თამთა ჭინჭარაული

პროგრამა ყველაზე მეტად ორი რაღაცის გამო მომწონს:
1. ანონიმურობა
2. კურატორები
ეს ორი რაღაც არის ის ძალიან მნიშვნლოვანი, რაც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა…

 

ამ პროგრამამ პროგრამა მომცა ის, რასაც აქამდე სულ ვეძებდი და ვერ გამეგო საიდან დამეწყო, როგორ მეპოვა და ეს საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ბოლოს ამაშიც კი ეჭვი შემეპარა… ეს არის პირველ რიგში საკუთარი, ჩვენი ნამდვილი “მეს ” პოვნა და ამის შემდეგ დაიწყო ის საოცრებები, რაც დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების სახით…

რადგან, როცა შენში იცვლება ყველაფერი, ეს გარემოზეც ავტომატურად ისახება და მოგყვება ისიც, “რა ცვლილების დანახვაც მინდოდა გარემოში, ის ცვლილება შევეცადე, რომ ჯერ თავად გავმხდარიყავი…” და ეს ასეც მოხდა…

ეს პროგრამა არის ის უპირობო სიყვარული, რაც ჯგუფში ტრიალებს, უპირობო მიმღებლობა, გვერდში დგომა… ერთმანეთის გამოკვლეული ფიქრები და ისტორიები თითოეულ ჯგუფის წევრზე ისახება ავტომატურად და გაცნობიერებაც მოდის ამ ყველაფრის… ეს ის ჯადოსნური წრეა, საიდან გამოსვლაც არასდროს მომინდება და მინდა რომ იყოს სულ მუდმივი ❤

ამ პროგრამამ მომცა და მაპოვნინა ის შინაგანი ძალა და სულიერი საყრდენი საკუთარ თავში, რასაც სულ სხვებისგან მოვითხოვდი და ვისტრესებოდი.. რადგან ეს ყველაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული და სხვების შეცვლაზე ფიქრს და ლოდინს მივყავართ სრულ დეპრესიამდე … როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავში აღმოვჩინე, შევწყვიტე გარეთ ძებნა, მაშინ მოხდა სწორედ ის გადატრიალება ჩემს შინაგან სამყაროში და ეს აისახა გარესამყაროზეც… ვიპოვე თანამოაზრეები, უსაყვარლესი ადამიანები, მეგობრები და მათთან ყოფნა და საუბარი შემიძლია თავისუფლად შევადარო ათასი საინტერესო და ღრმა წიგნის წაკითხვას, რომლის დასრულება აღარ გინდა და გინდა, რომ ეს შენი ყოველდრიურობა გახდეს… ეს არის ის სიკეთე, რაც მართლაც უსაზღვროა…

კურატორები ხომ თავისი საოცარი მუშაობის სტილით, ყველანი გამორჩეულები არიან უსაყვარლესები და თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რაც გეხმარება აქ ყოფნა იმაზე მეტად ეფექტური გახადო, ვიდრე ამას მარტო ახრეხებდი.

თინი შენ ხარ ის სასწული, რომლის ლამაზმა და ღრმა გონებამ ეს ყველაფერი მოიფიქრა, შექმნა და თავი ერთად მოუყარა… მინდა ციტირება მოვახდინო ერთ-ერთი მონაწილის სიტყვების: “თინის უფროსი შვილები არიან კურატორებიო და ჩვენ მონაწილეები კი პატარ შვილებიო” მართლაც, რომ სწორი შედარება იყო თინი, შენ დედასავით კი არა დედაზე ახლოსაც მყავხარ… შენ იცი ის, რაც დედაჩემმა ჩემზე საერთოდ არ იცის…

შენ დამაყენე ფეხზე და მართლა სიარული მასწავლე, ცხოვრება მასწავლე, როგორ გავხდე ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო, როგორ ავიხდინო ოცნებები და როგორ ვიყო ისეთი თამამი და თამამად დავაფიქსირო და უშიშრად საკუთარი აზრი დავიცვა და ბოლომდე გავიტანო…

ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის შენი დამსახურება, ჩემი გამოღვიძება არის შენი და ამ პროგრამის დამსახურება, რადგან ეს ყველაფერი შენ ხარ… პროგრამაც, კურატორებიც და ყველაფერი… ქეითის წიგნიც შენ რომ არ გეთარგმნა მე ალბათ კაი ხანი ვერ ვეზიარებოდი ამ ცოდნას …

ძალიან მადლიერი ვარ ამ პროგრამის, თითოეული მონაწილის, კურატორების და პირველ რიგში შენი თინი..

ჩემი ყოველი წარმატება იქნები შენ და ეს მინდა რომ სულ ასე იყოს და იქნება კიდეც… კიდევ და კიდევ ბევრ პროგრამაში ვიქნები შენთან ძალიან დიდი სიამოვნებით, მონდომებით, და სიყვარულით.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე არც კი ვიცი თუ იყო ან რაც იყო იმას ასე ვიტყოდი” ცხოვრება არ ერქვა”… ეს იყო მუდმივი უკმაყოფილება, კრიტიკა და გაუთავებელი წუწუნი როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების, სამყაროს მიმართ… მუდამ სხვა იყო დამნაშავე მე თუ რამე ვერ მქონდა კარგად ან არ გამომდიოდა… მუდამ სხვები უნდა შეცვლილიყვნენ მე რომ კარგად ვყოფილიყავი… მუდამ სხვების ცხოვრებასთან შედარებაში ვიყავი და განვიცდიდი ამას.. მუდამ წარსულით ვცხოვრობდი და იქ ვიქექებოდი.. მუდამ “მომავალში ვიქნები ბედნიერი” ამ სიტყვებით და გეგმებით ვცხოვრობდი და სულ ვიყავი ორიენტირებული იმაზე, რომ რა არ მქონდა და რამდენი რამე არ მქონდა…

თინი შენ მასწავლე როგორ უნდა ამეღო სრული პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და მეკეთებინა ის, რაც მინდოდა, მეთქვა ის, რაც მინდოდა და გამეკეთებინა მიზნების დაფა და მემოქმედა მიზანმიმართულად და გაბედულად… ეს პროგრამა იყო სწორედ ის გადატრიალება, რამაც დამანახა, რომ საკუთარ თავზე როცა იღებ პასუხიმგებლობას და ისე მოქმედებ მეტად საინტერესო, აზარტული და კეთილია სამყაროც და ყველა შენს მიმართ…

არავინ არაა დამნაშავე, როცა რაიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით და ეს მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით არ უნდა ვიყოთ ფრუსტრირებულები და გულგატეხილები… პირიქით უნდა გამოვიკვლიოთ ეს გამოწვევა რისთვის გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ვიმუშაოთ ჩვენს ფიქრებზე და აღმოვაჩინოთ მას რისი თქმა სურდა, ეს გამოწვევა, რომელსაც ხშირად “პრობლემას ვარქმევთ” რისი სწავლა უნდოდა ჩვენთვის ან დანახება… ასეთი სწორი მიდგომით და აზროვნებით როცა ვიწყებთ გააზრებულ ცხოვრებას ძალიან მაგარი ხდება შემდეგ ყველაფერი… ძალიან ადვილი და საინტერესო …

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ პროგრამაზეც და შენზეც თინი და არასდროს დავიღლები თითოეული თქვენგანის მიმართ მადლიერების გამოხატვით… ძალიან
მიყვარხართ და მაბედნიერებთ.

სიყვარულით და მადლიერებით,
თამთა

 

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK