამიანია ვინც ასე ფიქრობს.
და მაინც, თუ ისევ ეჭვი გეპარება. გისვამ იმ ჯადოსნური ოთხი კითხვიდან ერთ ერთს : შეგიძლია აფსოლუტურად იცოდე, რომ ეს ფიქრი მართალია?
და თუ მაინც ეჭვი გეპარება, თინი ასე გეტყოდა: "იყოს ისე როგორც არის. ყველა ფიქრს აქვს არსებობის უფლება".

სიყვარულით ნათია"

სრულად

თბილისი, საქართვლო

"პროგრამის დაწყებამდე მე არაერთი ტრენინგი და კურსი გავიარე პერსონალური განვითარების
სფეროში. ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება იყო ურთიერთობების დალაგება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან. ეს პროგრამა აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მინდოდა შემეცვალა სხვაში, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში და დამანახა, რომ ცვლილებები იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო. ურთიერთობები გაუმჯობესდა ყველასთან. ბევრად მარტივი და კეთილი გახდა ჩემი ცხოვრება „სამუშაოს“ დახმარებით. ფაქტიურად ჩემი სარკეები გახდნენ ადამიანები ჩემს გარშემო.
ახლა უფრო მეტად თავისუფალი და მშვიდი ვარ შინაგანად. ძალიან ბევრ დადებით მოვლენას ვხედავ ჩემს გარშემო, რასაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. უფრო მეტად მადლიერი გავხდი და დავაფასე ის რაც მაქვს."

სრულად

თბილისი, საქართველო

"მე პროგრამადე დაპროგრამებული ვიყავი სხვადასხვა მცდარი წარმოდგენებით სამყაროზე, სრულიად დაშორებული რეალობას, რეალობის აღქმას. ბევრი ბავშვობიდან მოყოლებული წარმოდგენები,წყენები თან მსდევდა და მბოჭავდა ბევრ რამეში. ასევ თავდაჯერებული არ ვიყავი არაფერში, ჩემი თვის სიყვარული რა იყო საერთოდ არ ვიცოდი- უფრო ეგოისტობა გამოდიოდა ეს ყველაფერი ვიდრე სიყვარული. პროგრამის შემდეგ ბევრ წარსულის სურათებს წყენებს სხვანარიად შევხედე და გავთავისუფლდი მათგან. უფრო მეტად გახსნილი გავხდი, თამამი. აღარ მეშინია სხვების აზრის რას იტყვიან ისინი ან რას გაიფიქრებენ. ბევრი რამ გავცნობიერე მშობლებთნ, მეგობრებთან, და საკუთრ ოჯახთან მიმართებაში. ბევრი დამოკიდებულება შევცვალე მიმღებელი გავხდი იმის რაც არის. მივხვდი რომ მე ვარ ყველაფრის წყარო რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ჩემშია ღმერთის ხმა და მას უნდა მოვუსმინოთ ანუ საკუთრ თავს (აბა ისე ღმერთი ვერ ჩამოვა და ვერ გეტყვის ასე და ასე მოიქეციო) ეს ყველა პასუხი ჩემშია და ხშირად და გულდასმით მინდა მას ვუსმენდე მუდამ. 

სამუშაო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი საკუთრ თავზე მუშაობის, ზუსტ საჭირო და აუცილებელ კითხვებს უსვამ საკუთარ თავს და იძიებ ფიქრს, მტკიცებულებას. ფაქტიურად გამომძიებელი ხარ, დამნაშავეს ეძებ, რეალურად დამნაშვე არავინ არის შენი თავის გარდა. ფიქრის გამოკვლევის შემდეგ ხვდები რომ რეალობა და არსებული სიტუაცია წყენები თუ დამოკიდებულებები მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია და შენ შექმენი. მე დამეხმარა ბევრი ჩემი წარსული შემთხვევბის გამოკვლევაში და მათ განეიტრალებაში.

ამ პროგრამას დიდი ხანია უკვე რეკომენდაციას ვუწევ ჩემს საახლობლო წრეში. ამ პროგრამის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის გაძლევს იმას რაც შენ გჭირდება (მოცემული მომენტისთვის შენი შინაგანი სამყაროს ფიქრების წყენების ბრაზების და აშ მიხედვით), რისთვისაც მზად ხარ უკვე, რასაც ამდენ ხანს ეძებდი უბრალოდ არ იცოდი რა იყო ეს. და აი აქ მიხვდები ზუსტად ამ ყველაფერს. "

"პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი რომელსაც არშეეძლო ელენტარულად დაეწყო ის ურთიერთობაც კი რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, ვიყავი გაუწონასწორებელი, არაკომუნიკაბელური, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, კრიტიკოსი, მოუხერხებელი და არათავისუფალი ჩემს თავთან. კიდე ბევრი რამ დავამარცხე უბრალოდ აქ რო ვწერო ვერ დავასრულებ. ამ პროექტიშ შემდეგ კი აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი ისუსური და მოუვლელი რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება. აღიარება ვისწავლე საკუთარ თავთან. ვინც მაკრიტიკებ ვიღებ და ვაანალიზებ ეს არის არაჩვეულებრივი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობა. ამის მაგალითი დღესაც მქონდა თუ როორ გამაკრიტიკის და მე ის მივიღე ისე რომ არ გავბრაზებულვარ და გამოსწორებაზე დავიწყე ფიქრი.

პროგრამამ უდიდესი გადატიალება მოახდინა ჩემში. მზემ გამოანათა რომელიც აღარასდროს ჩაქრება თუ მე ვიქნები უშიშრად და ძლიერი ყველაფრის წინაშე. ყბელაზე მაგარი კი ის არის რომ რასაც წერ ჰაერიდან მოსული სიტყვები არარის და ამ ყველაფერს განცდები გაწერინებს.

მე სულ სხვა მაკა ვარ, მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი. მონდომებული და უშიშარი.

"სამუშაო" კი ჩემი ყოველდღიური ხელსაწყოა რომელსაც გონებით ვატარებ და გულს ვაკეთებინებ ამ სამუშაოს. სამუშაო არის უძლიერესი. მე შეყვარებული ვარ ამ პროექტზე. ის ჩემი გონების ინსტრუმენტია თუ როგორ გავთავისუფლდე ცუდი ფიქრებისგან."

სრულად

თბილისი, საქართველო

"საკუთარ ტყავზე განცდილს და დაგროვილ გამოცდილებას არაფერი შეედრება ალბათ და გულწრფელად ვისურვებდი, რომ ქართულ რეალობაში (სრულიად სამყაროში :)) ბევრმა გაიაროს ის საოცარი მოდულები, როგორც გზა გაცნობიერებებით სავსე კათარზისისკენ და ჩემი თვალებით შეხედონ რეალობას პოზიტიურსა და რესურსულს!. განთავისუფლდნენ შიშებისგან, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უმარტივესი და მუშა ტექნიკებისა და პოზიტიური სავარჯიშოებით საპნის ბუშტებივით გააქრობენ!. შეიყვარონ და პატივი სცენ მშობლებს, ანუ დაიბრუნონ და გაიძლიერონ უზარმაზარი ცხოვრებისეული რესურსი მათი სიყვარულით და მიმღებლობით!. შეიყვარონ საკუთარი თავი და აღმოაჩინონ უზარმაზარი ზრდის, განვითარების, მიმღებლობის და სიყვარულის პოტენციალი რომელიც ჩვენშია!. და დააკვირდნენ ყოველ დღიურად როგორ იცვლება რეალური სამყარო, ჩვენი ფანტაზიებისა და უსარგებლო ილუზიების გარეშე და დატკბნენ მისი პოზიტივით და ჰარმონიით!. <3 ეს არის პროგრამა, რომელიც სრულად მოიცავს ყველა თემას მოდულების ფარგლებში, სადაც პატარ-პატარა თუ დიდი ხაფანგები შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენს სააზროვნო სისტემაში და მსუბუქი და ყველაზე ჰუმანისტური სავარჯიშოებით და ტექნიკებით განთავისუფლდეთ ყველა დაბრკოლებისგან რომელიც ხელს გიშლით იცხოვროთ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიაში!. <3"

არასოდეს შევხებივარ მსგავს ჰუმანისტურ, პოზიტიურ, ნაზ და ამავდროულად ძალიან ღრმა ფენომენს, რომელსაც უზარმაზარი გაცნობიერება მოაქვს და თვალსა და ხელს შუა გცვლის - შენს დამოკიდებულებებს, წარმოდგენებს, მიმღებლობას, შეგრძნებებს, ქმედებებს - და რაც მთავარია ხედავ როგორ იცვლება სამყაროც შენს ირგვლივ და ხდება უფრო ფერადი, პოზიტიური, სიყვარულით და ჰარმონიით სავსე! <3 ეს მარტივი კითხვები, რომლებიც მაღალ ბალიან მიწისძვრას აწყობენ შენს ცნობიერსა და არაცნობიერში და კეთილშობილური, სიყვარულის და შვების მომტანი შებრუნებები!. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს "სამუშაო"-ს შესახებ და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მინდა იქცეს რესურსი სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის ცხოვრებაში!"

სრულად

თბილისი, საქართველო

"პროექტის დასაწყისში დავწერე ჩემი პრობლემების შესახებ,აქედან ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხებოდა ჩემს ბრაზს მამის მიმართ და ჯანმრთელობას.მამა დავკარგე 3 წლის წინ, თან ისედაც მთელი ცხოვრება უამრავი პრობლემა მქონდა მამასთან და როცა მოხდა ეს ტრაგედია,ამან საერთოდ გამანადგურა. თითქმის 3 წელი მქონდა დეპრესია,ეს შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდად აისახა ჯანმრთელობაზე. ათასი ავადმყოფობა,ოპერაციები,ექიმები..ბოლო დიაგნოზი დამისვევს დაახლოებით 6 თვის წინ-მკერდში კისტა და 8 ფიბროადენომა(კვანძები).რა თქმა უნდა,ასეთი დიაგნოზის შემდეგ კარგს არაფერს ელოდები. თან ექიმებმაც მითხრეს რომ ტენდენციის შემთხვევაში ამოსაჭრელია და იმის გარანტიასაც არ მაძლევდნენ რომ საერთოდ გაქრება.

მოკლედ,ამ დროისთვის(ანუ პროექტამდე ცოტა ადრე) მე უკვე დავიწყე სერიოზულად ფიქრი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე,ვკითხულობდი სტატიებს ფსიქოსომატიკაზე და ზუსტად სექტემბერში ვნახე თინის პოსტი პროექტის შესახებ (როცა მოვინდომე განკურნება თვითონ სამყარო მეხმარებოდა და ეს პროექტიც საჭირო დროს გამოჩნდა:) ) ჩვენი სამუშაოს დახმარებით უფრო ღრმად ჩავეძიე,ვმუშაობდი ჩემს ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემაზე-მამაზე.ვხვდებოდი,რომ ეს დაგროვილი ბრაზი მახრჩობდა,ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად მღუპავდა.

სამუშაოს შემდეგ(ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად) მივიღე ის ტრაგედია,რომელიც დატრიალდა ჩემს თავს,მივიღე მამაჩემი და მისი გადაწყვეტილებაც.მივიღე ყველა ის მოვლენა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობნებდა.და რაც მთავარია,ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა:"ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?" და ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ მე უბრალოდ ვცხოვრობდი ამ ისტორიით,მამაჩემის ისტორიით,რომელიც პრინციპში ჩემიც კი არ იყო და ამაზე ავაწყვე მთელი დრამები,რომლებმაც კინაღამ დამღუპეს.

იმის შემდეგ,რაც მე გავაცნობიერე ეს და მივიღე ყველაფერი ისე,როგორც არის,გავხდი თავისუფალი,ამოვისუნთქე! დავმშვიდდი,ბრაზი აღარ მახრჩობდა...რატომ დავწერე ეს ყველაფერი.. დაახლოებით 2 თუ 3 კვირის წინ ვიყავი ექოზე.ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას 😀 რომელიც სადღაც გაქრა)) კვანძებში ტენდენცია საერთოდ არ არის. ამით იმის თქმა მინდა,რომ არ ჩაითოვოთ გულში ყენა და ბრაზი იმიტომ,რომ ეს შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.ჩემს შემთხვევაში ვიცი,რომ ზუსტად ჩემმა ნეგატიურმა ფიქრებმა გამოიწვიეს ყველა ჩემი პრობლემა და როგორც კი მე დავიწყე სხვანაირად ფიქრი,გავაცნობიერე,მივიღე,შევიყვარე ის რაც არის,ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და დღეს მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი! მიყვარხართ ჩემო კარგებო <3 სასწაულები ნამდვილად ხდება,უბრალოდ თქვენ უნდა გქონდეთ ამ სასწაულების მიღების სურვილი და თქვენ აუცილებლად მათ მიიღებთ!

დიდი მადლობა თინის,დიდი მადლობა თქვენ ყველას! დიდი მადლობა იმ ძალას,რომელმაც მომიყვანა აქ!"

სრულად

ბათუმი, საქართველო

"პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი რომელსაც არშეეძლო ელენტარულად დაეწყო ის ურთიერთობაც კი რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, ვიყავი გაუწონასწორებელი, არაკომუნიკაბელური, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, კრიტიკოსი, მოუხერხებელი და არათავისუფალი ჩემს თავთან. კიდე ბევრი რამ დავამარცხე უბრალოდ აქ რო ვწერო ვერ დავასრულებ. ამ პროექტიშ შემდეგ კი აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი უსუსური და მოუვლელი რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება. აღიარება ვისწავლე საკუთარ თავთან. ვინც მაკრიტიკებ ვიღებ და ვაანალიზებ ეს არის არაჩვეულებრივი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობა. ამის მაგალითი დღესაც მქონდა თუ როორ გამაკრიტიკის და მე ის მივიღე ისე რომ არ გავბრაზებულვარ და გამოსწორებაზე დავიწყე ფიქრი.

პროგრამამ უდიდესი გადატიალება მოახდინა ჩემში. მზემ გამოანათა რომელიც აღარასდროს ჩაქრება თუ მე ვიქნები უშიშრად და ძლიერი ყველაფრის წინაშე. ყბელაზე მაგარი კი ის არის რომ რასაც წერ ჰაერიდან მოსული სიტყვები არარის და ამ ყველაფერს განცდები გაწერინებს. მე სულ სხვა მაკა ვარ, მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი. მონდომებული და უშიშარი.

"სამუშაო" კი ჩემი ყოველდღიური ხელსაწყოა რომელსაც გონებით ვატარებ და გულს ვაკეთებინებ ამ სამუშაოს. სამუშაო არის უძლიერესი. მე შეყვარებული ვარ ამ პროექტზე. ის ჩემი გონების ინსტრუმენტია თუ როგორ გავთავისუფლდე ცუდი ფიქრებისგან."

სრულად

თინათინ
ბასილაია

  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge