ნათია ვეშაგური

ნინა კრეჰერი

“ბაირონ ქეითის შესახებ რამდენიმე წლის წინ გერმანელი ქოუჩისგან გავიგე. გერმანიაში წარმატებულად იყიდება მისი წიგნები და ტარდება ვორქშოფები. ძალიან გამიხარდა, როცა სრულიად შეთხვევით თინის მოვუსმინე, როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ქალბატონზე, მის „სამუშაოზე“ და წიგნზე, რომელიც თარგმნა: „გიყვარდეს ის რაც არის“.

ეს მეთოდი არის საოცრად ეფექტური და ამავე დროს ძალიან მარტივი გასაგები. აი, ამას მინდა გავუსვა ხაზი. ერთი შეხედვით, ისეთი მარტივი, რომ შეიძლება იფიქრო, ეს რა შედეგს მოგცემს, მაგრამ ზუსტად აქ იმალება მთავარი. ისე მარტივად მიყვები ინსტრუქციებს, რომ პროცესში ვერც კი ხვდები, ბოლოს რამხელა შედეგს იღებ. ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი აღიარებს მის სიძლიერეს, თუკი ერთხელ მაინც იმუშავებს ამ ტექნიკით.

მაგალითად, სამუშაოს ერთი ნაწილი: ოთხი მარტივი შეკითხვა, თითქოს რა ეფექტი უნდა ქონდეს, მაგრამ გადის დრო და შედეგს თვალნათლივ ხედავ. შეიძლება იმ წამშივეც კი შეიცვალოს შენი დამოკიდებულება გარკვეული საკითხის მიმართ. და თუკი იცვლება დამოკიდებულება, იცვლება სიტუაციაც ისე, რომ მერე გიკვირს, ამას შენ თვითონ აქამდე როგორ ვერ მიხვდი. ვერ მიხვდი იმიტომ, რომ არასოდეს მოგისმენია შენი თავისთვის, ქვეცნობიერისთვის ასეთი ინტენსივობით. ეს მეთოდი კი გეხმარება მედიტაციაში და გარკვეული საკითხების მარტივად აღქმაში.

„სამუშაო“ არის საკუთარ თავზე მუშაობის ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომლის შესრულებაც შენ და შენს გვერდით ადამიანებს უფრო ბედნიერს და საკუთარ თავთან ჰარმონიულს გახდის.”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK