მაია გოგიჩაშვილი

მაია გოგიჩაშვილი

“ყველაზე მთავარი, რაც ჩემში შეიცვალა არის ის, რომ ცხოვრებით და ადამიანებით უკმაყოფილებას მათ აღარ ვაბრალებ, არამედ მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებ, ვაანალიზებ და ვცდილობ შევცვალო საკუთარ თავში მათზე მცდარი წარმოდგენები. გავხდი უფრო მშვიდი, მომთმენი და თავშეკავებული. მართალია გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ მთავარია სწორი მიდგომა. მხოლოდ ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედს და წარმოდგენებს ცხოვრებაზე და შეგვიძლია მათი შეცვლა.

თინის წყალობით აღმოვაჩინე ბაირონ ქეითი, მისი “სამუშაო”.

თინი არის საოცრად პოზიტიური, გახსნილი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ეხმარება სხვებს, უზიარებს თავის გამოცდილებას, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე დიდი აქვს.

მინდა წარმატება ვუსურვო ამ რთულ გზაზე. როგორც ექიმის საუკეთესო საჩუქარია პაციენტის მადლიერი, გაბრწყინებული სახე, ასევე თინისთვისაც დიდი სიხარულის მომტანი იქნება წარმატებები და საინტერესო, ჩვენთვის სასარგებლო გაცნობიერებები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK