ანი ცხვედიანი

ნინა კრეჰერი

“პროგრამამ “საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ ნამდვილად ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში კარგად ორგანიზებული და დაგეგმილია, რაც მარტივს ხდის მისადევნებლად, პირადი კაბინეტი რომელიც თინიმ მონაწილეებისთვის შექმნა ძალიან კომფორტული და ადვილად გამოსაყენებელია.

ვიდეოები, დავალებები, რჩევები, ტექნიკები – ძალიან ბევრ და სასარგებლო ინფორმაციას და მუშაობის საშუალებას იძლევა.

დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამ პროგრამას ზედმიწევნით გაივლის საუკეთესო შედეგს მიიღებს.

პირადად მე ძალიან დამეხმარა საკუთარ თავთან დარჩენაში და ძალიან ბევრ საკითხზე დაფიქრებაში, მივხვდი და დავინახე რამდენი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და პროგრამის საშუალებით ამ საკითხებზე მუშაობა დავიწყე, რაც სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

ძალიან მომწონს თინის მიერ შექმნილი მონაწილეების ჯგუფი, სადაც ხდება ერთმანეთის გამოცდილების, პრობლემების, სხვადასხვა საკითხების (რაც გვაწუხებს), გაზიარება და ერთმანეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რჩევების მიცემა. ამან ძალიან დამაახლოვა ადამიანებთან და მიმახვედრა, რომ მარტო არასდროს არ არის არც ერთი ადამიანი, საკუთარ ფიქრებშიც კი.

თინი, როგორც პროგრამის შემქმნელი თავისი დადებითი ენერგიით დიდ გავლენას ახდენს პროგრამის მსვლელობაზე, რაც მონაწილეებზეც აისახება და უკეთესი შედეგების მიღებაშიც ეხმარება თითოეულს. <3

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK