ირმა ქაშმაძე

ირმა ქაშმაძე

თინი გავიცანი ნიკოლაი ლატანსკის საიტზე. მომეწონა ამ ადამიანის გულწრფელობა, ყურადღება მხარდაჭერა. ეს ჩემთვის რთულ პერიოდში მოხდა, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა, დეკემბერში ჩავერთე მის ონლაინ პროგრამაში. ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვიცნობდი, მაგრამ დამოუკიდებლად მიჭირდა სიღრმეებში ჩასვლა. თინისთან მუშაობისას იგრძნობა მისი მხარდაჭერა და სანდოობა, ეს მთავარია ბაირონ ქეითის “სამუშაოს” შესრულებისას. თინი თბილი, ყურადღებიანი, სანდო ადამიანია. მასთან მუშაობისას საკუთარი თავის პატივისცემასაც და დიდ მხარდაჭერასაც იგრძნობთ.

რაც შეეხება ბაირონ ქეითის “სამუშაოს” – ძლიერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საკუთარ თავში მოიპოვოთ თავისუფლება, ნამდვილი ბედნიერების შეგრძნება. მუშაობით დაინახავთ თუ როგორ ჩარჩოში ჩასმულია ჩვენი გონება და მას სხვაგვარად ფიქრი არ შეეძლო. “სამუშაოს” შესრულების პროცესში აღმოაჩენთ, რომ არავინ და მითუმეტეს არც თქვენ დამნაშავე ან ცუდი არ ხართ. სულ სხვა თვალით შეხედავთ ადამიანებს, ახლობლების ქცევა გასაგები გახდება და რაც მთავარია ეს თქვენი, საკუთარ თავთან დაბრუნების, დიდი და ძალიან საინტერესო გზის დასაწყისი გახდება. ყველას გისურვებთ ამ შინაგანი ბედნიერების მოპოვებას, რაშიც თინი ნამდვილად დაგეხმარებათ.”​

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK