მაკა თოდაძე

მაკა თოდაძე

“არაფერი არ ხდება უბრალოდ…
ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ციმციმა, თბილი და ულამაზესი სხივი თინი.
მასთან ინდივიდუალური მუშაობა არის უდიდესი სიამოვნება!
როდესაც გრძნობ მის სიყვარულს, თუ როგორი მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და ყოველი შენი განცდა მისი ხდება. სითბო რომელიც გაძლიერებს.
ზოგჯერ ჩვენი კომპლექსების გამო გვერიდება ყველგან და ყველასთან ამა თუ იმ თემებზე საუბარი, მაგრამ არასდროს არ არის გვიან გადავდგათ ნაბიჯი და გავიხსნათ. გავიხსნათ საკუთარ თავთან, საყვარელ ადამიანებთან… ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად ეს ყველაფერი თინისთან გამომივიდა. ადამიანი რომელიც გახდა ჩემთვის ყველაზე ახლო. მასთან მუშაობისას აღმოვაჩინე უამრავი შინაგანი ძალები, რომლებსაც ჩემში ეძინათ ან კიდევ მოსვენებას არ მაძლევდნენ და არ ვიცოდი როგორ მემართა. აღმოჩნდა, რომ მათი მართვა შესაძლებელი ყოფილა ისევე როგორც ფიქრები, აზრები… ამ მოკლე ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ვისწავლე სხვა თვალით მზერა, დამილაგდა ურთიერთობები, შემეცვალა დამოკიდებულება… მინდა ვაკეთო სიკეთე, რომ მე ბედნიერი ვიყო! მინდა ვისუნთქო ღრმად, ბედნიერებისაგან! მინდა ვიფიქრო პოზიტიურად რადგან ეს მე ბედნიერს გამხდის! ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება ბევრად ფერადი გავხადოთ! ჩვენ ყგელაფერი შეგვიძლია! ეს ყველაფერი ჩვენშია;)

იყავით ბედნიერები…”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK