მარიტა აბულაძე

მარიტა აბულაძე

“როცა ეს პროგრამა ვნახე და დავინტერესდი ცოტატი ვორჭოფობდი, დამეხმარებოდა თუ არა. საბოლოოდ გავბედე და შევუერთდი.

ფაქტიურად სრული გადატრიალება მოხდა, ყოველდღე უფრო და უფრო მიხარია გაღვიძება, ვგრძნობ როგორ ვაგვარებ ყველა პრობლემას და მამაცად ვხვდები ყველა გამოწვევას.

დამეხმარა საკუთარი თავის მერწმუნა და დამეჯერებინა შეუძლებელი არაფერია, რომ ყველაფრის მოგვარება და მიღწევა შეიძლება. შეიცვალა ყოველი დღე, შეიცვალა რიტმი ცხოვრების, შევიცვალე მე და ეს ყველაზე მთავარია💕

თინი არის ადამიანი რომელიც არასოდეს გაკრიტიკებს, გისმენს, გეხმარება მაქსიმალურად, ნათლად გაჩვენებს შედეგებს და გასწავლის საკუთარი თავის რწმენას, თინი არის ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის რა გჭირდრბა რა მომენტში და ზუსტად გაძლევს მითითებებს, ზუსტად იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერს გასწავლის იმისთვის, რომ შენც შეძლო და მიაღწიო.

ბაირონ ქეითის სამუშაო თავიდან ძალიან რთულად მეჩვენებოდა, ვფიქრობდი არ გამომივიდოდა, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდი რომ ეს პროგრამა არის გასაღები ლაღი და მშვიდი ცხოვრების, მივხვდი, რომ ის ფერად ფერებს მოიტანს ცხოვრებაში და მეც აქტიურად შევუდექი.

მასწავლა პატიება, მასწავლა სტრესიდან განოსვლის გზა, მასწავლა სწორი გზის პოვნა და პასუხისმგებლობის აღება.

ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ჩვეულებრივი რუტინა, ერთფეროვანი დეპრესიით სავსე და უამრავი სასტიკი ფიქრით, რაც მტანჯავდა. მეგონა ვერასდროს ვიპოვიდი ამ ჩიხიდან გამოსავალს, ამ პროგრამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა 360 გრადუსით, აღარ ვიტანჯები უაზრო ფიქრებით, აღარ მგონია რომ ვერ შევძლებ, მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება, რაც გულით მინდა, ვარ ლაღი, ფერადი, მომღიმარი და მშვიდი, ზუსტად ვიცი ყველაფერი შესაძლებელია.

ვინც იტანჯებით და გგონიათ რომ გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ სცადეთ, უბრალოდ უსმინეთ, იმუშავეთ და თქვენ მიხვდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში ხართ.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK