ეკა ვარდოსანიძე

ეკა ვარდოსანიძე

“მე დიდი სიამოვნებით და სიხარულით მინდა გავუწიო რეკომენდაცია თინის იმ ადამიანებთან, ვისაც სურს იმუშაოს საკუთარ თავზე, გააცნობიეროს თავისი შინაგანი ძალა და აისრულოს ოცნებები! თინის აქვს პირველ რიგში ნიჭი სიღრმეების წვდომისა, ის არასდროს არაა ზედაპრული, ბოლომდე მიყვება პროცესს და არ რჩება მხედველობიდან არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მე მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ ფაქტსაც, რომ თინის სპეციალობაა ფსიქოლოგია და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს გავლილი სხვადასხვა ტრენინგი და კურსი საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩემთვის ძალიან საინტერესო და პატივსაცემ ფსიქოლოგებთან. ეს ყველაფერი მას აძლევს საშუალებას ადამიანებთან მუშაობისას ერთი მეთოდით არ შემოიფარგლოს და პროცესის განვითარების მიხედვით იქვე მიხვდეს, თუ რა მეთოდი იმუშავებს ყველაზე ეფექტურად. და ბოლოს, თინი თვითონ არის პოზიტიური მუხტით სავსე ადამიანი და მისი ეს მდგომარეობა გულწრფელია და არა “მიწებებული”, ის თვითონ არის უკვე წარმატებული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მასთან ურთიერთობისას გრძნობ, რომ ზედმეტი გართულებების გარეშე მარტივად შეგიძლია წახვიდე წინ და ცხოვრების ყოველი წუთით მიიღო სიამოვნება! 🙂 “

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK