ნათია ვეშაგური

ნინა კრეჰერი

“ეს პროგრამა არის განვითარების და საკუთარ თავთან დამეგობრების ძალიან კარგი ინსტრუმენტი. ყველა მოდული ისეა არჩეული და დაგეგმილი, თითქოს ვიღაცამ შენი ფიქრები წაიკითხა და ზუსტად იცის, რაზე გაქვს სამუშაო, რა საკითხები გაქვს გონებაში და გულში გადასამუშავებელი, რა საკითხების გამო გჭირდება ჩაუღრმავდე შენ თავს და გაანეიტრალო ის, რაც სულ გაწუხებდა.

რადგან ეს პროგრამა ანონიმურია, საშუალება გაქვს ისაუბრო ნებისმიერ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ხარ ძალიან გულწრფელი და არ ფიქრობ იმაზე, როგორ შეალამაზო და შეცვალო შენი სათქმელი სამუშაო პროცესისას. თანაც ძალიან საინტერესოა, როცა პროგრამის სხვა წევრებს პირადად არ იცნობ, მაგრამ ისეთ ამბებს უზიარებ, რომელიც გონების ერთ კუთხეში საგულდაგულოდ ჩარაზული გქონდა. ამ დროს კი, ამ უცნობი ადამიანებისგან იღებ უპირობო მხარდაჭერას.

ამ პროგრამაში ჩართვის დროს ვიყავი ძალიან აფორიაქებული. თინისთან რამდენიმე ინდივიდუალური სესია მქონდა კონკრეტულ საკითხზე ახალი გავლილი და ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა შემეწყვიტა ეს საოცარი და ჩემთვის ახალი პროცესი. ამ დროს წავიკითხე პროგრამის შესახებ და დავასკვენი: ეს მოდულები ზუსტად საჩემო იყო. მთელი ცხოვრება მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება. ვეკითხებოდი აზრს ყველას და მერე ძლივს ვიღებდი თვითონ. თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო მეტად იბნევი და ბოლოს აღარაფერს აკეთებ.

პროგრამაში ჩართვისას, ჩემი მე მომავალში დავინახე ისეთი თავდაჯერებული, რომელიც საკუთარ თავს ბოლომდე ენდობა. საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარია და აქედან გამომდინარე აღარც მილიონჯერ ატრიალებს ერთიდაიგივე საკითხს აქეთ-იქეთ, უბრალოდ ინსტიქტს და ინტუიციას ენდობა. ვგრძნობ, რომ ამ საკითხში ძალიან დიდი ნახტომი მაქვს. აქედან გამომდინარე კი ნაკლებად ვფორიაქობ ყოველ წამს გაურკვეველ რაღაცეებზე.

მე დღეს უფრო მეტად მსიამოვნებს ჩემ თავთან ურთიერთობა. თითქოს უფრო კარგად გავიცანი ჩემი მე და დავუმეგობრდი მას. ბევრად ხშირად ვუღიმი მას, ვტკბები მომენტებით და ეს ძალიან მომწონს. მინდოდა მომავალში უპირობოდ მყვარებოდა ჩემი თავი და ნაკლებად გამეკრიტიკებინა ის. აქაც დიდი ნაბიჯები გადავდგი, რამაც შინაგანი სიმშვიდე მომიტანა;

და ყველაზე მთავარი: ახლა მე უკვე ვიცი, როგორ ვიმუშაო ჩემ თავთან. ვიცი,როგორ შემიძლია მოვუსმინო და დავეხმარო მას.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK