დიანა რამაზაშვილი

ეთო ბუნტური

“პროექტის დასაწყისში დავწერე ჩემი პრობლემების შესახებ,აქედან ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხებოდა ჩემს ბრაზს მამის მიმართ და ჯანმრთელობას.მამა დავკარგე 3 წლის წინ, თან ისედაც მთელი ცხოვრება უამრავი პრობლემა მქონდა მამასთან და როცა მოხდა ეს ტრაგედია,ამან საერთოდ გამანადგურა. თითქმის 3 წელი მქონდა დეპრესია,ეს შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდად აისახა ჯანმრთელობაზე. ათასი ავადმყოფობა,ოპერაციები,ექიმები..ბოლო დიაგნოზი დამისვევს დაახლოებით 6 თვის წინ-მკერდში კისტა და 8 ფიბროადენომა(კვანძები).რა თქმა უნდა,ასეთი დიაგნოზის შემდეგ კარგს არაფერს ელოდები. თან ექიმებმაც მითხრეს რომ ტენდენციის შემთხვევაში ამოსაჭრელია და იმის გარანტიასაც არ მაძლევდნენ რომ საერთოდ გაქრება.

მოკლედ,ამ დროისთვის(ანუ პროექტამდე ცოტა ადრე) მე უკვე დავიწყე სერიოზულად ფიქრი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე,ვკითხულობდი სტატიებს ფსიქოსომატიკაზე და ზუსტად სექტემბერში ვნახე თინის პოსტი პროექტის შესახებ (როცა მოვინდომე განკურნება თვითონ სამყარო მეხმარებოდა და ეს პროექტიც საჭირო დროს გამოჩნდა:) ) ჩვენი სამუშაოს დახმარებით უფრო ღრმად ჩავეძიე,ვმუშაობდი ჩემს ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემაზე-მამაზე.ვხვდებოდი,რომ ეს დაგროვილი ბრაზი მახრჩობდა,ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად მღუპავდა.

სამუშაოს შემდეგ(ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად) მივიღე ის ტრაგედია,რომელიც დატრიალდა ჩემს თავს,მივიღე მამაჩემი და მისი გადაწყვეტილებაც.მივიღე ყველა ის მოვლენა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობნებდა.და რაც მთავარია,ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა:”ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?” და ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ მე უბრალოდ ვცხოვრობდი ამ ისტორიით,მამაჩემის ისტორიით,რომელიც პრინციპში ჩემიც კი არ იყო და ამაზე ავაწყვე მთელი დრამები,რომლებმაც კინაღამ დამღუპეს.

იმის შემდეგ,რაც მე გავაცნობიერე ეს და მივიღე ყველაფერი ისე,როგორც არის,გავხდი თავისუფალი,ამოვისუნთქე! დავმშვიდდი,ბრაზი აღარ მახრჩობდა…რატომ დავწერე ეს ყველაფერი.. დაახლოებით 2 თუ 3 კვირის წინ ვიყავი ექოზე.ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას 😀 რომელიც სადღაც გაქრა)) კვანძებში ტენდენცია საერთოდ არ არის. ამით იმის თქმა მინდა,რომ არ ჩაითოვოთ გულში ყენა და ბრაზი იმიტომ,რომ ეს შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.ჩემს შემთხვევაში ვიცი,რომ ზუსტად ჩემმა ნეგატიურმა ფიქრებმა გამოიწვიეს ყველა ჩემი პრობლემა და როგორც კი მე დავიწყე სხვანაირად ფიქრი,გავაცნობიერე,მივიღე,შევიყვარე ის რაც არის,ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და დღეს მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი! მიყვარხართ ჩემო კარგებო <3 სასწაულები ნამდვილად ხდება,უბრალოდ თქვენ უნდა გქონდეთ ამ სასწაულების მიღების სურვილი და თქვენ აუცილებლად მათ მიიღებთ!

დიდი მადლობა თინის,დიდი მადლობა თქვენ ყველას! დიდი მადლობა იმ ძალას,რომელმაც მომიყვანა აქ!”

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK