მაკა ქათამაძე

ეთო ბუნტური

თინისთან მუშაობით ყველაზე საოცარი და დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში. ვინ ვარ მე? თინისთან მუშაობის შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი თავი. შედეგები რომელიც მე მივიღე და ვიღებ არის სასწაული უბრალოდ. ვიყავი უამრავი მაკა და ეხლა ვარ მხოლოდ ერთი, ვინც იცის რა უნდა ცხოვრებაში, როგორ უნდა განავითაროს საკუთარი თავი, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და არა სხვისთვის. დამეხმარა დამეძლია კომპლექსები, სტრესული სიტუაციები, ელემენტარული წყენა ადამიანების მიმართ, შიშები. დამეხმარა რომ მეპოვნა საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედაგად ჩემი ცხოვრება ყოველ დღე ერთი ნაბიჯით წინ იწევს, ეს მართლა საოცარია. მეც კი არ მჯერა ჩემი შედეგები, დილით ვდგები და ყოველი დღე სხვანაირია. თინი არის ერთ-ერთი ადამიანი საქართველოში, ვინც დამეხმარა, შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო მასთან მუშაობის დროს, ვხდებოდი და ვგრძნობდი როგორ ვტრანსფორმირდებოდი და როგორ შემოდიოდა ჩემში სამყაროსადმი სიყვარული.

მე აღბრთოვანებული ვარ მისი პროფესიონალიზმით, პუნქტუალურიბით, სტილით, ადამიანებთან დამოკიდებულებით, პიროვნებითა და მოქმედებებით. მას აქვს განსაკუთრებული სტილი იმისა რომ დაგანახოს რეალობა და ეს რეალობა მიიღო და შეიყვარო და არა უარყო და იწუწუნო. საოცრება ეს გოგო.

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK