მარიამ შარიქაძე

მარიამ შარიქაძე

შენთან ურთიერთობის დროს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს, სასარგებლოს და სასიამოვნოს ვსწავლობ. შენთან მუშაობის პროცესმა ცხადად დამანახა ჩემი შესაძლებლობების მთელი ნაკრები და ამის ცხადად დანახვამ რწმენა, თავდაჯერებულობა და განსაკუთრებულობის შეგრძნება დამაბრუნებუნა. შენთან მუშაობის პროცესი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ სრულიად მიმღებლური ხარ ადამიანების მიმართ და საკუთარი მაგალითით გვასწავლი, რომ  გვიყვარდეს ის რაც არის, გვიყვარდეს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და თუ სხვაში რაღაც არ მოგვწონს, ვერ ვიღებთ ან გვაღიზიანებს, ამის მიზეზი ყოველთვის ჩვენშია. ადამიანები ჩვენი სარკეები არიან და ყველაფერი ჩვენს გარშემო ჩვენი პროექცია. ამის გაცნობიერება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სრულიად სხვა თვალით შევხედე ურთიერთობების თემას და დღეს უკვე ჩემი რეალობა სწორედ რომ ამ ახალი ხედვის დამსახურებაა. უამრავი ახალი მეგობრები, საინტერესო ნაცნობები, ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და რაც მთავრია საკუთარ  თავთან. ეს ძალიან დიდი   ბედნიერებაა.

თინისთან მუშაობა დამეხმარა აზროვნების ტრანსფორაციაში. საკუთარ თავში ჩაღრმავება და პასუხების მოძებნა საკუთარ თავში ვისწავლე. ადრე თუ კი ველოდებოდი, სხვებისგან მომესმინა სწორი პასუხები, ახლა ვხვდები რომ ყველა პასუხი ჩვენშია და ისიც ვიცი ეს პასუხი როგორ ვიპოვო. ეს ისაა, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება. ეს შეუფასებელი ცოდნაა და ამის მადლიერი მთელი ცხოვრება ვიქნები.

აზროვნება როგორც კი შევცვალე სხვადასხვა საკითხების მიმართ, სრულიად  ანალოგიურად შეიცვალა ჩემი რეალობა და გარშემო ყველა ფერი. ადამიანები, მათთან ურთიერთობა, უხვად მოვიდა ჩემთან სამყაროს საჩუქრები და სხვადასხვა სასიამოვნო შესაძლებლობები. ამ ყველაფრის დანახვა, აღიარება, მიღება – დიდი ბედნიერებაა.

თინის რეკომენდაციას გაგიწევდი იმიტომ, რომ განსაკუთრებულად გიყვარს და განსაკუთრებულად ეკიდები შენს საქმეს. მთელ გულს და სულს დებ რათა დაეხმარო ადამიანებს გათავისუფლდნენ სტრესული ფიქრებისგან და არ არსებობს რაიმე პატარა დეტალიც კი, რომ უყურადღებოდ გამოგრჩეს. შენთან მუშაობა კომფორტული, შედეგიანი და სასიამოვნოა. ესაა მოგზაურობა  სრულიად ახალ, საოცარ განზომილებაში.

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK