ანი ცხვედიანი

ნინა კრეჰერი

“ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ პირველად სწორედ თინისგან გავიგე და ძალიან დამაინტერესა ამ მეთოდმა. განსხვავებული და გამორჩეული ინსტრუმენტია, რომელიც მუდამ თან გაქვს და გეიმედება. იცი, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია და შეგიძლია მისი საშუალებით მძიმე ფიქრები შეიმსუბუქო და მათთან „ზავი“ დადო. მე ამ მეთოდის კარგად შეთვისების და დამუშავების პროცესში ვარ და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, მეხმარება მოვიშორო გამოუსადეგარი და შემაწუხებელი ფიქრები. მეხმარება კარგად გავაანალიზო თუ საიდან მოდის თითოეული ფიქრი და მაქსიმალურად აღმოვფხვრა ის რაც არ მჭირდება.

ამ მეთოდს ვურჩევდი ყველას ვინც დაინტერესებულია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით და უნდა ძალიან ბევრი რამ გააცნობიეროს, რაც შეიძლება აქამდე დამალული იყო მისთვის.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK