ეკატერინე პაპავა

ნინა კრეჰერი

“ბაირონ ქეითის სამუშაო არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც უცებ, მოკლე, ნაკლებად სტრესული მაგრამ უუუუზომოდ ღრმა და შთამბეჭდავი გზით მიჰყავხარ ჭეშმარიტებამდე.

მისი დახმარებით მომენტალურად პოულობ ზღვარს, ზომიერების შეგრძნებას, აღმოაჩენ ვირუსულ/მომწამვლელ ფიქრებს, რომელსაც ზიანი მოაქვს და თავისუფლდები მათგან, პოულობ სამუშაო ფიქრებს, რომლებიც შეიძლება სხვა რამეს ნიშნავს და შენ სხვა მნიშვნელობა მიეცი. პოულობ სიმართლეს, რომელიც სადღაც ქვეცნობიერში ისედაც იცი, მაგრამ არ გჯეროდა იმ გამოცდილებების და “ჯანქ” ინფორმაციის გამო, წლების მანძილზე რომ დაგიგროვდა.

ხდები მამაცი, ხდები ბედნიერი. გყოფნის შენი თავი, ყველაფერი გყოფნის რაც გაქვს და ამას იყენებ იმისთვის, რომ გახდე უკეთესი.

მისი დახმარებით ლოგიკურად აანალიზებ მოვლენებს და გამოგდის: სტრესიდან ლამაზად გამოხვიდე და გადარჩე. არ დაიმტვრე, არ დაინგრე. ჭეშმარიტება დაიყვანო მარტივ მოცემულობამდე, მოხსნა მას შენი შეკერილი ლანდების ჩრდილი და შეხედო რა შეგიძლია გააკეთო შენ იმისთვის, რომ ამ მოცემულობასთან ჰარმონიაში იცხოვრო.

ეს სამუშაო ძალიან კარგი სავარჯიშოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აზროვნება და ფიქრი უყვარს და ძალიან ძლიერი ირაღი, მისთვის, ვისაც საკუთარი თავის, ცხოვრების გადაფასება უნდა, ვინც ყოველ დღე თავის წინა ვერსიაზე უკეთესია, ვისთვისაც თავისუფლებაში ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი.

დიდი მადლობა თინი, სიყვარულით

არა

უზომოდ დიდი სიყვარულით, სითბოთი, პატივისცემით და კიდევ რაღაც განცდით, რომელსაც სიტყვიერი შესატყვისი არ აქვს, რომელიც მიჩნდება ხოლმე მაშინ, როცა მედიტაციის დროს იმ სამყაროში გადავდივარ სადაც შემიძლია გონების დაწყნარება, სადაც ვარ ჰარმონიულად, მშვიდად და სადაც მომდის სწორი პასუხები, ან სულაც არ მომდის არაფერი და It’s okay,

აი ამ განცდით <3

Vin Venture

p.s როგორც ჩემი სახელის გმირმა, მეც შევძელი გამექრო ხმები, რომლებიც მიშლიდნენ ხელს მყვარებოდა ადამიანები, სამყარო და საკუთარი თავი.

მეც შევძელი მერწმუნა ჩემი და გარშემო ადამიანების ძალების, სიკეთის, სიყვარულის, მეპოვა ბევრი ჯადოსნური თვისება ჩემში და სხვებში.

ძალიან მაგარი გოგოა ვინი და ძალიან მიხარია, რომ მართლა ვგავარ თურმე.

შენი წყალობით.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK