თეა ჭინჭარაული

თეა ჭინჭარაული

“პროგრამამდე სრულიად დაბნეული და სადღაც ჩაკარგული ვიყავი, ვერ ვფლობდი სიტუაციას, მხოლოდ ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ვკითხულობდი როგორ და სად მეპოვა შინაგანი ბედნიერების განცდა, ვერსას საჭირო პასუხებს ვპოულობდი და მერე ეს მისწრაფებები ბედნიერების ძიებაში აპათიაში გადამდიოდა, არა და ეს ჩემს ხასიათში არ დევს, მქონდა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავთან. პროგრამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ჯერ მე გზის დასაწყისში ვარ, წინ დიდი და ფართო გზა მაქვს გასავლელი საკუთარი თავის შეცნობის და უკეთ გაცნობის. არსად ვეძებ ბედნიერებას, არსად ვეძებ სიყვარულს, რადგან რასაც მანამდე ვეძებდი და ის გამირბოდა, როგორც საკუთარი აჩრდილი, თურმე მას ძებნა არ ჭირდებოდა, რადგან არასდროს დამიკარგავს ის. ის ყოველთვის იყო ჩემთან, უბრალოდ, მე არ შემეძლო მისი დანახვა, მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს, ეს იყო პრობლემა. ამ პროექტით მე ჩემი თავი ვიპოვე! მე, ათას საფიქრალსა და საზრუნავში მყოფს, ერთ მშვენიერ დღეს გადამავიწყდა ჩემივე თავი და მერე შეცდომით ვეძებდი ხან სიყვარულს, ხან სიმშვიდეს, ხან ბედნიერებას; ხოლო ამ პროექტში მოსვლით ჯერ მივხვდი რა უნდა მეძებნა და მერე როგორ უნდა მეპოვა. 🙂 მე ეს შევძელი! მე მყავს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი! ეს მე ვარ პროექტის შემდეგ. <3

სამუშაო” ყველას ჭირდება დიდსაც და პატარასაც, ნეტა ყველა ადამიანი ხვდებოდეს რატომ უნდა გამოიყენოს ეს პროექტი თავისთვის! აუცილებელია ჩვენს გარშემო ბევრი ბედნიერი ადამიანი, მთავარია მათ მოინდომონ,ბედნიერების ინსტრუმენტი უკვე არსებობს. როდესაც ვინმე ახლობელი გაღიზიანებული ან გაბრაზებულია რაიმეზე და ისინი საუბრობენ ამაზე, მე ვეკითხები მათ: -ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე, მათ სახეზე ჯერ დაბნეულობა ჩნდება და როგორც კი თვითონვე გაიაზრებენ, რომ მხოლოდ ფიქრებით რჩებიან დროში, რომელიც უკვე ფაქტის სახით დამთავრდა, ეღიმებათ და მათი განცდებიც სადღაც ქრება, ისინი მშვიდდებიან, მე კი ვეუბნები მათ, რომ არსებობენ ბაირონ ქეითი და თინი ბასილაია და არსებობს ,,სამუშაო” და არსებობენ იმიტომ, რომ ადამიანებს დაეხმარონ! <3 <3 <3″

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK