მარი გაბელია

ნინა კრეჰერი

“ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სამი თვის განმავლობაში, გავხდი უფრო მშვიდი თავდაჯერებული. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება მხოლოდ ჩემი ილუზიების ანარეკლია, რომ თუ გავთავისუფლდებით შემზღუდველი რწმუნებულებებისგან, რომლებიც ცხოვრებას გვიწამლავენ ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალებას არ გვალევენ, გავაღვიძებთ შინაგან ძალას, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლია!!!

პროგრამის დაწყებამდე ადამიანებისგან ყველაფერი მწყინდა, ყოველთვის ვეძებდი სამართლიანობას და ყოველთვის მე ვრჩებოდი დაზარალებული, გულნატკენი და დათრგუნული. პროგრამის შემდეგ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ადამიანების ცუდ თვისებებს და ვცდილობ მათ საქმეში არ გადავიდე და ვეძებო მათში მხოლოდ დადებითი 🤩

ასევე მქონდა გარკვეული შიშები, რომელიც ტრავმამ დამიტოვა და როგორც კი შფოთვა შემიპყრობს, მეღიმება და ვაცნობიერებ, რომ ის, რისიც მეშინია მხოლოდ ჩემი ფიქრებია და ის, რასაც ვფიქრობთ შეიძლება არც არასოდეს არ მოხდეს 🤩🤩🤩

აქვე მინდა ავღნიშნო რომ არაერთ ტრენინგს დავსწებივარ და ბევრი ტექნიკაც გამივლია, მაგრამ შედეგი, რომელიც ბაირონ ქეითის სამუშაოს ააქვს, არცერთი ტრენინგისგან არ მიმიღია.

თუ ღრმად, გემრიელად იმუშავებთ 100% თავისუფლდებით ყველა ტკივილისგან, შიშისგან შფოთვებისგან, რასაც მხრებით ვათრევთ და გვამძიმებს წლების განმავლობაში და რაც მხოლოდ არც მეტი არც ნაკლები ჩვენი ფიქრებია 🤩

ვფიქრობ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს პროგრამა რომ ირგვლივ ნეგატივმა, შიშებმა იკლოს და ჰარმონიამ დაისადგუროს ❤️❤️💖💖🌈🌈🦋🦋

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პროგრამამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, რომ დილით ვიღვიძებ ენერგიული, თავისუფალი და მზად ვარ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას კარგს თუ ცუდს ერთნაირი სიმშვიდით შევხვდე ❤️❤️❤️

აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ იძენ მეგობრებს გაქვს ჯგუფი, სადაც შეგიძლია ნებისმიერი შენი ტკივილი გააზიარო და მხოლოდ სიყვარულს, თანადგომას მიიღებ არანაირი კრიტიკა, არანაირი ნეგატიური განხილვა, მხოლოდ სიყვარული, სითბო სიტკბო 🤗 და ეს ადამიანები იმდენად გაძლიერებენ რომ ამას ერთ წინადადებაში ვერ დაატევ.

ამ პატარა გოგომ (თინიმ) შეძლო ამ ჰარმონიული გარემოს შექმნა, სადაც ადგილი არა აქვს არანაირ უარყოფით ემოციას თუ დამოკიდებულებას ეს მართლა ” ჩუდოა” და კურატორები რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად არიან დაგეხმარონ არიან საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანები 🤗🤗🤗

მადლობა თინის კურატორებს, თითოეული ჯგუფის წევრს, რომ ერთად ეს ტკბილი მხიარული, სიყვარულით სავსე სამი თვე გავიარეთ 💖🌈❤️

მინდა ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროგამაში – “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” და ეზიაროს ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ძალას, თინის და მისი კურატორების თანადგომას და უპირობო სიყვარულს. ❤️❤️❤️

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK