ნათია კალანდია

ნათია კალანდია

ჩემი ცხოვრება თინიმდე და თინის შემდეგ ……. ეს სიმართლეა !?

შეიძლება ძალიან მხატვრულად გამომდის , მაგრამ ეს სიმართლეა.. შენ ხარ პროფესიონალი რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მაქიმუმს იყენებს, შრომისმოყვარე, უსაზღვრო ენერგიის მქონე.  სანამ რეალურად გნახავდი, მეგონა ფიზიკურადაც ისეთივე ძლიერი და დიდი იყავი როგორ ენერგიასაც ასხივებ, როდესაც პირადად შეგხვდი, ვფიქრობდი როგორ შეიძლება ამდენ რამეს  ეს ერთი ციდა ადამიანი აკეთებდეს.

შენთან მუშაობის პროცესში მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ იგივეს განიცდი რასაც შენი კლიენტი, თითქოს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგიცდია, ყოველთვის შეგრძნება მაქვს რომ ვიღაც კიდევ არსებობს ჩემი მსგავსი და მარტო არ ვარ პრობლემის წინაშე.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს იყო მომენტი როცა მე არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, რა მინდოდა, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდი და თითქოს რაღაცის ძიებაში ვიყავი … ამ პერიოდში ჩავერთე ბაირონ ქეითის „ სამუშაო „- პროფესიულად შესასწავლ ონლაინ პროგრამაში, სადაც მახსოვს როცა დავწერე ჩემი მოლოდინების შესახებ, ვთქვი: „ ველოდები როდის შევხვდები საკუთრ თავს“.  ეს პროგრამა არის პირველ რიგში საკუთრი თავის შესასწავლი – და შემდეგ უკვე პროფესიული პროგრამა. აქ არის გარემო სადაც ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ თავშია ძალა, რომ არსებობენ ადამიანები სხვადასხვა კონტინენტებიდან , რომლებსაც ერთნაირი სტრესული ფიქრები აქვთ, რომლებსაც ერთნაირად უჭირთ და გონიათ რომ მხოლოდ ისინი არიან განსხვავებულად „ცუდები“ ,  სინამდვილეში აღმოვაჩინე რომ თურმე მათაც იგივე ფიქრები აქვთ,  მათაც შენსავით სტკივათ და უხარიათ. ამ პროგრამამ მე სიყვარული მასწავლა, რომ ყველაფრის და ყველას სიყვარული ნამდვილად შესაძლებელია. მასწავლა რომ ყველა ერთნაირ გზას გადის ცხოვრებაში . ეს თითქოს თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ როცა ხედავ როგორ იცვლებიან ადამიანები შენს თვალწინ, როცა 6 თვის განმავლობაში ხედავ უბრალოდ ადამიანების ტრანსფორმაციას ხვდები რომ ყველაფერი შესაძლებელია.

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK