ნათია გელენიძე

ნათია გელენიძე

“შენი ეგო გვერდით გადადე და მოუყევი სხვა ადამიანებს ის, რაც ამ პროგრამის შედეგად იგრძენიო. ვერ შევძელი. ვერ შევძელი, მარტო იმიტომ, რომ არ ვიცოდი ასეთი გრძნობები და ემოციები სიტყვებით როგორ გამომეხატა. ახლა, უსაზღროდ დიდ მადლიერებას ვგრძნობ და უფლება არ მაქვს ეს არ გაგიზიაროთ.
გაიცანით, თინი ქვია. შინაგანი ძალის ექსპერტია საქართველოში. ცოტა უცნაურად ჟღერს არა? – გეთნხმები, თავიდან მეც ასე მომეჩვენა. შემოიჭრება შენს ცხოვრებაში, ჩაგეხუტება, თვალებში ჩაგხედავს და აღარ დაგტოვებს. აი იმ დღიდან სულ მისი იმედი გაქვს. იცით როგორი შინაგანი ძალა აქვს? აი ისეთი სულს, რომ გაგითბობს და შენს შინაგან ძალასაც გაპოვნინებს, ფეხზე წამოგაყენებს და შენს თავს შეგაყვარებს. შენს თავთან დაგაახლოვებს, დაგაახლოვებს იმასთან რაც შენს სხეულზე, შენს ემოციებზე, შენს ფიქრებზე აღმატებულია. ჯერ მშობლებთან ურთიერთობას გასწავლის, მერე მეგობრებთან, ათას რამეს გასწავლის, იმასაც გაგრძნობინებს, რომ ჩვენ ადამიანები ერთი მთელის ნაწილები ვართ.
წავიდა ისწავლა და ბაირონ ქეითის უძლიერესი ”სამუშაო” ქართველებს ჩამოგვიტანა. პატარა გოგოა, დიდი გულით და საოცარი შინაგანი ძალით. ვერწარმოიდგენთ როგორი ლამაზი ოცნებები აქვს. უნდა ის რაც თვითონ ისწავლა და იგრძნო ჩვენ ქართველებს გაგვიზიაროს. მისი პროგრამა შეიტანოს სკოლებში, ორგანიზაციებში, ციხეებში, ყველგან სადაც ადამიანია. უნდა მილიონეობით ადამიანს დაეხმაროს, უნდა მივიდეს მილიონობით ადამინის გულამდე. იცით რა საოცარი ტექნიკა აქვს? ეს არის 4 ჯადოსნური კითხვის და სამი შებრუნების იარაღი. ერთ სტრესულ ფიქრს ამოირჩევ, კუთხეში მიიმწყვდევ, გააცნობიერებ, გაგეღიმება და იგრძნობ საოცარ სიშვიდეს რომელიც შენში შემოდის. იგრძნობ სიყვარულს, ჰარმონიას შენს თავთან. იგრძნობ ბედნიერებას!
მინდა ყველას გავაგებინო და მოვუყვე ამ გოგონას არსებობის შესახებ. მინდა თქვენც იგრძნოთ ის რაც მე ვიგრძენი.
თუ ეს პოსტი იაფასიანი რეკლამა გგონია, უნდა გითხრა რომ ჩემი ფინანსური და დროის რესურსი ასე ნაყოფიერად ჯერ არ დამიხარჯავს. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე უამრავი ადამიანია ვინც ასე ფიქრობს.
და მაინც, თუ ისევ ეჭვი გეპარება. გისვამ იმ ჯადოსნური ოთხი კითხვიდან ერთ ერთს : შეგიძლია აფსოლუტურად იცოდე, რომ ეს ფიქრი მართალია?
და თუ მაინც ეჭვი გეპარება, თინი ასე გეტყოდა: “იყოს ისე როგორც არის. ყველა ფიქრს აქვს არსებობის უფლება”.

სიყვარულით ნათია”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK